ბენტლი ფულჰემს უმიზნებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ევერტონი" "ტოტენჰემ ჰოთსპურის" 26 წლის მარჯვენა გარემარბ დევიდ ბენტლის ხელში ვერ ჩაიგდებს, რადგან ფეხბურთელს "ასტონ ვილაში" ან "ფულჰემში" სურს გადასვლა. არადა, ლივერპულის გუნდის შოტლანდიელ მწვრთნელს, დევიდ მოიესს იმედი ჰქონდა, რომ ნაახალწლევს ბენტლის თავისთან იხილავდა.

ყველაზე სავარაუდო ბენტლის "ფულჰემში" გადასვლაა, სადაც მისი "ბლექბერნის" დროინდელი მწვრთნელი მარკ ჰიუზი თავკაცობს. რაც შეეხება "სფურზს", ამ ლონდონურ კლუბს სურს რამენაირად ამოიღოს ის 15 მილიონი ფუნტი, რომელიც ზემოხსენებულ "ბლექბერნს" ბენტლის სანაცვლოდ გადაუხადა 2008 წელს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული