ყველას მინუს ერთი არსენალში

AutoSharing Option
"არსენალის" მცველი ტომას ვერმალენი კიდევ ერთი თვის განმავლობაში იმკურნალებს აქილევსის მყესს. ბელგიელი აგვისტოში დაშავდა და თავიდან ეგონათ, ის რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდა მოედანს, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ყველაფერი გაცილებით რთულად არის. არსენ ვენგერმა თქვა:

"მის დაბრუნებას უფრო იანვრის ბოლოსკენ ველი. ის ჯერ ძალიან სუსტად არის და მოსაყოჩაღებლად სამი-ოთხი კვირა დასჭირდება. ვცდილობ, ძალიან ფრთხილად მოვიქცე, რადგან გამოცდილება მკარნახობს, რომ დაჩქარებით კარგი არაფერი გამოვა".

მეორე მხრივ კი "მეთოფეთა" ბანაკში კარგი ამბებია. გამოჯანმრთელდნენ: ლუკაშ ფაბიანსკი, აბუ დიაბი, სესკ ფაბრეგასი და რობინ ვან პერსი. ისინი
ორშაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული