რობერტო მანჩინიმ მარიო ბალოტელი სიზარმაცისა და უვარგისობის გამო გათათხა. მოგეხსენებათ, ორშაბათს „მანჩესტერ სიტიმ“ „ევერტონს“ უმასპინძლა და 2:1 წააგო. აფროიტალიელმა ბალოტელიმ ამ შეხვედრაში მოედანზე 83 წუთი დაჰყო, მაგრამ საშინლად ითამაშა. მანჩინის, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო. მწვრთნელმა თქვა:
„როდესაც მარიო თამაშის ღირსი იქნება, მე მას ვათამაშებ. როდესაც ის ამას არ დაიმსახურებს, მოედანზე ფეხს არ შევადგმევინებ. და კიდევ, ის ითამაშებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუხლჩაუხრელად იმუშავებს. არანაირი მნიშვნელობა აქვს, რომ მარიო ტექნიკური, კარგი ფეხბურთელია. თუ ჩვენ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, „სიტის“ ყოველმა წევრმა
20 წლის მარიო ბალოტელი „მანჩესტერ სიტის“ ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ „ბოქსინგ დღეს“, „ნიუკასლ იუნაიტედთან“ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდება. აქამდე, მიმდინარე სეზონში, მან 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო, თუმცა, ერთხელ მსაჯს თავიც გააგდებინა და რაც მთავარია, სულ ისე იქცევა, გეგონება „მანჩესტერ სიტისთან“ დაკავშირებული არაფერი სიამოვნებს. მანჩინის რწმენით, ბალოტელის პოტენციურად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდეს, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამჯერად მწვრთნელს ნერვებმა უმტყუნა.
„მან დღევანდელი მდგომარეობა უნდა გამოასწოროს და გაიღიმოს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის მუდამ უკმაყოფილო. მანჩესტერი მილანისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ამას ვერაფერს მოუხერხებს და უნდა შეეგუოს“.
შეგახსენებთ, რომ მანჩინიმ ბალოტელი გასულ ზაფხულს „ინტერისგან“ 24 მილიონ ფუნტად იყიდა. მწვრთნელისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელი უცხო არ იყო - ის, 2004-08 წლებში თავად გახლდათ „ინტერის“ თავკაცი და ბალოტელი მის ხელში იზრდებოდა. მანჩინიმ თქვა:
„ჩვენ, რასაკვირველია, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მარიო ვალდებულია, კარგად ითამაშოს. მან დანარჩენი ფეხბურთელებივით ყოველდღე დაუზარლად უნდა ივარჯიშოს“.
ბალოტელის გარდა იტალიელი მწვრთნელი კარლოს ტევესის საკითხსაც შეეხო და მიანიშნა, რომ არგენტინელი ფორვარდი ფანებს ბოდიშს მოუხდის. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთკვირიანი დაძაბულობის შემდეგ ტევესმა „მანჩესტერ სიტის“ ოფისში შეტანილი განცხადება კლუბიდან გაშვებასთან დაკავშირებით, გაიტანა.
„არ ვიცი. იქნებ, კარლოსი ბოდიშის მოხდასაც აპირებს. მთავარია, მან კარგად ითამაშოს და გოლები გაიტანოს. გარწმუნებთ, აქ, ისტლენდზე, ფანებს ის კვლავ უყვართ“.