ბოქსინგის დღე

AutoSharing Option

ესეც „ბოქსინგის დღე“! ძალიან უყვართ ინგლისში ამ დღეს ბურთის გორება, მაგრამ წლეულს კლიმატმა თავისი ცვლილებები შეიტანა: დაბალ ლიგებში თითქმის ყველაფერი გადაიდო, ცუდი დღე დაადგა „ჩემპიონატსაც“ და თვით მოვლილ-ნაფერებ პრემიერლიგასაც კი გამოსტაცა ავდარმა ორი თამაში: „ბლექპული“-„ლივერპული“ და „ევერტონი“-„ბირმინგემი“. დააკვირდით? ქალაქ ლივერპულის გუნდებს არ გაუმართლათ - ერთმა შინ ვერ ითამაშა და მეორემ - სტუმრად, თუმცა... ბლექპულში, რომელიც ლივერპულიდან 45 კილომეტრშია.

ყმაწვილებისთვის: ეს „ბოქსინგ დეი“ შობის მეორე დღეს ნიშნავს და არ იფიქროთ, რომ მარტო ინგლისშია მნიშვნელოვანი. „ბოქსინგი“ რას ნიშნავს? კრივს - არა! „ბოქსი“

ინგლისურად ყუთია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საშობაო საჩუქრების ყუთთან უნდა გვქონდეს საქმე, ოღონდ გასული საუკუნეების უამრავ, ერთმანეთის მსგავს ტრადიციათაგან კერძოდ რომელში იღებს დღევანდელი „ბოქსინგ დღე“ სათავეს, კაცმა არ იცის. და ამას აუტსაიდერ „ვესტ ჰემისათვის“ არც ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა, მთავარია, რომ მან „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემს“ 3:1 მოუგო. თან, ანგარიში „ფულჰემმა“ გახსნა. საგულისხმოა, რომ სტუმრად გამარჯვება „ჩაქუჩებს“ გადავიწყებული ჰქონდათ. ასეთი რამ ბოლოს 27 შეხვედრის წინ გააკეთეს. სტუმართაგან ორი გოლი კარლტონ კოულმა გაიტანა. მატჩის შემდეგ ტრიბუნებმა მასპინძელთა თავკაცს, მარკ ჰიუზს შავი დღე დააყარეს. რა არ ეძახეს: „ჰიუზ, წადი აქედან!“ და „ჰიუზ, შენ თავად არ იცი, რას აკეთებ“!

„დღევანდელმა წაგებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თავდამსხმელი გვჭირდება“, - თქვა მატჩის შემდეგ ნირწამხდარმა უელსელმა, რომელსაც, თუ თანამდებობიდან არ მოხსნიან, იანვარში ალბათ ფორვარდს იყიდის.

„ოლდ ტრეფორდზე“ ბერბატოვმა ორი გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ უკვე 17 თამაშია, დაუმარცხებლად მიდის. ამ გამარჯვებამ ალექს ფერგიუსონის გუნდს „არსენალისა“ და „ჩელსის“ დღევანდელი დაპირისპირების წინ სოლიდური უპირატესობა მისცა. ახლა „იუნაიტედთან“ ყველაზე ახლოს მისი თანაქალაქელი „სიტია“, მაგრამ ლიდერს ორი თამაში ანუ პოტენციური 6 ქულა მარაგში აქვს. მიმომხილველები ყურადღებას ამახვილებენ, რომ უეინ რუნი კვლავ ვერ ახერხებს სტანდარტული მდგომარეობის დაუხმარებლად გოლის გატანას, ბერბატოვი კი იშტაზეა და ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მანჩესტერელებმა „სანდერლენდს“ ორჯერ ძელიც შეუზანზარეს, ასე რომ ამ შეხვედრაში ყველაფერი თვალსაჩინო იყო.

„სიტიმ“ ნიუკასლში „კაჭკაჭები“ დაიფრინა. ამ შეხვედრაში ბერბატოვის ყოფილმა თანაგუნდელმა და ისტლენდელთა შეფებთან სულ ცოტა ხნის წინ ნაჩხუბარმა კარლოს ტევესმა გამოიჩინა თავი. ბულგარელის მსგავსად, არგენტინელმაც ორი გოლი შეაგდო. გარდა ამისა, ტევესმა მე-2 წუთზე გარეთ ბერისაც გაახსნევინა ანგარიში, ასე რომ ეს დღე ტევესისა გახლდათ.


„ბლექბერნმა“ შინ წააგო „სტოკთან“ - 2:0 - ვერ ივარგა სტივ კინის „ბლექბერნის“ თავკაცად „კურთხევის“ შეხვედრამ. ამ მატჩმა თვალნათლივ გამოაჩინა, რომ კინს უპირველეს ყოვლისა დაცვაში აქვს პრობლემები და კლუბის ახალ მეპატრონეებზე გაბრაზებული კრისტოფერ სამბას შემორიგება მართებს.

„ბოლტონმა“ „ვესტ ბრომვიჩს“ აჯობა 2:0. ეს წაგება „ვესტ ბრომვიჩმა“ თავს უნდა დააბრალოს - საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. „უიგანმა“ ვულვერჰემპტონში გამარჯვებით აუტსაიდერთა ზონას დააღწია თავი.

„ბოქსინგის დღე“ ბირმინგემში, „ასტონ ვილასთან“ „ტოტენჰემის“ გამარჯვებამ დაასრულა. „დეზები“ „ჩელსის“ კვალში ჩაუდგნენ


ფულჰემი-ვესტ ჰემი 1:3
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - პენტსილი, ჰიუზი, სალსიდო, ჰანგელანდი - ს. დევისი, ეტუჰუ (54. ედ. ჯონსონი), დემპსი (54. დ. დაფი), მერფი - გერა, ენ. ჯონსონი
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - ბენ ჰაიმი, ტომკინსი, გებიდონი, აპსონი - სიერსი, რ. კოვაჩი, სტანისლასი, პარკერი - კ. კოული, პიქვიონი (90. ნუბლი)
გოლები: 1:0 ჰიუზი (11), 1:1 კ. კოუი (37), 1:2 პიქვიონი (45), 1:3 კ. კოული (73)
გაფრთხილება: პემტსილი - აპსონი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-11; კარში დარტყმა: 20-14 (5-4); თამაშგარე: 0-4;  ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 25 332

ბლექბერნი-სტოკი 0:2
ბლექბერნი (3-5-2): რობინსონი - ჰენლი, ჟივე, ნილსენი - სალგადო, ემერტონი, დ. დანი (65. ჰოილეტი), ოლსონი, პედერსენი - კალინიჩი, მ.ბ. დიუფი

სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, ჰუთი, კოლინზი, შოუკროსი - პენანტი (84. ფულერი), დილეპი, ეზერინგტონი (75. უილანი), უაიტჰედი - უოლტერსი, კ. ჯონსი (89. უილსონი)
გოლები: 0:1 ჰუთი (51), 0:2 უილსონი (90)
გაფრთხილება: კალინიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, პენანტი, ეზერინგტონი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-20; კარში დარტყმა: 11-12 (3-5); თამაშგარე: 0-4;  ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 25 440

ბოლტონი-ვესტ ბრომვიჩი 2:0

ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი (64. რიკეტსი), გ. კეჰილი, რობინსონი, ნაითი - ლი (80. კლასნიჩი), მუამბა (76. მ. დევისი), მ. ტეილორი, ჰოლდენი - კ. დევისი, ელმანდერი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - ხარა, შარნერი, მ. ჩეხი, ტამასი - მორისონი (70. მილერი), მულუმბუ (86. კოქსი), დორანსი, ტჩოი, ბრანტი - ოდემვინგე
გოლები: 1:0 მ. ტეილორი (39), 2:0 ელმანდერი (86)
გაფრთხილება: გ. კეჰილი - ბრანტი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 8-10; კარში დარტყმა: 14-16 (6-4); თამაშგარე: 3-3;  ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 23 413


მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ანდერსონი (64. გიბსონი), ქერიკი, პარკი, გიგზი (63. მაკედა) - რუნი, ბერბატოვი (82. ერნანდესი)
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ალ მუჰამადი, ა. ფერდინანდი, ბერდსლი, ონუოჰა - მოლბრანკი (82. კუკი), ჰენდერსონი, რივეროსი, ზენდენი (89. ანხელერი) - ასამოა, ბენტი (69. მეილერი)
გოლები: 1:0 ბერბატოვი (5), 2:0 ბერბატოვი (57)
გაფრთხილება: ბერდსლი, მეილერი (ორივე სანდერლენდი)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 11-10; კარში დარტყმა: 16-6 (8-1); თამაშგარე: 1-1;  ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 75 269


ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 1:3
ნიუკასლი (4-5-1): კრული - სიმპსონი, ტეილორი, კოლოჩინი, სანჩესი, - ხონასი, ტიოტე, ბარტონი, ნოლანი, რუტლიჯი (60. რეინჯერი) - ქეროლი 
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - ბოატენგი, ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი - ბერი, დე იონგი, ი. ტურე (82. ტურე) - მილნერი, სილვა (70. ა. ჯონსონი), ტევესი (85. ბალოტელი)
გოლები: 0:1 ბერი (2), 0:2 ტევესი (5), 1:2 ქეროლი (72), 1:3 ტევესი (81)
გაფრთხილება: ნოლანი - სილვა, ლესკოტი, ჰარტი, ა. ჯონსონი, ბალოტელი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 8-16; კარში დარტყმა: 24-10 (5-4); თამაშგარე: 1-4;  ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 51 635


ვულვერჰემპტონი-უიგანი 1:2
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - ზუბარი, ბერა, სტრიმენი, ელოკობი (70. ფლეტჩერი) - მილიაში, ფოული, უორდი, ჰანტი, ედუარდსი (55. ჯერვისი) - ებანკს-ბლეიკი
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, გოჰური, სტამი - დიამე, მაკარტური, უოტსონი, ნ’ზოგბია, კლივერლი - როდალეგა
გოლები: 0:1 როდალეგა (9), 0:2 კლივერლი (20), 1:2 ფლეტჩერი (87)
გაფრთხილება: ზუბარი - უოტსონი, ალკარასი, კლივერლი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 7-15; კარში დარტყმა: 10-15 (3-6); თამაშგარე: 1-3;  ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 26 901


ასტონ ვილა-ტოტენჰემი 1:2
ასტონ ვილა (4-4-2): ფრიდელი - კოლინზი, კუელარი, უორნოკი, ლიჯაი - ჰოგი (46. ს. პეტროვი), დელფი (74. პირესი), დაუნინგი, ოლბრაიტონი - აგბონლაჰორი, ჰესკი (39. დელფუენსო)
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჰატონი, ქაბული, დოუსონი, ასუ-ეკოტო - ლენონი (89. ჯენასი), მოდრიჩი (90. ჩორლუკა), პალასიოსი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (75. კრაუჩი), დეფო
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (23), 0:2 ვან დერ ვაარტი (67), 1:2 ოლბრაიტონი (82)
გაფრთხილება: ჰოგი, დელფი, აგბონლაჰორი - ჰატონი, მოდრიჩი, გომეში
გაძევება: დეფო (ტოტენჰემი)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-10; კარში დარტყმა: 28-13 (10-4); თამაშგარე: 1-1;  ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 39 411

ბლექპული-ლივერპული და ევერტონი-ბირმინგემი გადაიდო


1. მანჩესტერი 17 10 7 0 38:16 37        
2. სიტი 19 10 5 4 28:16 35        
3. არსენალი 17 10 2 5 34:19 32        
4. ჩელსი 17 9 4 4 31:12 31
5. ტოტენჰემი 18 8 6 4 27:23 30        
6. ბოლტონი 19 7 8 4 32:25 29                
7. სანდერლენდი 19 6 9 4 21:20 27        
8. სტოკი 18 7 3 8 23:22 24        
9. ნიუკასლი 18 6 4 8 28:29 22        
10. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22        
11. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22        
12. ვესტ ბრომვიჩი 18 6 4 8 24:31 22        
13. ბლექბერნი 19 6 4 9 23:30 22        
14. ევერტონი 18 4 9 5 20:21 21        
15. ასტონ ვილა 18 5 5 8 20:30 20        
16. უიგანი 18 4 7 7 15:29 19        
17. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18        
18. ფულჰემი 18 2 10 6 17:23 16        
19. ვესტ ჰემი 19 3 7 9 19:32 16        
20. ვულვზი 18 4 3 11 19:32 15


ბომბარდირები: 13 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 12 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 9 -კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი); 8 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი); 6 - დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).


XX ტური
28 დეკემბერი: მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა, სტოკი-ფულჰემი, სანდერლენდი-ბლექპული, ტოტენჰემი-ნიუკასლი, ვესტ ბრომვიჩი-ბლექბერნი, ვესტ ჰემი-ევერტონი, ბირმინგემი-მანჩესტერ იუნაიტედი; 29 დეკემბერი: ჩელსი-ბოლტონი, უიგანი-არსენალი, ლივერპული-ვულვერჰემპტონი.



ინგლისი. ჩემპიონატი. XXIII ტური
პორტსმუთი-მილუოლი 1:1
გოლები: 0:1 ტროტერი (26), 1:1 ნაჯენტი (73)
ქუინზ პარკი-სუონსი 4:0
გოლები: 1:0 მეკი (16), 2:0 ჰელგიუსონი (62-პენ), 3:0 ტაარაბტი (70), 4:0 ტაარაბტი (80)

ბარნსლი-ბარნლი 1:2
გოლები: 1:0 ჰემილი (25), 1:1 გუიდეტი (49), 1:2 ბაიკი (54)
კარდიფი-ქოვენთრი 2:0
გოლები: 1:0 ოლოფინიანა (21), 2:0 ბელამი (83)

ლესტერი-ლიდსი 2:2
გოლები: 0:1 გრეიდელი (19), 0:2 სნოდგრესი (55), 1:2 გალაჰერი (72), 2:2 კინგი (76)

რედინგი-ბრისტოლი 4:1
გოლები: 0:1 სტიდი (15), 1:1 მაკანაფი (31), 2:1 ჰანტი (43), 3:1 ლონგი (66), 4:1 ლონგი (89)

შეფილდი-ჰალი 2:3
გოლები: 0:1 სიმპსონი (3), 0:2 სიმპსონი (45), 1:2 ევანსი (62), 2:2 ევანსი (73), 2:3 ბალარდი (90)
კრისტალ პალასი-ნორვიჩი, სკანთორპი-პრესტონი, მიდლსბრო-ნოტინგემი, იფსვიჩი-უოტფორდი და დერბი-დონკასტერი გადაიდო

1. ქუინზ პარკი 22 12 8 2 40:14 44     
2. კარდიფი 22 12 4 6 37:22 40        
3. ლიდსი 23 11 6 6 41:37 39        
4. სუონსი 23 11 4 8 28:23 37        
5. ნორვიჩი 22 10 6 6 35:30 36        
6. ქოვენთრი 23 10 4 9 29:27 34        
7. რედინგი 22 8 9 5 34:24 33        
8. ბარნლი 21 8 8 5 34:27 32        
9. ნოტინგემი 20 7 9 4 24:17 30        
10. დერბი 22 9 3 10 35:29 30        
11. უოტფორდი 21 8 6 7 38:33 30        
12. დონკასტერი 21 8 6 7 33:35 30        
13. მილუოლი 22 7 8 7 26:23 29        
14. პორტსმუთი 21 8 5 8 29:28 29        
15. ჰალი 22 7 8 7 22:25 29        
16. ბარნსლი 21 8 5 8 26:31 29        
17. ლესტერი 23 8 5 10 33:40 29        
18. იფსვიჩი 22 8 3 11 25:30 27        
19. ბრისტოლი 22 7 5 10 25:34 26        
20. შეფილდი 22 7 4 11 19:31 25        
21. მიდლსბრო 22 6 3 13 21:32 21        
22. კრისტალ პალასი 22 6 3 13 24:40 21        
23. სკანთორპი 20 6 2 12 23:35 20        
24. პრესტონი 21 5 4 12 25:39 19 

ბომბარდირები: 13 - ბოთროიდი (კარდიფი); 12 - კომონსი (დერბი); 11 - ბეკიო (ლიდსი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 10 - გრემი (უოტფორდი); 9 - ჰოლტი (ნორვიჩი), იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), მეკი (ქუინზ პარკი), კინგი (ლესტერი);  8 - ჰემილი (ბარნსლი), ლონგი (რედინგი), მორისონი (მილუოლი), სინკლერი (სუონსი); გრეიდელი (ლიდსი).

პირველი ლიგა. XXI ტური
ჰადერსფილდი-ჰარტლპული - 0:1. დანარჩენი თამაშები გადაიდო

მეორე ლიგა. XXI ტური
უაიკომბი-ჰერეფორდი - 2:1. დანარჩენი თამაშები გადაიდო

კონფერენსი. XXIII ტური
ყველა თამაში გადაიდო.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული