ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა, სადაც "ლივერპული" ემრე ჯანის გოლით დაწინაურდა, მაგრამ პირველ ტაიმში კეჰილმა, მეორეში კი დიეგო კოშტამ გამარჯვება "ჩელსის" მოუტანეს - 1:2.
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ლივერპული" ფრეს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა სტუმართა კარში აშკარა პენალტი არ დანიშნა. საერთაშორისო პაუზის შემდეგ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებთ".
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "მეორე ტაიმში რაღაც ახალი შევთავაზეთ ყველას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ფრე საკმარისი არაა, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულს" მისსავე მოედანზე ვეთამაშებოდით. შთამბეჭდავი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
"ჩელსი" უკეთესი
"ბარნლიმ" სეზონში პირველი მოგება იზეიმა, "საუთჰემპტონმა" შეინ ლონგის დუბლის წყალობით მოიგო, "ვესტ ჰემმა" კი "ასტონ ვილას" კარს გასაღები ვერ მოარგო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და მოკრძალებული ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0. გოლი შეცვლაზე შესულმა ხუან მატამ ანხელ დი მარიას პასით გაიტანა.
სერხიო აგუერომ ორჯერ გაათანაბრა და ინგლისის ჩემპიონი "სიტი" ქპრ-სთან მარცხისგან იხსნა - 2:2.
მანუელ პელეგრინი (სიტი): "ფანებს ალბათ, მოეწონათ თამაში. ჩვენ კი ძალიან არ გვწყალობს ბედი. თუმცა გუნდმა აჩვენა, რომ ბრძოლა შეუძლია".
ლივერპული-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 ჯანი (9), 1:1 კეჰილი (14), 1:2 დ. კოშტა (67)
ბარნლი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 ბარნსი (50)
მანჩესტერ იუნაიტედი-კრისტალ პალასი 1:0
გოლი: 1:0 მატა (67)
საუთჰემპტონი-ლესტერი 2:0
გოლები: 1:0 ლონგი (75), 2:0 ლონგი (80)
ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 0:0
ქპრ-მანჩესტერ სიტი 2:2
გოლები: 1:0 ოსტინი (21), 1:1 აგუერო (32), 2:1 დემიკელისი (76 ს.კ.), 2:2 აგუერო (83)