* "ლესტერს" სტუმრად მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.
* ბოიან კრკიჩმა "სტოკის" მაისურით პირველად გაიტანა.
* "არსენალმა" 15 წლის ბრუკლინ ბექჰემთან (დევიდის ვაჟი) გააფორმა კონტრაქტი.
ჯანი გავარდა, "ლივერპულმა" წააგო
"ჩელსიმ" "ენფილდზე" მოიგო, ისევ დაუმარცხებელია და დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე წრეში ლონდონელებს, როგორც "ლივერპულთან", ასევე "სიტისთან", "იუნაიტედთან" და "ევერტონთან" საკუთარ კედლებში ექნებათ სათამაშო. გარდა ამისა, მათ "სტემფორდ ბრიჯზე" "არსენალს" მოუგეს... მოკლედ, "ლურჯები" უკვე აშკარა ფავორიტებად გამოიკვეთნენ. მერსისაიდელებს კი არაფერი შველით, ეს "ლივერპულის" მე-5 მარცხი გახლდათ.არადა,
"ვფიქრობ, თამაშიდან რაღაცას ვიმსახურებდით, ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით, ბედმაც არ გაგვიღიმა. ცუდი ის არის, რომ მომენტებში ცოტა თავდაჯერება გვაკლია. ეს არ მომწონს, მაგრამ ფეხბურთელების მადლობელი ვარ, რადგან ისინი მაქსიმალურად იხარჯებოდნენ " - თქვა როჯერსმა, რომელსაც შეცვლები არ მოუწონეს, მაგრამ რაღაც ახალი უნდა გვეცადაო, თავი იმართლა.
ჟოზე მოურინიო: "მომეწონა ჩემი გუნდის თამაში, ორგანიზებულად და მძლავრად გამოვიყურებოდით. განსაკუთრებით, მომეწონა ჩვენი შემართება, ბურთი გვინდოდა და მომენტების შექმნა. მუდამ კრეატივზე ვფიქრობდით. ზუსტად ეს მინდა მეც. კეჰილის გოლს რაც შეეხება, მე შორს ვიყავი და ძნელი დასანახი გახლდათ; ალბათ, მსაჯებისთვისაც რთული იქნებოდა. ამიტომაც ეს ახალი ტექნოლოგია დიდებული რამ არის. ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რომ უკეთესი გუნდი "ლურჯი" იყო.
ჯერჯერობით მხოლოდ შემოდგომის ჩემპიონებად თუ გამოგვაცხადებთ, რადგან პრემიერლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია და ყველაფერი წინ არის. "ლივერპული" ცოტათი კი ჩამორჩა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", განსაკუთრებით, "სიტი" და კიდევ უფრო განსაკუთრებით "საუთჰემპტონი"; არ მინდა, ეს გუნდი არ დავაფასო. მეტოქეები ახლოს არიან და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ".
აგუერო მარტოა
მოურინიო კი ამბობს, მდევრები ახლოს არიანო და "სიტის" უფრთხის, მაგრამ "ქალაქელები" აშკარად კრიზისში არიან. სერხიო აგუერო მარტო თამაშობს და მისი დუბლით "სიტიმ" ქულა გადაარჩინა. ახლა კუნს უკვე 12 ბურთი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. 11 ტურის მერე ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ლეს ფერდინანდმა გაიტანა 1995 წელს (13 გოლი). არადა, პირველი ბურთი აგუერომ თამაშის წესების დარღვევით გაიტანა - ჯერ ერთი, თამაშგარეში გახლდათ, მერე კი, ბურთი ხელზე მოხვდა. სხვათა შორის, თამაშგარეს წააგავდა ჩარლი ოსტინის გოლიც, მაგრამ იქამდე მას ორი ბურთი არ ჩაუთვალეს და აქედან ერთი საკამათო სიტუაციაში.
მთლიანობაში, ამ შეხვედრაში ქპრ-ს 3 გოლი არ ჩაუთვალეს, უშუალოდ ოსტინმა კი მანჩესტერელთა უკანახაზელები გააწამა და წესით, მეტიც უნდა გაეტანა. ზოგადად, "ქუინზ პარკმა" მეტოქეს აჯობა და მოგებაც ეკუთვნოდა, მაგრამ ჰარი რედნაპის ბიჭებს არ უმართლებთ. რედნაპმა თავისიანები დამსახურებულად აქო, ხოლო მანუელ პელეგრინი ცოტა გაღიზიანებული გახლდათ და "ჩელსიზე" არ ვფიქრობთ, ჩვენს თამაშს უნდა მივხედოთო, გაიძახოდა.
იღბლიანი შეცვლები
თამაშის ხარისხით ჩვეულად შთამბეჭდავი არ იყო "საუთჰემპტონი", მაგრამ მაინც მოიგო. გმირად შეინ ლონგი იქცა, რომელმაც შეცვლაზე შესვლიდან ცოტა ხანში დუბლი გამოაცხო. "ლესტერს" კი ჩავარდნა აქვს და ფსკერისკენ მიექანება. განსაკუთრებით, "მელიებს" სტუმრად თამაში უჭირთ, გასვლებზე მათ მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გატანილი.
" დღეს შეინმა მოგვაგებინა. შესაძლოა, იგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, მაგრამ მისი მიდგომა, შემართება და პოფესიონალიზმი ფანტასტიკური და სამაგალითოა. ახლა დასვენება კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს გაგვიჭირდება, რადგან ნაკრებში ჩვენი 17 მოთამაშეა გამოძახებული. იმედია, ყველანი ჯანმრთელები დაბრუნდებიან" - თქვა "წმინდანების" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა.
შეცვლებმა გადაწყვიტეს ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზეც" და "ლიბერთი სთედიუმზეც". "მანჩესტერ იუნაიტედს" "კრისტალ პალასთან" მძიმე თამაში მინდორზე რამდენიმე წუთის გამოჩენილმა ხუან მატამ მოაგებინა. ლუი ვან გაალს არ დავიწყებია იმის მინიშნება, რომ ცვლილება გამოიცნო. "არწივებს" კი აშკარა ჩავარდნა აქვთ. აი, უელსში ნამდვილი დრამა გათამაშდა. "არსენალიდან" კვლავაც გაიტანა ალექსის სანჩესმა. "მეთოფეებს" საუცხოო კომბინაცია გამოუვიდათ.
არანაკლები სილამაზის ბურთი საჯარიმო დარტყმით გილფი სიგურდსონმა შეაგდო, ხოლო აქედან სამ წუთში შეცვლაზე 2 წუთის შესულმა ბაფეტიმბი გომისმა თავისი ანგარიში გახსნა და "თეთრ გედებს" მოაგებინა. "სუონსის" დაგროვებული 18 ქულიდან 13 შინ აქვს მოპოვებული. ვთქვათ ისიც, რომ ძალიან კარგი იყო ჯეფერსონ მონტერო, რომელმაც მთელი მატჩი გატანჯა კალუმ ჩემბერსი და გომისს სწორედ მან გაატანინა.
უჯოკერო და უკოზირო პოჩეტინო
აღარ ხუმრობს "ნიუკასლი", რომელმაც თასის შეხვედრის ჩათვლით, ზედიზედ მეხუთედ იმარჯვა. ამჯერად "კაჭკაჭებმა" "ვესტ ბრომვიჩი" დაკოდეს. თანაც, აქედან 4 მატჩში გოლი არ გაუშვიათ, ხოლო აიოსე პერესმა მიჯრით მესამედ გამოიჩინა თავი. ის ალან პარდიუს ახალი ჯოკერია. ვერც ჯოკერად და ვერც კოზირად ვერ გამოადგა მაურისიო პოჩეტინოს ჰარი კეინი, რომელიც დიდი მოთხოვნების მერე ძირითადშიც დააყენა და შეუცვლელადაც ათამაშა, მაგრამ რა ხეირი? მოქალაქე კეინს, ყველა ტურნირის ჩათვლით, უკანასკნელ 8 მატჩში 8 გოლი კი ჰქონდა გატანილი, მაგრამ პრემიერლიგაში ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვედრა გოლით ვერ აღნიშნა. "ტოტენჰემის" წინა ტურში მოგებაც შემთხვევითი იყო და გუნდი უსუსურად თამაშს აგრძელებს. არ გამოგვრჩეს ის, რომ ბოიან კრკიჩმა სტოკელთა რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
"ბარნლის" პირველი და ტრავმები
მე-11 ტურში პირველი გამარჯვება ეღირსა "ბარნლის", ეშლი ბარნსმა შონ დაიჩი მოხსნას გადაარჩინა. "ჰალმა" კი მიყოლებით მესამე თამაშში ვერ გაიტანა გოლი. სებასტიან ლარსონმა ლამაზი ჯარიმით დააწინაურა "სანდერლენდი", მაგრამ "ევერტონს" ქულა პენალტით მოუტანა ლეიტონ ბეინსმა. ცუდი ის გახლდათ, რომ გარეთ ბერი ჰოსპიტალში გააქანეს კოჭის ტრავმის მიზეზით. "ასტონ ვილამ" კი გოლი ისევ ვერ გაიტანა, მაგრამ არც გაუშვა და ზედიზედ 6 მარცხის მერე აღარ წააგო. მართალია, 1-2 წუთით, მაგრამ მაინც სათქმელია, რომ დიდი პაუზის მერე მინდორს დაუბრუნდა ენდი კეროლი. "ვილამ" შესაძლოა, ნათან ბეიკერი დაკარგოს, მან ისევ დაზიანება მიიღო.
პრემიერლიგა. XI ტური
შაბათი
8 ნოემბერი
ლივერპული-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 ჯანი (9), 1:1 კეჰილი (14), 1:2 დიეგო კოშტა (67)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გ. ჯონსონი, შკრტელი, ლოვრენი, მორენო - ჯერარდი, ჰენდერსონი, ჯანი (70. ჯანი) - კოუტინიო (70. ბორინი), სტერლინგი, ბალოტელი (79. ლამბერტი)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ფაბრეგასი - რამირესი (54. ვილიანი), ოსკარი, აზარი (90+5. ფილიპე ლუიში) - დიეგო კოშტა (90. დროგბა)
გაფრთხილება: სტერლინგი, ბალოტელი - ივანოვიჩი, მატიჩი, ოსკარი, დიეგო კოშტა, კურტუა
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 6-1 კარში დარტყმა: 12(4)-15(5) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 44 698
ბარნლი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 ბარნსი (50)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, უარდი - ბოიდი, მარნი, ჯონსი, არფილდი (55. კაითლი) - ბარნსი (75. იუტკევიჩი) - ინგსი
ჰალი (3-4-1-2): ჰარპერი - ჩესტერი (59. ბენ არფა), მაკშეინი, კ. დეივისი - ელმოჰამადი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი (51. გ. რამირესი), ბრედი - დიამე - ალუკო (51. ს. ქუინი), ა. ერნანდესი
გაფრთხილება: შეკელი, უარდი, დაფი, მარნი, ინგსი, იუტკევიჩი - ჩესტერი, ა. ერნანდესი, ბრედი, ლივერმორი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 17-17 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 14(3)-12(1) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 16 998
მანჩესტერი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 მატა (67)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, მაკნეირი (90+1. დ. ფლეტჩერი), ბლინდი, შოუ - კერიკი - იანუზაი (63. მატა), ფელაინი, რუნი, დი მარია (71. ჯ. უილსონი) - ვან პერსი
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - მარიაპა, დანი, დელანი, უარდი - პანჩონი, მაკარტური, ლედლი, ბოლაზი (81. გეილი) - შამახი (81. ბენანი) - ფ. კემპბელი (90+1. დოილი)
გაფრთხილება: ვალენსია - უარდი, დელანი, ბოლაზი
კუთხური: 11-4 ჯარიმა: 8-12 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 23(5)-6(1) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 75 325
საუთჰემპტონი-ლესტერი 2:0
გოლები: 1:0 ლონგი (75), 2:0 ლონგი (80)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - ვანიამა, დევისი (40. კორკი), შნედერლენი (90+2. რიდი) - ტადიჩი, მანე (68. ლონგი), პელე
ლესტერი (4-3-1-2): კ. შმეიხელი - დე ლაეტი (54. მური), ვასილევსკი, მორგანი, შლუპი - დრინკვოტერი, კამბიასო, ჯეიმსი - ე. კინგი (76. პაუელი) - ულოა (71. ვუდი), ვარდი
გაფრთხილება: შნედერლენი, ალდერვეირელდი - მური, ვასილევსკი
კუთხური: 13-4 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 6-2 კარში დარტყმა: 18(6)-5(0) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 31 297
ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 0:0
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, ვ. რიდი, კრისუელი - ნოუბლი (90+2. ე. კეროლი), სონგი, კუიატე (66. ნოლანი) - დაუნინგი - სახო, ე. ვალენსია (75. კ. კოული)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი (88. სენდეროსი), სისოხო - კლევერლი, ვესტვუდი, კ. სანჩესი - აგბონლაჰორი, ვაიმანი, ნ’ზოგბია (90+2. კლარკი)
გაფრთხილება: - კლევერლი, ვაიმანი, აგბონლაჰორი
კუთხური: 13-2 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 21(5)-12(4) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 34 857
ქპრ-სიტი 2:2
გოლები: 1:0 ოსტინი (21), 1:1 აგუერო (32), 2:1 დემიკელისი (76-პენ.), აგუერო (83)
ქპრ (4-4-2): გრინი - ისლა, დანი, კოლკერი, იუნი - ვარგასი, ჰენრი, სანდრო (46. ბარტონი), ფერი - ზამორა, ოსტინი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, დემიკელისი, მანგალა, კლიში - ფერნანდინიო (64. ჯეკო; 68. ლამპარდი), ფერნანდო - ნავასი, იაია ტურე, ნასრი (74. მილნერი) - აგუერო
გაფრთხილება: სანდრო, ისლა, დანი, ვარგასი - ნასრი, სანია
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 17(4)-23(6) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 18 005
კვირა
9 ნოემბერი
სანდერლენდი-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 ლარსონი (67), 1:1 ბეინსი (76-პენ.)
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ვერხინი, ო’ში, ბრაუნი, რევეიერი - ბრიდკატი - ა. ჯონსონი (64. ბაკლი), ლარსონი, ხ. გომესი (81. როდუელი), ვიკჰემი - ს. ფლეტჩერი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი (13. გიბსონი), მაკარტი - მაკგიდი (70. ნეისმიტი), ბარკლი (86. ოსმანი), ეტო’ო - ლუკაკუ
გაფრთხილება: ხ. გომესი - მაკარტი, მაკგიდი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 10(3)-16(7) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 43 476
ტოტენჰემი-სტოკი 1:2
გოლები: 0:1 ბოიანი (6), 0:2 უოლტერსი (33), 1:2 ჩადლი (77)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ნოტონი, ქაბული, ფასიო, როუზი - კაპუ (65. ადებაიორი), მეისონი - თაუნსენდი (46. ლამელა), ერიკსენი (46. დემბელე), ჩადლი - კეინი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი (9. კამერონი), შოუკროსი, უილსონი (26. მუნიესა), პიტერსი - ნ’ზონზი, სიდველი - უოლტერსი, ბოიანი (84. აირლენდი), მოზესი - დიუფი
გაფრთხილება: კაპუ, მეისონი, ქაბული - კამერონი, ბეგოვიჩი
გაძევება: ნოტონი (85)
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 20-13 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 14(4)-11(4) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 35 699
ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 0:2
გოლები: 0:1 ა. პერესი (45), 0:2 კოლოჩინი (62)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - უისდომი, დოუსონი, ლესკოტი, პოკონიოლი (46. გამბოა) - მორისონი, მულუმბუ (63. სესენიონი), დორანსი (76. სამარისი), ბრანტი - ბერაჰინო, ანიჩებე
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, კოლოჩინი (78. უილიამსონი), დამეტი, ჰაიდარა - აბეიდი, კოლბეკი - სისოკო, კაბელია (82. რ. ტეილორი), ს. ამეობი (78. გუფრანი) - ა. პერესი
გაფრთხილება: -
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 12-6 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 10(2)-8(3) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 26 476
სუონსი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 სანჩესი (63), 1:1 სიგურდსონი (75), 2:1 გომისი (78)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ბარტლი, უილიამსი, ნ. ტეილორი - კი, ტ. კეროლი (87. ბრიტონი) - ემნესი (67. ბაროუ), სიგურდსონი, მონტერო - ბონი (76. გომისი)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჩემბერსი (90. ი. სანოგო), მერტეზაკერი, მონრეალი, გიბსი - ფლამინი (80. უილშირი), რემზი (79. უოლკოტი) - კასროლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანჩესი - უელბეკი
გაფრთხილება: ნ. ტეილორი, კი, უილიამსი, ტ. კეროლი, ბაროუ - რემზი, მერტეზაკერი, ჩემბერსი, გიბსი, სანჩესი
კუთხური: 6-10 ჯარიმა: 10-16 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 11(5)-12(4) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 20 812
ბომბარდირები: 12 - სერხიო აგუერო (სიტი); 10 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი); 6 - გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), დიაფრა სახო (ვესტ ჰემი), ჩარლი ოსტინი (ქპრ).
მომდევნო ტური
22 ნოემბერი:
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-ვესტ ჰემი, ლესტერი-სანდერლენდი, სიტი-სუონსი, ნიუკასლი-ქპრ, სტოკი-ბარნლი, არსენალი-მანჩესტერი.
23 ნოემბერი:
კრ. პალასი-ლივერპული, ჰალი-ტოტენჰემი.
24 ნოემბერი:
ასტონ ვილა-საუთჰემპტონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"