ლუი ვან გაალის სამწლიანი გეგმა "მანჩესტერ იუნაიტედში"

AutoSharing Option
ლუი ვან გაალი ჯერ სამ თვეში აპირებდა შედეგის "დადებას" და არ მოეწონა, როდესაც 3 თვის მერე ძალიან გააკრიტიკეს. ახლა კი ვადა გვარიანად გაზარდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" სრულად გადაწყობას და გუნდისთვის ახალი სახის მიცემასა და ახალი ეპოქის დაწყებას 3 წელი დასჭირდებაო... როგორც ჩანს, ვან გაალს "წითელ ეშმაკებში" ეშმაკობა უსწავლია.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს 1986 წლის მერე ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონიათ და დაახლოებით 170 მილიონი ფუნტის მერე, რომელიც გუნდმა ტრანსფერებში დახარჯა, ეს კიდევ უფრო მოულოდნელია. ცხადია, ასეთ შედეგებს ქომაგები ვერ მიიღებენ და
ვერ შეეგუებიან. აი, რამდენად მიიღებენ ისინი ჰოლანდიელი მწვრთნელის სიტყვებს, ეს კიდევ ცალკე თემაა და საინტერესოა.

თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონსაც 3-4 წელი დასჭირდა იმ "დიდი იმპერიის" შესაქმნელად, რომლის წყალობითაც "მანჩესტერი" ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი გრანდი იყო და მაშინაც შოტლანდიელი სპეციალისტი კინაღამ მოხსნეს. ასე რომ, პარალელების გავლება შეიძლება, მაგრამ რამდენად გჯერათ, რომ ეს მსგავსებები და თუნდაც სიმართლის დიდმარცვალნარევი მსჯელობები გულშემატკივრებს დააკმაყოფილებთ და ისინი მყისიერ ეფექტს არ მოითხოვენ?

ცოტა ნაკლებსავარაუდოა. ამიტომაც ლუის სათადარიგო გეგმის შემუშავებაც მოუწევს და იქნებ ძირითადი გეგმის პარალელურად, "ხვალინდელ ქათმამდე დღევანდელი კვერცხიც" გამოუვიდეს.

"ჯერ ყველაფერი კარგად არ არის და არც "კრისტალ პალასთან" გვითამაშია დამაკმაყოფილებლად კარგად, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ახლა ისეთი საქმის პროცესში ვართ, რომლის ბოლომდე მიყვანასაც, როგორც ადრეც მითქვამს, ერთი წელიც არ ეყოფა. ამას სამი წელი სჭირდება. რა თქმა უნდა, ფანების მესმის, ასევე, ხელმძღვანელობის. მათ უნდათ, რომ პირველ ადგილზე ვიყოთ, მე და ჩემს ფეხბურთელებს ძალიან გვენდობიან და ჩვენი იმედი აქვთ" - განაცხადა ვან გაალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამი წელი შეიძლება დაგჭირდეს კაცს კრისტალ პალასის ჩემპიონთა ლიგაზე გასაყვანად, მაგრამ როცა ასეთი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდში ითხოვ სამ წელს, ან აფერისტი ხარ, ან პიტალო ***!
Lasha
12:39 11-11-2014
0
chkviano gadadeqiiii.
geniosa
11:22 11-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული