„არსენალმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ - „ჩელსის“ 3:1 ძლევით მხოლოდ თვითონ კი არ შეიმატა ქულები, მეტოქეც ძლიერ ჩამოიტოვა. ამაზე იტყვიან ექვსქულიანი თამაში იყოო - ასეთ დროს სამ ქულას იგებ და სამსაც კონკურენტს ართმევ. პირველი ტაიმი დაძაბული, თუმცა უფრო ერთფეროვანი გამოდგა. „არსენალი“ „ჩელსის“ გასაქანს არ აძლევდა.
საკმარისი იყო ლურჯფორმიან ფეხბურთელს ბურთი მიეღო, რომ „მისი წილი მეთოფე“ ჩრდილივით აეკვრებოდა. ამიტომაც შეიზღუდა დასავლეთლონდონელთა სიმწვავე თუ სიმძლავრე და ტაიმის ბოლოს, როდესაც მასპინძლებმა თავიანთი ცეცხლიც დაანთეს, მოხდა ლოგიკური რამ - არსენ ვენგერის გუნდი დაწინაურდა. გოლი ალექს
შესვენების შემდეგ, წესითა და რიგით, „ჩელსის“ გააქტიურების დრო უნდა დამდგარიყო, მაგრამ... 51-ე და 53-ე წუთებზე, თითქმის ერთსა და იმავე ადგილას - მოედნის შუაში, „ლურჯების“ საჯარიმოსა და ცენტრს შორის - სტუმრებმა ორი თითქმის ერთნაირი შეცდომა დაუშვეს: ბურთი დაკარგეს და „არსენალს“ სწრაფი და უმარტივესი კონტრშეტევის საშუალება მისცეს. ორივე ეპიზოდი გოლით დასრულდა. პირველ შემთხვევაში სესკ ფაბრეგასმა გაიტანა, მეორეში კი - თეო უოლკოტმა. ამ ამბებიდან 4 წუთში „ჩელსიმ“, უფრო ზუსტად კი დიდიე დროგბამ მარცხენა ფრთიდან ახალშესული გაელ კაკუტას წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ჩააწოდა და ბრანისლავ ივანოვიჩმა თავურით ბურთი კარში შეაგდო, მაგრამ მეტი სტუმრებმა ვეღარაფერი მოახერხეს.
არსენალი-ჩელსი 3:1
არსენალი (4-5-1): ფაბიანსკი - სანია, კოშელნი, დჯურუ, კლიში - უოლკოტი, სონგი, უილშერი, ფაბრეგასი, ნასრი - ვან პერსი
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ფერეირა, ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული - ესიენი, მიკელი, ლემპარდი - კალუ, მაკუდა, დროგბა
გოლები: 1:0 სონგი (44), 2:0 ფაბრეგასი (51), 3:0 უოლკოტი (53), 3:1 ივანოვიჩი (57)
გაფრთხილება: ვან პერსი, ფაბრეგასი - ე. კოული, კალუ, ლემპარდი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-17; კარში დარტყმა: 10-12 (6-1); თამაშგარე: 5-7; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 60 112
1. მანჩესტერი 17 10 7 0 38:16 37
2. არსენალი 18 11 2 5 37:20 35
3. სიტი 19 10 5 4 28:16 35
4. ჩელსი 18 9 4 5 32:15 31
5. ტოტენჰემი 18 8 6 4 27:23 30
6. ბოლტონი 19 7 8 4 32:25 29
7. სანდერლენდი 19 6 9 4 21:20 27
8. სტოკი 18 7 3 8 23:22 24
9. ნიუკასლი 18 6 4 8 28:29 22
10. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22
11. ბლექპული 16 6 4 6 24:29 22
12. ვესტ ბრომვიჩი 18 6 4 8 24:31 22
13. ბლექბერნი 19 6 4 9 23:30 22
14. ევერტონი 18 4 9 5 20:21 21
15. ასტონ ვილა 18 5 5 8 20:30 20
16. უიგანი 18 4 7 7 15:29 19
17. ბირმინგემი 17 3 9 5 17:20 18
18. ფულჰემი 18 2 10 6 17:23 16
19. ვესტ ჰემი 19 3 7 9 19:32 16
20. ვულვზი 18 4 3 11 19:32 15