ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური: ლუი ვან გაალის ავანტიურა [VIDEO]

AutoSharing Option
* 12 ტურის შემდეგ "ჩელსი" ისტორიაში პირველად რჩება დაუმარცხებელი.

* "ლეონ ოსმანმა" "ევერტონის" მაისურით მე-400 მატჩი ითამაშა და იუბილე გოლით აღნიშნა.

* ალან პარდიუს "ნიუკასლმა" ზედიზედ მე-5 ტურში იმარჯვა.

* კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემში" 50-ედ ითამაშა და გოლი გაიტანა.

ლუი ვან გაალს "არსენალის" წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის რანგში თამაში პირველად უწევდა - გუნდთან, რომელსაც დიდი კომპლიმენტები უძღვნა და თქვა, ყოველთვის სიმპათიით ვიყავი განწყობილიო.

"წითელი ეშმაკები" გასვლაზე მოუგებლები იყვნენ და პირველი გამარჯვების მოპოვება სწორედ ამ პრინციპულ მატჩში სურდათ, მაგრამ უმეტესობას ფავორიტად მასპინძლები
მიაჩნდა. ორივესთვის წაგება ისეთი დარტყმა იქნებოდა, რომლის მერეც დამარცხებული გუნდი ნოკაუტში თუ არა, ნოკდაუნში აღმოჩნდებოდა.

რადამელ ფალკაომ, მონდომების მიუხედავად, მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა, ხოლო "არსენალის" რიგებში მომჯობინება მოასწრო ოლივიე ჟირუმ, მაგრამ არსენ ვენგერმა თამამემამულე მოგვიანებით ჩართო თამაშში და ის ერთადერთი გოლი "მეთოფეთა" მხრიდან სწორედ ფრანგმა გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გახლდათ.

ცუდი იყო ის, რომ დაშავდნენ და შესაცვლელნი შეიქნენ ლუკ შოუ და ჯეკ უილშირი. ერთი შეხედვით, ამ უკანასკნელის ტრავმა უფრო სერიოზული ჩანს, ექიმების დიაგნოზს უნდა დაველოდოთ. იქამდე კი უილშირმა და მარუან ფელაინიმ წაჩხუბება მოასწრეს - ერთმანეთისთვის თავის ჩარტყმას ცდილობდნენ, მაგრამ მათ შორის სიმაღლეში ისეთი განსხვავებაა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ლუი ვან გაალი კი ავანტიურაზე წავიდა: ამ გასაჭირის ჟამს, როდესაც დაცვაში სრული ქაოსია და თან გუნდში ტრავმების ეპიდემიაა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თამამი და რისკიანი ნაბიჯი გადადგა - მან სამმცველიანი ტაქტიკით ითამაშა, რაც სეზონის სტარტზე სცადა და ამას ისეთი კრიტიკა და უარყოფითი შედეგები მოჰყვა, რომ ვეღარავის წარმოედგინა, თუ ვან გაალი ოდესმე ამ ტაქტიკას დაუბრუნდებოდა, თანაც ასეთ შეხვედრაში.

თამაშის შემდეგ ვან გაალი გაბადრული იყო: "მეტოქემ კარგად დაიწყო. "არსენალს" პირველ 20 წუთში რომ გაეტანა, ახლა კომპლიმენტების ნაცვლად საყვედურებს მივიღებდი და მკითხავდით, სამი მცველი რატომ დააყენეო. თუმცა ახლა მე შემიძლია გავიღიმო... დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ხარისხიანი. ამ წუთას ამის თქმა შემიძლია, მწვრთნელის ცხოვრება ასეთია, მთლიანად შედეგსა და პატარა დეტალებზე ხარ დამოკიდებული.

მშვენივრად ვითამაშეთ და თანაც, ახალგაზრდებს კიდევ დიდი პოტენციალი აქვთ. ბლეკეტი-მაკნირი-შოუ - რამდენი წლისანი არიან ისინი? აუცილებლად მოუმატებენ. გარდა ამისა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაბრუნდებიან და სიტუაცია დალაგდება. ყოველ კვირას შემადგენლობის შეცვლა მიწევს, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ".

მატჩის დებიუტში "არსენალი" ცუდი მართლაც არ გახლდათ, მაგრამ ფაქტია, გუნდი ისევ დამარცხდა. ახლა ლონდონელებს 12 ტურის მერე 17 ქულა აქვთ. ასეთი ცუდი შედეგი ამ ეტაპისთვის 32 წელია, არ ჰქონიათ. არსენ ვენგერი მატჩის მერე წუხდა, დაცვაში ძალიან მიამიტურად ვითამაშეთო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მსაჯის დახმარებით?
ლიდერმა "ჩელსიმ" ყოველგვარი პრობლემის გარეშე სძლია "ვესტ ბრომვიჩს". ამოცანა ჟოზე მოურინიოს გუნდს მნიშვნელოვნად გაუადვილა სწრაფმა გოლმა, რომელიც დიეგო კოშტამ გაიტანა. ეს მისი მე-11 ბურთი გახლდათ, მაგრამ სტუმრები თამაშგარეზე აპელირებდნენ. გოლი ჩაითვალა და ოსკარის პასიც ბრწყინვალე იყო. "ჩელსის" ასევე დაეხმარა მთავარი არბიტრი ლი მეისონი, რომელმაც ცოტა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა კლაუდიო იაკობისადმი და არგენტინელი სახიფათო თამაშისთვის გააძევა.

მალევე "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებმა სხვაობა გაზარდეს და ამით ყველაფერი დამთავრდა. მოურინიომ "მეორედ მოსვლის" მერე 50-ე მატჩი გამარჯვებით აღნიშნა, ხოლო "ჩელსიმ" საკლუბო რეკორდი დაამყარა, გუნდი 12 ტურის მერე დაუმარცხებელი აქამდე არ ყოფილა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონი არ ჩამორჩა
"სიტიმ" "ლურჯები" უფრო წინ არ გაუშვა და თავადაც მოიგო. მანუელ პელეგრინის ბიჭებს ძალიან მძიმე შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს, თანაც გარკვეული დანაკლისის ფონზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ქალაქელები" აგებდნენ, "სუონსი" ვილფრიდ ბონიმ დააწინაურა, მაგრამ "თეთრი გედებისთვის" ეს საკმარისი არ გამოდგა და "სიტიმ" მატჩის ჩარხი სათავისოდ შემოატრიალა.

იაია ტურეს შესაძლოა, ამ სეზონში შარშანდელივით ბევრი ვერ გააქვს - მან ჯერჯერობით სულ ორჯერ გამოიჩინა თავი, თუმცა ამჯერადაც 3 ქულა მოუტანა თავის გუნდს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ "გუდისონ პარკზე" გამართული პაექრობა "ევერტონსა" და "ვესტ ჰემს " შორის, რომელიც ევროთავგადასავლების მაძიებელ მერსისაიდელებს უცილობლად უნდა მოეგოთ და სტარტზევე გადადგეს ამისკენ ნაბიჯი - რომელუ ლუკაკუმ სწრაფი გოლი გაიტანა. სემ ალარდაისს ორი მშვენიერი ახალწვეული - დიაფრა სახო და ენერ ვალენსია არ ჰყავდა. სამაგიეროდ, მოგვიანებით მან მაურო სარატე ჩართო თამაშში და არგენტინელმაც იყოჩაღა.

თუმცა მებრძოლმა ლეონ ოსმანმა "ევერტონის" მაისურით თავისი მე-400 თამაში აღნიშნა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მაინც მოუტანა, რითაც "კანფეტები" სანუკვარ ზონას მიუახლოვდნენ. "ევერტონს" ჩემპიონატში "ჩაქუჩებთან" უკვე 13 მატჩია, არ წაუგია.

დანიელის გასროლა
კვირის მატჩები კი ერთნაირი სცენარით განვითარდა. დანიელ სტარიჯისა და მარიო ბალოტელის გარეშე დარჩენილმა ბრენდან როჯერსმა ძირითადში ლამბერტი დააყენა და რიკიმაც დებიუტშივე დააწინაურა "ლივერპული", მაგრამ... დუაით გეილმა, წინა სეზონისა არ იყოს, მერსისაიდელების გამწარება ამ ჩემპიონატშიც მოინდომა და მას თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი. როჯერსმა მატჩის შემდეგ თქვა - პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებო.

"ლივერპულს" პრემიერლიგის ისტორიაში 12 ტურის მერე ამაზე ცოტა ქულა მხოლოდ ერთხელ ჰქონდა - 1992/93 წლების სეზონში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავიდან აგებდა "ტოტენჰემიც", მაგრამ ისედაც კრიზისში მყოფი "ჰალი" გასტონ რამირესმა დააღალატა, რომელმაც წითელი ბარათი "აიკიდა" და თითქმის მთელი მეორე ტაიმი "ვეფხვებმა" 10 კაცით ჩაატარეს, მაგრამ "დეზებმა" მაინც ძლივს მოიგეს. ჰარი კეინს 10 მატჩში უკვე 9 გოლი დაუგროვდა, ხოლო კრისტიან ერიკსენმა, რომელიც 50-ე მატჩს ატარებდა, ბოლო წუთზე შორეული დარტყმით მოაგებინა "ტოტენჰემს", რისი წყალობითაც გუნდი თანაქალაქელ "არსენალს" გაუთანაბრდა.

პრემიერლიგა. XII ტური:
22 ნოემბერი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (11), 2:0 აზარი (25)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ფაბრეგასი - ვილიანი (86. რამირესი), ოსკარი (79. რემი), აზარი - დიეგო კოშტა (84. დროგბა)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - უისდომი, დოუსონი, ლესკოტი, ბერდი (68. გამბოა) - იაკობი, გარდნერი - სესენიონი, დორანსი (84. მორისონი), ბრანტი - ბერაჰინო (78. ანიჩებე)
გაფრთხილება: ვილიანი -
გაძევება: იაკობი (29)
კუთხური: 15-0 ჯარიმა: 7-9 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 21(8)-5(1) ბურთის ფლობა: 74%-26%
მაყურებელი: 41 600

ევერტონი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 ლუკაკუ (25), 1:1 სარატე (56), 2:1 ოსმანი (73)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, ჯაგიელკა, ჰიბერტი - ოსმანი, მაკარტი - ნეისმიტი (89. ატსუ), ბარკლი (80. ბეშიჩი), მირალასი (66. ეტო’ო) - ლუკაკუ
ვესტ ჰემი (5-3-2): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, კოლინსი, ვ. რიდი, კრისუელი - ნოუბლი (52. ჯერვისი), ნოლანი, მ. ამალფიტანო (82. ვაზ ტე) - კ. კოული (51. სარატე), კეროლი
გაფრთხილება: მაკარტი, მირალასი - ვ. რიდი, ტომკინსი, კოლინსი
კუთხური: 1-5 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 14(4)-14(3) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 39 182

ლესტერი-სანდერლენდი 0:0
ლესტერი (4-4-2): კ. შმეიხელი - დე ლაეტი, ვასილევსკი, მორგანი, კონჩესკი - მაჰრეზი, კამბიასო, ჯეიმსი, შლუპი (79. ნოკერტი) - ულოა (88. ვუდი), ვარდი (72. ნიუჯენტი)
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ვერხინი, ო’ში, ბრაუნი, რევეიერი - კატერმოლი - ა. ჯონსონი, ლარსონი (75. ბრიდკატი), ხ. გომესი (86. ბაკლი), ვიკჰემი - ს. ფლეტჩერი
გაფრთხილება: ვარდი, დე ლაეტი - ლარსონი, კატერმოლი, ს. ფლეტჩერი
კუთხური: 6-9 ჯარიმა: 18-12 თამაშგარე: 0-4 კარში დარტყმა: 13(4)-10(5) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 31 825

სიტი-სუონსი 2:1
გოლები: 0:1 ბონი (9), 1:1 იოვეტიჩი (19), 2:1 იაია ტურე (62)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, კომპანი, კლიში - ფერნანდინიო (88. ფერნანდო), ნავასი, იაია ტურე, ნასრი (79. მინერი) - იოვეტიჩი (70. ლამპარდი), აგუერო
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ბარტლი, უილიამსი, ნ. ტეილორი - კი, ტ. კეროლი (67. შელვი) - დაიერი (77. ბეროუ), სიგურდსონი (79. გომისი), მონტერო - ბონი
გაფრთხილება: კომპანი, დემიკელისი - ბარტლი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 13-9 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 23(10)-8(3) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 45 448

ნიუკასლი-ქპრ 1:0
გოლი: 1:0 სისოკო (78)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, უილიამსონი, დამეტი, ჰაიდარა - რ. ტეილორი (34. გუფრანი), კოლბეკი - სისოკო, კაბელია (68. სისე), ს. ამეობი - ა. პერესი (89. არმსტრონგი)
ქპრ (4-4-2): გრინი - ონუოჰა, დანი, კოლკერი, იუნი - ჰენრი (82. ჰოილეტი), სანდრო (61. კრანჩარი), ბარტონი, ფერი - ზამორა, ოსტინი
გაფრთხილება: სისოკო, არმსტრონგი - ონუოჰა, დანი, ზამორა
კუთხური: 16-7 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 14(6)-13(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 51 915

სტოკი-ბარნლი 1:2
გოლები: 0:1 ინგსი (12), 0:2 ინგსი (13), 1:2 უოლტერსი (32)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, კამერონი, შოუკროსი, მუნიესა, პიტერსი - ნ’ზონზი, სიდველი (78. ადამი) - უოლტერსი, ბოიანი, მოზესი (56. არნაუტოვიჩი) - დიუფი (60. კრაუჩი)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი (76. მ. კინი), შეკელი, უარდი - ბოიდი, მარნი, ჯონსი, კაითლი (60. იუტკევიჩი) - ბარნსი - ინგსი (86. ს. რიდი)
გაფრთხილება: დიუფი, სიდველი - ინგსი, ჰიტონი
კუთხური: 14-0 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 25(4)-5(4) ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 27 018

არსენალი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 გიბსი (56-ს.კ-ში), 0:2 რუნი (85), 1:2 ჟირუ (90+5)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი (59. დ. მარტინესი) - ჩემბერსი, მერტეზაკერი, მონრეალი, გიბსი - არტეტა, რემზი (77. ჟირუ) - უილშირი (55. კასროლა), ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანჩესი - უელბეკი
მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - მაკნეირი, ბლეკეტი, შოუ (16. იანგი; 89; დ. ფლეტჩერი) - სმოლინგი, კერიკი, ვალენსია, ფელაინი - რუნი - დი მარია, ვან პერსი (75. უილსონი)
გაფრთხილება: მაკარტი, მირალასი - ვ. რიდი, ტომკინსი, კოლინსი
კუთხური: 11-5 ჯარიმა: 12-8 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 21(9)-14(2) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 60 074

23 ნოემბერი
კრ. პალასი-ლივერპული 3:1
გოლები: 0:1 ლამბერტი (2), 1:1 გეილი (17), 2:1 ლედლი (78), 3:1 იედინაკი (81)
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - კელი, დანი, დელანი (36. ჰანგელანდი), უარდი - პანჩონი (76. მაკარტური), იედინაკი, ლედლი, ბოლაზი (86. ბენანი) - შამახი - გეილი
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - მანკილიო, შკრტელი, ლოვრენი, გ. ჯონსონი - ჯერარდი, ალენი - კოუტინიო, ლალანა, სტერლინგ - ლამბერტი
გაფრთხილება: ჰანგელანდი - შკრტელი, მანკილიო
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 21-10 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 15(5)-12(1) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 24 862

ჰალი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 ლივერმორი (8), 1:1 კეინი (61), 1:2 ერიკსენი (90)
ჰალი (4-2-3-1): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, დოუსონი, კ. დეივისი, რობერტსონი - ლივერმორი, ჰადლსტოუნი (64. როსენიორი) - ბრედი (87. ქუინი), რამირესი, ბენ არფა (57. მეილერი) - იელავიჩი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - დაიერი (46. კირიკეში), ფასიო, ვერტონგენი, დევისი - ერიკსენი, მეისონი, დემბელე (59. ლენონი), ლამელა - კეინი, სოლდადო (79. პაულინიო)
გაფრთხილება: ლივერმორი, ჰადლსტოუნი, რობერტსონი - დაიერი
გაძევება: გ. რამირესი (50)
კუთხური: 3-9 ჯარიმა: 15-9 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 10(2)-23(6) ბურთის ფლობა: 27%-73%
მაყურებელი: 23 561

24 ნოემბერი
ასტონ ვილა-საუთჰემპტონი 00:00

ბომბარდირები: 12 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი)

მომდევნო ტური
29 ნოემბერი:
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი, ბარნლი-ასტონ ვილა, ლივერპული-სტოკი, მანჩესტერი-ჰალი, ქპრ-ლესტერი, სუონსი-კრ. პალასი, ვესტ ჰემი-ნიუკასლი, სანდერლენდი-ჩელსი

30 ნოემბერი:
საუთჰემპტონი-სიტი, ტოტენჰემი-ევერტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული