მე-13 ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩია, მაგრამ პირველ რიგში "სენტ მერიზე" გასამართი თამაში გამოვარჩიოთ, რომელშიდაც "საუთჰემპტონი" "სიტის" მასპინძლობს.
"წმინდანებს" უკანასკნელ 14 შეხვედრაში ოდენ ერთი წაგება აქვთ და ახლა მათი გამოცდა იწყება - რონალდ კუმანის ბიჭები "სიტის" მერე "არსნენალს" სტუმრობენ და შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობენ.
წინა ტურში, როგორც გახსოვთ, "საუთჰემპტონი" "ასტონ ვილას" სტუმრობდა და ბირმინგემში აგებდა, მაგრამ ნათანიელ კლაინმა "წმინდანებს" ქულა გადაურჩინა. "სიტი" კი ძალიან კარგ ხასიათზეა, რადგან ჯერ "სუონსის" მოუგო, ხოლო მერე მიუნხენის "ბაიერნს" სძლია
თუმცა ეს ყველაფერი პირადად სერხიო აგუეროს დამსახურებაა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა და ამ სეზონში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს, მართლაც მარტო კუნი თამაშობს ინგლისის ჩემპიონთა რიგებში.
მანუელ პელეგრინი და სხვებიც, ამბობენ, რომ ყველამ აგუეროს უნდა მიბაძოს, რომ "ქალაქელები" უკეთ ათამაშდნენ. მანჩესტერელები მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადავლენ და მათ იმიტომაც უნდა იმარჯვონ, რომ "ჩელსი" უფრო წინ არ გაუშვან, ჩამორჩენა უკვე ისედაც 8-ქულიანია.
სტუმრად ნათელში
ლიდერი "სანდერლენდს" სტუმრობს. "ლაითზე" როგორც ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფერო იქნებოდა და გუსტავო პოიეტს თავის ყოფილ გუნდთან გამარჯვებას მოთხოვენ, თუმცა ეს როგორი რთული იქნება თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. როგორ ფორმაშია "ჩელსი" ეს გელზენკირხენში გამოჩნდა, სადაც "ლურჯებმა" 5:0 მოიგეს. ჟოზე მოურინიო მაქსიმალისტია და "სანდერლენდთანაც" ასეთივე თამაშს მოითხოვს.
"ბოლეინ გრაუნდზე" არანაკლებ საინტერსო მატჩია, სადაც "ვესტ ჰემი", რომელსაც "ევერტონთან" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, "ნიუკასლს" მასპინძლობს. ჯორდებს ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვს და ერთი ფრედ დასრულებული. ასეთი ან ამაზე კარგი სერიით ახლა მხოლოდ "საუთჰემპტონი" და "ჩელსი" თუ დაიკვეხნიან.
"ჩაქუჩებს" წესით, დიაფრა სახო უნდა დაუბრუნდეთ, ენერ ვალენსია კი ალბათ, ისევ არ იქნება. "კაჭკაჭები" კი მიუხედავად საკმაოდ სოლიდური დანაკლისისა, მაინც კარგად თამაშობენ და ალან პარდიუ ლონდონიდანაც დადებითი შედეგის წაღებას გეგმავს.
"ტოტენჰემი" კი, რომელმაც თამაში ვერაფრით დაალაგა, "ევერტონს" მასპინძლობს. დედაქალაქელებსაც და მერსისაიდელებსაც 17-17 ქულა აქვთ და ორივესთვის ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაურისიო პოჩეტინო და რობერტო მარტინესი ჩემპონთა ლიგის ზონას 2 ქულითა და 5 ადგილით ჩამორჩებიან. ამ გუნდებს იმაში უმართლებთ, რომ მათი უშუალო კონკურენტებიც არასტაბილურად თამაშობენ, მაგრამ ისინი ქულების კარგვას მაინც უნდა შეეშვან, თორემ მერე გვიანი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარნლიმ" ზედიზედ ორი თამაში მოიგო, გუნდი ისევ გასავარდნ ზონაშია, მაგრამ თუ შონ დაიჩი მესამე გამარჯვებასაც მიაყოლებს, ალბათ ეს უკვე საკმარისი იქნება და გუნდს დროებით მაინც გაიყვანს სამშვიდობოზე. ახლა "ასტონ ვილას" ვკითხოთ, ბირმინგემელები უკვე სახიფათოდ ახლოს არიან გასავარდნ ზონასთან და არაფერს დათმობენ.
"კრისტალ პალასმა" უიღბლო სერია წინა ტურში "ლივერპულთან" შთამბეჭდავი გამარჯვებით შეწყვიტა და ახლა "არწივები" თავმომწონედ ჩაფრინდებიან უელსში "თეთრ გედებთან" საპაექროდ. თუ რომლის აჯობებს "ლიბერთი სტედიუმზე" ამას ერთად ვნახავთ, მაგრამ ფავორიტი რომ "სუონსია", ამას დავა არ უნდა.
ლუი და ვეფხვები
"მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალთან" პრინციპული მოგებით მე-4 ადგილამდე ავიდა და იქ დარჩენა თუ უნდა, "ჰალს" უნდა სძლიოს. შესაძლოა, ლუი ვან გაალს რადამელ ფალკაო დაუბრუნდეს. "წითელ ეშმაკებს" ამ სეზონისთვის უნიკალური შემთხვევის დაფიქსირება სწადიათ - თუ ისინი "ვეფხვებს" აჯობებენ, ეს მათი მიჯრით მე-3 მოგება იქნება.
"ექსვქულიანი მატჩია" "ქუინზ პარკ რეინჯერსსა" და "ლესტერს" შორის. ჰარი რედნაპმა აუცილებლად უნდა იმარჯვოს, თორემ მისი გუნდი ძალიან ჩამორჩება, მაგრამ თუ ქპრ მოიგებს, "მელიების" თავკაცის ნაიჯელ პირსონის ყოფნა-არყოფნა უკვე სერიოზული გარჩევის საგანი გახდება.
დაბოლოს, "ლივერპულზეც" ვთქვათ. თუ "სტოკმა" ამ სეზონში გასვლაზე "ტოტენჰემსა" და "სიტის" მოუგი, რატომ არ შეიძლება კრიზისში მყოფი მერსისაიდელებიც დაამარცხოს "ენფილდზე"?
მეორე მხრივ, ბრენდან როჯერსის კლუბმა ახლაც თუ ვერ მოიპოვა 3 ქულა... "ლივერპულმა" "ლუდოგორეცს" ვერ სძლია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა სათუო საქმეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური
შაბათი. 29 ნოემბერი
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 16:45
დისკვალიფიკაცია: იაკობი -
ტრავმა: ოლსონი - შჩესნი, უილშირი, უოლკოტი, გნაბრი, ოსპინა, დებიუში, იოზილი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 118 თამაში: +31 =28 -59 (153-208)
ბარნლი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: - ბენტეკე
ტრავმა: არფილდი, ჩალობა, ვოუკსი, მ. ტეილორი - ბეიკერი, ვლაარი, კოზაკი, დელფი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +0 =4 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +32 =19 -39 (152-183)
ლივერპული-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰენდერსონი (?), ბალოტელი, სახო, სუსო, ფლენეგანი, სტარიჯი - ჰუთი, დიონატანი, მ. უილსონი, პიტერსი, ოდემვინგი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 102 თამაში: +51 =29 -22 (162-98)
მანჩესტერი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: - გ. რამირესი
ტრავმა: შოუ, რაფაელი, ფალკაო, ჯოუნსი, ბლინდი - ბრიუსი, სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +6 =0 -0 (18-7)
ქპრ-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: დანი -
ტრავმა: ტაარაბტი, ფორლინი, სანდრო - ჰამონდი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +25 =10 -22 (89-88)
სუონსი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიჩარდსი, დონელი, ფ. ფერნანდესი - ო’კიფი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1 =1 -0 (3-1)
ვესტ ჰემი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: ვ. რიდი -
ტრავმა: ე. ვალენსია, სონგი, დაუნინგი - ობერტანი, გუტიერესი, აბეიდი, სანტონი, აარონსი, კოლოჩინი, ს. დე იონგი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 თამაში: +31 =25 -38 (133-148)
სანდერლენდი-ჩელსი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან აანჰოლტი - აკე
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 106 თამაში: +35 =18 -53 (161-196)
კვირა. 30 ნოემბერი
საუთჰემპტონი-სიტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ - ნოტონი
ტრავმა: დევისი, გალაჰერი, უორდ-პრაუსი, ჯეი როდრიგესი - კოლაროვი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +21 =17 -18 (76-72)
ტოტენჰემი-ევერტონი 20:00
დისკვალიფიკაცია: ნოტონი -
ტრავმა: თაუნსენდი, როუზი, ბენთალები, უოკერი - ბეინსი, პიენაარი, გიბსონი, ალკარასი, სტოუნსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 152 თამაში: +55 =49 -48 (230-200)
ბომბარდირები: 12 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"