"ნიუკასლის" მეკარე გოგონა, რომელმაც კისერი მეორედ მოიტეხა, ფეხბურთს მაინც არ ეშვება

AutoSharing Option
21 წლის ლორა უერჰენი, რომელიც "ნიუკასლის" ქალთა გუნდის მეკარეა, მიუხედავად ტრავმებისა, თამაშისთვის თავის დანებებას არაფრით აპირებს.

ფეხბურთელმა გოგონამ თავის ხანმოკლე კარიერაში უკვე მეორედ მიიღო კისრის მალის მოტეხილობა. ლორა კვირას გამართულ მატჩში, "ბრედფორდთან" დაშავდა და მოედნიდან საკაცით პირდაპირ ჰოსპიტალში გააქანეს. თავიდან ექიმები თავის ქალის ფუძის მოტეხილობას შიშობდნენ, თუმცა პესიმისტური ვარაუდი არ გამართლდა.

"როდესაც შემცვალეს, გაცეცხლებული ვიყავი, რადგან თამაში კიდევ მსურდა. ტკივილი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას ვიგრძენი, ხოლო, როდესაც თერაპევტმა გასახდელში შემიყვანა, გონება დავკარგე. ძალიან შემეშინდა, როდესაც ექიმებმა ოპერაციის აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი.

ბევრი მეკითხება, ხომ არ აჯობებს, თავი დავანებო თამაშს. რა თქმა უნდა, არა! იმედია, გაისად დავბრუნდები. ახლა ტრავმის სიმძიმეზე იმდენად არ ვდარდობ, რამდენადაც იმაზე, თუ როგორი მოსაწყენი იქნება ცხოვრება ფეხბურთის გარეშე გატარებულ პერიოდში", - ამბობს ლორა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
შედი ქალო ბუტკაში რაღა კისერს იტეხავ
chiko
18:04 28-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული