ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში სტუმრად "ვესტ ბრომვიჩთან", რომელიც "მეთოფეთა" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა, ფანებს ბანერი ეჭირათ, სადაც ვენგერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
"არსენ მადლობა მოგონებებისთვის, მაგრამ დროა დაგვემშვიდობო", - ეწერა ბანერზე.
შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი "არსენალს" სათავეში 1996 წელს ჩაუდგა. 18 წლის განმავლობაში ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ხუთჯერ თასი და ამდენჯერვე ინგლისის სუპერთასი, თუმცა 2005 წლიდან "მეთოფეებმა" მხოლოდ ინგლისის თასი მოიგეს 2013/14 წლების სეზონში.
ასევე იხილეთ: