ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტურის წინ: ჟოზე VS დეზები

AutoSharing Option
"ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტი" მიიახლოვა და ახლა ხასიათზე მოსვლას ლონდონურ დერბიში შეეცდება, "სტემფორდ ბრიჯზე" "ტოტენჰემი" ჩადის.

თავის მხრივ, "დეზებმა" პრინციპული დაპირისპირება მოიგეს "ევერტონთან" და მიუხედავად იმისა, რომ ათეულის გუნდებს შორის ყველაზე მეტი (5) წაგება აქვთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ახლა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

"ლურჯებს" ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული დიეგო კოშტა არ ეყოლებათ, მაგრამ ჟოზე მოურინიო იხტიბარს არ იტეხს - შესაძლოა უკეთაც ვითამაშოთ, ჩვენ რომელიმე ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არ გვყავსო.

საკითხავი ახლა ის არის, ვის დააყენებს პორტუგალიელი ძირითადში - ვეტერან დიდიე დროგბას თუ
ახალგაზრდა ლოიკ რემის.

მაურისიო პოჩეტინომ თითქოს, წარმატების ფორმულას მიაგნო. თამაშის ხარისხი ისევ არადამაკმაყოფილებელია და მხოლოდ ალაგ-ალაგ არის მოსაწონი, მაგრამ ფაქტია, მისმა გუნდმა ქულების დაგროვება დაიწყო, თვით რობერტო სოლდადომაც კი გაიტანა გოლი. ესპანელს, ალბათ, ამჯერადაც ძირითადში ვიხილავთ, ისევე, როგორც ჰარი კეინს, რომელმაც საბოლოოდ მოიგო გულშემატივრებისა და მთავარი მწვრთნელის გული.

"ტოტენჰემს" 9 მატჩია, "ჩელსი" არ დაუმარცხებია - 4 წაგება, 5 ფრე. ხოლო უშუალოდ "სტემფორდ ბრიჯზე" უკანასკნელად 1986 წელს იმარჯვა.

მანჩესტერელთა ვნებანი
"სიტიმ" წინა სეზონში დაახლოებით ამ დროს დაიწყო თავისი ხანგრძლივი წაუგებელი სერია. მანუელ პელეგრინის შეგირდები ამჯერადაც ამ გზას დაადგნენ, მაგრამ თუ რა ძნელია "ლაითზე" თამაში, წინა ტურშიც კარგად გამოჩნდა, როდესაც "სანდერლენდმა" "ჩელსის" ამ სეზონში ყველაზე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, გოლი არ გაატანინა და ქულა აართვა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბოლო წლებში მანჩესტერელთა დიდების ეპოქაში, "ქალაქელებისთვის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ "სანდერლენდია". ეს მოსაზრება შეგვიძლია ამ გუნდების ბოლო 10 ურთიერთშეხვედრის სტატისტიკითაც გავამაგროთ - 4-4 მოგება თითოეულს და 2-იც ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს უნდათ დაიჯერონ, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა კრიზისი დაძლია და ზედიზედ 3 გამარჯვების მერე მშვენიერ ხასიათზე არიან. გუნება-განწყობილების შენარჩუნება-გაუმჯობესებას "წითელი ეშმაკები" თავიანთ "ოლდ ტრაფორდზე" "სტოკთან" შეეცდებიან.

თუმცა სტოკელებმა წინა ტურში "ენფილდზეც" კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ბოლოსღა გაუშვეს, იქამდე მანჩესტერში ქალაქის მეორე გუნდი "სიტი" ჰყავთ დამარცხებული და ასევე ლონდონში "ტოტენჰემი".

მარკ ჰიუზს კიდევ ერთი სიურპრიზი ექნება ჩაფიქრებული, ამჯერად თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

კუმანის საშემოდგომო
რონალდ კუმანს "საშემოდგომო გამოჰყვა" და მას მერე, რაც "სიტისთან" დამარცხდა, ახლა კიდევ ორი დიდი გამოცდა აქვს წინ, ჯერ "არსენალთან", შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედთან".

სხვათა შორის, "ემირატებზე" ამ სეზონში "წმინდანებს" უკვე მოგებული აქვთ. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ლიგის თასზე გადაეყარნენ და მაშინ "წმინდანებმა" ლონდონელებს 2:1 მოუგეს.

არსენ ვენგერის წინააღმდეგ ფანების ნაწილმა საპროტესტო ბანერების გამოფენაც დაიწყო, რაც ფრანგს, რასაკვირველია, არ სიამოვნებს. იგი ყველანაირად ცდილობს, ამ თემას თავი აარიდოს და არ შეიმჩნიოს, მაგრამ ნაკლებად გამოსდის.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური
სამშაბათი. 2 დეკემბერი
ბარნლი-ნიუკასლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაფი, ვოუკსი, მ. ტეილორი, ჩალობა - კრული, ობერტანი, გუტიერესი, სანტონი, აარონსი, კოლოჩინი, რ. ტეილორი, ს. დე იონგი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +32 =13 -29 (111-113)

ლესტერი-ლივერპული 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამონდი, ბაკაიოგო - ბალოტელი, სახო, სუსო, ფლენეგანი, სტარიჯი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 80 თამაში: +30 =19 -31 (6-1)

მანჩესტერი-სტოკი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლინგარდი, ჯონსი, ბლინდი, რაფაელი, შოუ - ბერდსლი, დიონატანი, ჰუთი, მოზესი, ოდემვინგი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +35 =21 -18 (127-87)

სუონსი-ქპრ 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფ. ფერნანდესი - ტაარაბტი, ფორლინი, სანდრო
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2 =1 -1 (10-5)

კრ. პალასი-ასტონ ვილა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიაპა, დელანი, დოილი - ბეიკერი, ვლაარი, სენდეროსი, კოზაკი, დელფი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7 =6 -7 (15-18)

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 00:00
დისკვალიფიკაცია: იაკობი -
ტრავმა: მორისონი, ოლსონი - სონგი, ე. ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 96 თამაში: +38 =21 -37 (156-154)

ოთხშაბათი. 3 დეკემბერი
არსენალი-საუთჰემპტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შჩესნი, სანოგო, არტეტა, უოლკოტი, გნაბრი, დებიუში, ოსპინა, იოზილ, უილშირი - გალაჰერი, უორდ-პრაუსი, ჯეი როდრიგესი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +37 =21 -16 (127-77)

ჩელსი-ტოტენჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: დიეგო კოშტა -
ტრავმა: აკე - უოკერი, თაუნსენდი
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 150 თამაში: +63 38 -49 (230-215)

ევერტონი-ჰალი 20:00
დისკვალიფიკაცია: - გ. რამირესი
ტრავმა: გიბსონი, ალკარასი, სტოუნსი, ოვიედო - სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4 =1 -1 (15-7)

სანდერლენდი-სიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: - გ. რამირესი
ტრავმა: ვან აანჰოლტი, ჯონსი, ჯაკერინი - სილვა, კოლაროვი, ჯეკო
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 139 თამაში: +50 =26 -60 (203-234)

ბომბარდირები:
12 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), ჩარლი ოსტინი (ქპრ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული