იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ამას წინათ საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტოსურათი, ვიდეოთამაშის გმირის, სუპერმარიოს გამოსახულებით. მარიომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პერსონაჟი სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ნაზავია.
"ნუ იქნებით რასისტი! მიბაძეთ მარიოს! ის იაპონელთა მიერ შექმნილი იტალიელი სანტექნიკოსია, რომელიც ინგლისურად საუბრობს, გამოიყურება - როგორც მექსიკელი, დახტის - როგორც შავკანიანი, ფულს კი - ებრაელივით იხვეჭს", - გვმოძღვრავს
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსურათზე გაკეთებული კომენტარით ბალოტელი სხვებს მოუწოდებს, არ იყვნენ რასისტები, ბევრს ფეხბურთელის ფრაზა მაინც შეურაცხმყოფელი ეჩვენა.
"დედაჩემი ებრაელია - ასე რომ, ჩაწყვიტეთ ხმა!" - დაწერა მოგვიანებით ფეხბურთელმა, რომელიც უწინ თავად არაერთგზის გამხდარა რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი.
ძლივს კაცმა რაღაც წესიერი თქვა და ამაზეც აუშარდნენ!