მარიო ბალოტელის ანტირასისტული მოწოდება რასისტული გამოუვიდა?

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ლივერპულის" თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ფორვარდს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, თუკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსა და კომენტარს რასისტული ან ანტისემიტური შინაარსის მატარებლად ჩაუთვლიან.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ამას წინათ საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტოსურათი, ვიდეოთამაშის გმირის, სუპერმარიოს გამოსახულებით. მარიომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პერსონაჟი სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ნაზავია.

"ნუ იქნებით რასისტი! მიბაძეთ მარიოს! ის იაპონელთა მიერ შექმნილი იტალიელი სანტექნიკოსია, რომელიც ინგლისურად საუბრობს, გამოიყურება - როგორც მექსიკელი, დახტის - როგორც შავკანიანი, ფულს კი - ებრაელივით იხვეჭს", - გვმოძღვრავს
ბალოტელი.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსურათზე გაკეთებული კომენტარით ბალოტელი სხვებს მოუწოდებს, არ იყვნენ რასისტები, ბევრს ფეხბურთელის ფრაზა მაინც შეურაცხმყოფელი ეჩვენა.

"დედაჩემი ებრაელია - ასე რომ, ჩაწყვიტეთ ხმა!" - დაწერა მოგვიანებით ფეხბურთელმა, რომელიც უწინ თავად არაერთგზის გამხდარა რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათი ვითომპოლიტკორექტულობა უკვე სასაცილოც აღარაა.
ძლივს კაცმა რაღაც წესიერი თქვა და ამაზეც აუშარდნენ!
dudu
22:59 02-12-2014
0
კომპლიმენტი უთქვამს და რას ერჩიან.
chiko
16:27 02-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული