"სიტის" შემოსავალი 2013/14 წლების სეზონში 28 პროცენტით გაიზარდა და 346.5 მილიონ ფუნტს მიაღწია. ამ თანხაში შესულია პრემიერლიგის ტელეუფლებებიდან მიღებული თანხა - 101.9 მილიონი და უეფას ტელეუფლებებიდან შემოსული თანხა - 31.3 მილიონი ფუნტი.
"ქალაქელების" ხარჯები კი ორჯერ შემცირდა და 23 მილიონ ფუნტს მიაღწია. ამ თანხაშია უეფას მიერ დადებული ჯარიმა 15 მილიონი ფუნტი, რომელიც "სიტიმ" ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევის გამო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სახელფასო ხარჯების მაჩვენებელმა 86 პროცენტიდან 59 პროცენტამდე დაიწია, რაც ოპტიმალურ მაჩვენებლად
ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მიმდინარე სეზონში კლუბს ახალი სანქციები აღარ ელის.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით