"ჩელსიმ" ლონდონური დერბი "ტოტენჰემს", რომელსაც "სტემფორდ ბრიჯზე" 23 პრემიერლიგური მატჩია, არ უმარჯვია, ძალიან ადვილად მოუგო, მე-15 ტურს სწორედ ლიდერი ხსნის.
"ლურჯებს" 4 შეხვედრაა, გოლი არ გაუშვიათ და კარგ ფორმაშიც იმყოფებიან, მაგრამ "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაში ადვილი რომ არ არის, ეს "ჩელსიმ" წინა სეზონშიც გამოსცადა საკუთარ თავზე - ჯორდები ლონდონელებისთვის უკანასკნელ წლებში უხერხულ მეტოქეს წარმოადგენენ.
მაგალითად, უკანასკნელი 9 ურთიერთშეხვედრიდან 4 "კაჭკაჭებს" აქვს მოგებული, ხოლო "ჩელსის" - 3.
ჟოზე მოურინიოს დიეგო
ჟოზე მოურინიოს გუნდი ყველა შეჯიბრებაში 23 მატჩია, დაუმარცხებელია. ეს კი კლუბის რეკორდის გამეორებაა.
მესამე ცდა
ბარემ აქვე ტურის დამაგვირგვინებელ მატჩზეც ვთქვათ, რომელიც "სენტ მერიზე" გაიმართება. სკეპტიკოსების გულის გასახარად, "საუთჰემპტონმა" "სიტისთანაც" წააგო და "არსენალთანაც", ხოლო ახლა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხიც თუ მიაყოლა, "წმინდანებს" ყველა საბოლოოდ ჩამოწერს. "წითელი ეშმაკები" გამარჯვების შემთხვევაში, მეტოქეს ადგილს გაუცვლიან და მესამე საფეხურზე აინაცვლებენ. თან ფაქტია, ლუი ვან გაალმა "ტალღა დაიჭირა", მიუხედავად ტრავმებისა, დაცვის პრობლემებისა და ალაგ-ალაგ ქაოსური თამაშისა, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები იგებენ და ამჟამად, მიჯრით 4 გამარჯვება დაუგროვდათ, ასეთი სერიით ახლა პრემიერლიგაში ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ მოიწონებს თავს.
სათუოა, უეინ რუნისა და ანხელ დი მარიას თამაში, მაგრამ ჰოლანდიელი მწვრთნელი ექსპერიმენტებს გააგრძელებს და რამე გამოსავალ იპოვნის.
"საუთჰემპტონის" ქომაგები კი მორგან შნედერლენს მისტირიან და იმედოვნებენ, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება, რადგან ახალგაზრდა ფრანგი საყრდენი, მართლაც გუნდის დასაყრდენი და ხერხემალია.
კუნის და ალექსისის რაზმები
მეორე მანჩესტერული გუნდი, "სიტი" მეორე ადილზე უკვე 4-ქულიანი უპირატეობით მოკალათდა და "ჩელსის" კვალს ისეთივე ჟინით მისდევს, როგორითაც სერხიო აგუერო აღნიშნავს ხოლმე გოლებს. კუნი ამჯერადაც მეტოქის კარზე იქნება დაგეშილი. მან ნელ-ნელა თანაგუნდელებიც აიყოლია. "ქალაქელები" ფორმაში შედიან, რაც "სანდერლენდთან" შეხვედრაშიც დამტკიცდა.
"სიტი" უმოწყალოდ გაუსწორდა "შავ კატებს", რომლებმაც წინა ტურში "ჩელსი" დაკაწრეს. ახლა კი მანუელ პელეგრინის ბიჭები "ევერტონს" დაუხვდებიან და ულაპარაკო ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ, თანაც "კანფეტებს" ისევ მძიმე პერიოდი დაუდგათ, მათ მორიგი ორი ქულა დაკარგეს "ჰალთან". ვხვდებით იმასაც, რომ მერსისაიდელები ბოლომდე დაიხარჯებიან, რადგან ევროზონასთან ჩამორჩენა უკვე სოლიდურია.
ძალიან კარგად მოთამაშე ალექსის სანჩესითა და დენი უელბეკით აღჭურვილი "მეთოფეები" "ბრიტანიაზე" ჩავლენ, სადაც ერთ-ერთ ყველაზე რთულადპროგნოზირებად გუნდს, "სტოკს" შეებმებიან.
ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის ზონისგან ერთ მოგებაში არიან და არსენ ვენგერი ყველანაირად ცდილობს ბოლო დროს შელახული რეპუტაციის გამოსწორებას და ავტორიტეტის აღდგენას, ფრანგს ქომაგების გულის ხელახლა მოგება სწადია.
სხვათა შორის, "დეილი მეილმა" გამოითვალა და რომ არა აგუერო "სიტი" მე-8 ადგილზე იქნებოდა, რომ არა სანჩესი, "არსენალი" გასავარდნი ზონის სიახლოევს მოკალათდებოდა.
ზედიზედ მესამის შანსი
"ლივერპულმა" მიყოლებით ორი მატჩი მოიგო, რისიც შესაძლოა, თავად ბრენდან როჯერსსაც არ სჯერა. "ენფილდზე" საომრად "სანდერლენდი" ჩავა, რომელსაც იქ 1983 წლის მერე არ მოუგია და მასპინძლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს სტატისტიკა მეტოქეს კიდევ უფრო გაუუარესონ. "ჩელსისგან" დაჩაგრული "ტოტენჰემი" ჯავრის ამოყრას "კრიტალ პალასზე" შეეცდება და ატკენენ თუ არა გულს "დეზები" "არწივებს" ამას "უაით ჰართ ლეინზე" ვნახავთ, სადაც "ტოტენჰემს" წინა ხაზზე დიდი ალბათობით, ისევ ჰარი კეინი ეყოლება გადასროლილი და მაურისიო პოჩეტინომ შესაძლოა, გარისკოს და თავდასხმაში კიდევ ერთი "ჯარისკაცი" გადაისროლოს რობერტო სოლდადოს სახით.
ეღირსა ნანატრი გამარჯვება "ასტონ ვილას", რის შედეგადაც პოლ ლამბერტი ბოლომდე აღარ გაჭაღარავდება, ხოლო მისი გუნდი გასავარდნ ზონას მოწყდა. თანაც თავისიანებს კრისტიან ბენტეკემ მოაგებინა, რომლის გოლსაც "ვილას" ბანაკში დიდი ხანი ელოდნენ.
ასეთ პოზიტიურ გნაცდებსა და ემოციებში მყოფი ბირმინგემელები შეეცდებიან, რომ "ლესტერთანაც" 3 ქულა ჩაიჯიბონ და თუ "მელიების" სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, გამორიცხული სულაც არ არის ასე მოხდეს, რის შემდეგაც შესაძლოა, ნაიჯელ პირსონს დავემშვიდობოთ.
ლესტერშირელთა დარად გასავარდნ ზონაში მყოფი "ქუინზ პარკ რეინჯერსი" და "ბარნლი" ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას და ერთურთს ჩემპიონშიპიდან გადმოყოლილ ანგარიშებსაც გაუხსენებენ. ხოლო 7 ტურის გტანმავლობაში დამშეული სტივ ბრიუსის "ვეფხვები" "ვესტ ბრომვიჩზე" ილესავენ კბილებს და ვინ იცის, "ჰალმა" მართლაც მსუყედ ისადილოს, რადგან "ალბიონი" უკანასკნელ პერიოდში უსურად გამოიყურება და ზედიზედ 4 მარცხიც დაუგროვდა.
ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური
შაბათი. 6 დეკემბერი
ნიუკასლი-ჩელსი 16:45
დისკვალიფიკაცია: იაკობი -
ტრავმა: ობერტანი, გუტიერესი, სანტონი, აარონსი, კოლოჩინი, ს. დე იონგი, კრული, რ. ტეილორი -
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 126 თამაში: +42 =34 -50 (16-182)
ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: გ. რამირესი - იაკობი
ტრავმა: სნოდგრასი - პოკონიოლი, ვარელა, მორისონი, ოლსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +0 =4 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2 =2 -0 (8-3)
ლივერპული-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბალოტელი, სახო, ფლენეგანი, სტარიჯი - ვან აანჰოლტი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 146 თამაში: +65 =31 -50 (242-211)
ქპრ-ბარნლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტაარაბტი, ფორლინი, სანდრო - დაფი, ვოუკსი, ტეილორი, ჩალობა
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2 =1 -5 (6-12)
სტოკი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უოლტერსი, დიონატანი, უელანი, ჰუთი, სიდველი, მოუზესი, ოდემვინგი - შჩესნი, უილშირი, უოლკოტი, გნაბრი, ოსპინა, დებიუში, იოზილი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +23 =20 -43 (79-132)
ტოტენჰემი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - დოილი, დელანი, მარიაპა
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +14 =9 -5 (43-25)
სიტი-ევერტონი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი, ჯეკო, კოლაროვი - ნეისმიტი, მაკარტი, გიბსონი, ალკარასი, ოვიედო, სტოუნსი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 162 თამაში: +61 =40 -61 (227-223)
კვირა. 7 დეკემბერი
ვესტ ჰემი-სუონსი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნოუბლი, სონგი, სახო -
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5 =2 -1 (13-7)
ასტონ ვილა-ლესტერი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეიკერი, ვლაარი, სენდეროსი, კოზაკი, დელფი - ნიუჯენტი, ჰამონდი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +24 =21 -31 (136-152)
ორშაბათი. 8 დეკემბერი
საუთჰემპტონი-მანჩესტერი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, უორდ-პრაუსი - დი მარია (?), რუნი (?), ბლინდი, შოუ
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +5 =7 -16 (21-63)
ბომბარდირები:
14 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"