ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური: მოურინიო ნიუკასლში ვერ იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
* ლონდონის "ჩელსიმ" ტოპ-5 ლიგიდან უკანასკნელმა წააგო სეზონის პირველი მატჩი.

* "ჩელსის" წაუგებელი სერია 23 მატჩი გაგრძელდა.

* "მანჩესტერ სიტიმ" მუხლის ტრავმის გამო სერხიო აგუერო დაკარგა.

* "ლივერპულმა" პრემიერლიგაში 1500-ე ქულა აიღო.

ლონდონის "ჩელსი" ხელშეუხებელი ვეღარ იქნება, რადგან "ლურჯებმა" სეზონში პირველი მატჩი წააგეს და 23-თამაშიანი დაუმარცხებელი სერია შეუწყდათ. "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლის" ფანებმა საუცხოო ატმოსფერო დაგვახვედრეს - მათ, ფეხბურთელებსა და "ნიუკასლის" მთავარ მწვრთნელ ალან პარდიუს ქების მეტი არაფერი ეკუთვნით.

"ჩელსის" დისკვალიფიცირებული ნემანია მატიჩი არ ჰყავდა და ეს დაეტყო კიდეც, მაგრამ
წარუმატებლობის ამისთვის დაბრალება არასერიოზული იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთებში უკვე ათი კაცით დარჩენილ მეტოქეს დედაქალაქელებმა ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და მომენტებიც შექმნეს, თამაში მაინც ვერ გადაარჩინეს, "ჩელსი" ზედიზედ მეორე სეზონია, "სენტ ჯეიმს პარკზე" მარცხდება.

პარდიუს მისმა "ოქროს ცვლილებამ" უშველა, პაპის დემბა სისემ პირველი გოლი გარი კეჰილის შეცდომის მერე შეაგდო, ხოლო მეორე - კონტრიერიშისას, რომელიც ლონდონელების საგოლე შანსს მოჰყვა. სისეს უკვე 7 გოლი დაუგროვდა და მისი თითოეული ბურთი გუნდისთვის ქულების მომტანი გახლავთ. სესკ ფაბრეგასმა მე-11 საგოლე პასი კი მიითვალა და დიდიე დროგბას გაატანინა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

ჟოზე მოურინიო კი მატჩის შემდეგ იხტიბარს არ იტეხდა და თავის სტიქიაში იყო. მისი აზრით, არც მარტინ ატკინსონის მიერ დამატებული 6 წუთი იყო ბევრი, რამაც ნიუკასლელთა აღშფოთება გამოიწვია და არც შედეგი გახლავთ სამართლიანი. მან მასპინძლების ქომაგები დროის გაყვანაშიც დაადანაშაულა.

"ჩვენ ძალიან, ძალიან არ გაგვიმართლა, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე წინა სეზონის შეხვედრაში. მხოლოდ ერთ გუნდს უნდოდა მოგება, მხოლოდ ერთი ცდილობდა ამას, მაგრამ იმ გუნდმა წააგო. მეტოქეს იღბალმა გაუღიმა და გოლი გაგვიტანა. მეორე გოლისას კი მათ ემოციური ბალანსი დაკარგეს. ეს ვიგრძენი, თამაშის სტილი შევცვალე. ჩვენ მომენტები გვქონდა, მაგრამ ბურთი არ გადიოდა.

ვთვლი თუ არა, რომ საუკეთესოდ ვერ გამოვიყურებოდით? არა, ასე არ ვთვლი, რადგან ჩვენ კარგად ვითამაშეთ. არც ის მგონია, რომ 6 წუთის დამატება გადამეტებული გახლდათ, მსაჯი მშვენივრად გაისარჯა. ეს ისეთი წაგებაა, რომლის მიღებაც შემიძლია, რადგან ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, არბიტრს შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ მაინც დავმარცხდით, ასეთ დროს ვერაფერს გახდები.

ვფიქრობ, იგივე იქნებოდა, მსაჯს სამჯერ მეტი დრო რომ დაემატებინა. ის 6 წუთი ნორმალურად არც გვითამაშია, რადგან ვერაფერს იზამ, როდესაც ბურთის მომწოდებელი ბიჭი სპეციალურად აგვიანებს, ხოლო გულშემატკივრები ბურთს იჩერებენ და გვიან აბრუნებენ. ერთია, როდესაც დრო ნორმალურად გაგყავს, კუთხურის ალამთან დგები, ბურთს ნელ-ნელა ათამაშებ, პაუზებს იღებ, მაგრამ მეორეა ის, რაც მინდვრის გარეთ ხდება", - თქვა პორტუგალიელმა.

კითხვაზე, არის თუ არ "ჩელსი" ისევ უმაღლეს დონეზე, მოუმ "განსაკუთრებულად" უპასუხა - რა თქმა უნდა, არის, ჩვენ პირველ ადგილზე ვართ და პრემიერლიგის დანარჩენ 19 გუნდს რომ ჰკითხოთ, ენდომებოდათ თუ არა "ჩელსის" ადგილას ყოფნა, ყველა იტყვის, რომ ენდომებოდა, მაგრამ ლიდერი მარტო ერთი შეიძლება იყოს და ეს "ჩელსია".

პარდიუ კი აღფრთოვანებული იყო თავისი ბიჭებით და გაიძახოდა, ევროპის საუკეთესო გუნდს მოვუგეთო. მას არ გაუმართლა იმაში, რომ ძირითადი მეკარე არ ჰყავდა და მეორე გოლკიპერიც დაემტვრა, რობერტ ელიოტი შესვენების შემდეგ შესაცვლელი შეიქნა. თუმცა "ნიუკასლის" თავკაცს გაუმართლა იმაში, რომ გამოუცდელმა მესამე მეკარემ, ჯეკ ალვნიკმა მშვენივრად ითამაშა, 21 წლის გოლკიპერს დებიუტი ჰქონდა და ერთი ნამდვილად კარგი სეივიც გააკეთა. იგი ისეთი აღელვებული გახლდათ, რომ მატჩის მერე საკუთარი თავი აქო და ადიდა, "საოცრად" და "სიურელისტურად" ვითამაშეო.

"ნიუკასლი" ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელთანაც მოურინიოს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის რანგში საგარეო თამაში არ მოუგია - 2 ფრე, 3 წაგება. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "კაჭკაჭებმა" ლონდონელებს 498-წუთიანი გოლგაუშვებელი სერია შეუწყვიტეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აგუეროს ტრავმა
მოკლედ, ლონდონელების ერთ დროს სოლიდური უპირატესობა თვალის დახამხამებაში გაქრა. "სიტიმ" კონკურენტის მარცხით ისარგებლა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. მანჩესტერელებმა "ევერტონს" მოუგეს იაია ტურეს მიერ გატანილი საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტით. კოტდივუარელმა ამ სეზონში თავისი მე-4 გოლი გაიტანა და ამ ბურთებით უკვე 12 ქულა მოუტანა თავის გუნდს. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა... სერხიო აგუეროს ტრავმა, რაც "ქალაქელებისთვის" კატასტროფის ტოლფასია.

არგენტინელმა მუხლის მყესები დაიზიანა. კუნმა მინდორი ატირებულმა დატოვა, ექიმები მას გამოკვლევებს უტარებენ და თითქოს, ტრავმა ისეთი სერიოზული არ უნდა იყოს, როგორც თავიდან ივარაუდებოდა, მაგრამ თითქმის გადაჭრით არის ცნობილი, რომ აგუერო თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" გადამწყვეტ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, რაც ერთიორად ამცირებს მანუელ პელეგრინის გუნდის შანსებს, "სიტის" იტალიის დედაქალაქში აუცილებლად მოსაგები აქვს.

"სავარაუდოდ, აგუერო "რომასთან" მატჩს გამოტოვებს. ძნელია, მწყობრში ჩადგომა სამ დღეში მოასწრო, როდესაც ასეთ ტრავმას იღებ. ეს ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. გუნდით კმაყოფილი ვარ, ფორმა აღვიდგინეთ და ჩვეულ სიმაღლეზე დავბრუნდით" - თქვა ჩილელმა სპეციალისტმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასპინძლების ტური
ჰარი რედნაპის ბიჭებმა "ბარნლის" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტეს. ეს მათი პირველი მოგება იყო "ბარნლის" წინააღმდეგ ამ გუნდების უკანასკნელ 10 ურთიერთშეხვედრაში. ჩარლი ოსტინმა სეზონში მე-7 გოლი შეაგდო და ინგლისელ ბომბარდირებს შორის დაწინაურდა, მაგრამ მან, თავისი ყოფილი გუნდის დამწუხრების გარდა, მოკლე მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო, გოლამდე და მას შემდეგ. ასე რომ, ქპრ-ს ლიდერი დააკლდება, რც დიდი დარტყმაა გუნდისთვის; რედნაპიც აღიარებს, ოსტინზე ვართ დამოკიდებულნიო. ამ მოგებით ქპრ გასავარდნ ზონას დაემშვიდობა.

"ბრიტანია" "არსენალისთვის" ცუდი სტადიონია, იქ "მეთოფეებს" 9 სტუმრობიდან ოდენ ერთხელ აქვთ მოგებული და ამჯერადაც დამარცხდნენ, არსენ ვენგერის ბიჭები პირველ ტაიმში შერცხვნენ და 0:3 წააგეს. მართალია, კასორლამ პენალტით და რემზიმ შესანიშნავი დარტყმით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი 10 კაცით დარჩენილმა ლონდონელებმა ვეღარ შეძლეს. კალუმ ჩემბერსი კი ისევ გაუგებრობაშია, ამჯერად მან წითელი ბარათი "აიკიდა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალიან კარგი თამაში იყო "აპტონ პარკზე", სადაც მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ "ვესტ ჰემს" დარჩა. ენდი კეროლი უდავოდ მატჩის გმირი იყო და მან მარტის მერე პირველად მოახერხა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით თავის გამოჩენა.

"სუონსიმ" კი, რომელსაც აგვისტოს მერე გასვლაზე არ უმარჯვია, ეს დრამატული მატჩი ათი კაცით ჩაამთავრა. ისე, ტურში გაძევებებიც მრავლად დაგროვდა. საინტერესო კიდევ ის გახლდათ, რომ კრის ფოის, რომელმაც რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, ერთ ეპიზოდში ფეხი დაუცდა და ლარის კურსივით დაეცა. სემ ალარდაისის "ჩაქუჩები" კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში არიან...

პრემიერლიგა. XV ტური
6 დეკემბერი
ნიუკასლი-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 სისე (57), 2:0 სისე (78), 2:1 დროგბა (83)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი (46. ალნვიკი) - იანმაატი, ს. ტეილორი, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე, კოლბეკი - სისოკო, ს. ამეობი (83. უილიამსონი), კაბელია (53. სისე) - ა. პერესი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა (67. ფილიპე ლუიში) - მიკელი, ფაბრეგასი - ვილიანი (67. დროგბა), ოსკარი (61. შურლე), აზარი - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: ტიოტე, ს. ტეილორი, ს. ტეილორი, სისოკო - ფაბრეგასი, დიეგო კოშტა, შურლე
გაძევება: ს. ტეილორი (81)
კუთხური: 1-10 ჯარიმა: 8-6 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 9(3)-26(8) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 52 019

ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
ჰალი (3-4-1-2): მაკგრეგორი - დოუსონი, ჩესტერი, როსენიორი (61. ბრედი) - მეილერი, ქუინი (60. რობერტოსნი), ელმოჰამადი, ლივერმორი - ჰადლსტოუნი - ალუკო (77. იელავიჩი), ა. ერნანდესი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - უისდომი, მაკოლი, ლესკოტი, პოკონიოლი - მულუმბუ, გარდნერი (80. იდეიე ბრაუნი) - დორანსი, სესენიონი (67. ვარელა), მორისონი - ანიჩებე (73. ბერაჰინო)
შენიშვნა: დორანსმა ვერ გაიტანა პენალტი (9)
გაფრთხილება: მეილერი - მულუმბუ
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 10-16 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 12(2)-6(3) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 23 279

ლივერპული-სანდერლენდი 0:0
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - მორენო, შკრტელი, კ. ტურე, გ. ჯონსონი - ლუკასი, ჰენდერსონი - ლალანა (67. ჯერარდი), კოუტინიო (78. ლ. მარკოვიჩI), სტერლინგი - ლამბერტი
სანდერლენდი (4-4-1-1): პანტილიმონი - ვერხინი, ო’ში, ბრაუნი, რევეიერი - ბრიდკეტი - ვიკჰემი, ლარსონი (70. კატერმოლი), ხორდი გომესი, ა. ჯონსონი (79. ბაკლი) - ალტიდორი (70. რ. ალვარესი)
გაფრთხილება: ლუკაი - ვერხინი, ბრიდკეტი, ბაკლი
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 15(2)-7(1) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 44 716

ქპრ-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 კი (78), 2:0 რუტლეჯი (83)
ქპრ (4-4-2): გრინი - ისლა, დანი, კოლკერი, იუნი - ვარგასი (78. მატჩი), ბარტონი, ჰენრი, ფერი (90+!. მ. ფილიპსი) - ზამორა (66. კრანჩარი), ოსტინი
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი, მარნი, ჯონსი (86. იუტკევიჩი), არფილდი (75. უოლასი) - ბარნსი (89. სორდელი), ინგსი
გაფრთხილება: ფერი, ოსტინი, ოსტინი - ბარნსი
გაძევება: ოსტინი (76)
კუთხური: 3-11 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 10(5)-15(3) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 17 785

სტოკი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 კრაუჩი (1), 2:0 ბოიანი (35), 3:0 უოლტერსი (45), 3:1 კასორლა (68-პენ.), 3:2 რამირესი (70)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, შოუკროსი, მუნიესა (63. უელანი), პიტერსი - ნ’ზონზი, კამერონი - უოლტერსი, ბოიანი (87. ჰუთი), დიუფი (69. ადამი) - კრაუჩი
არსენალი (4-2-3-1): მარტინესი - ბელერინი (46. უელბეკი), მერტეზაკერი, ჩემბერსი, გიბსი (90+2. ხ. კემპბელი) - ფლამინი, რემზი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კასორლა, სანჩესი - ჟირუ (63. პოდოლსკი)
გაფრთხილება: მუნიესა, კრაუჩი, ადამი - ჩემბერსი, გიბსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჩემბერსი
გაძევება: ჩემბერსი (78)
კუთხური: 3-9 ჯარიმა: 17-14 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 13(4)-15(6) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 27 367

ტოტენჰემი-კრ. პალასი 0:0
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, დევისი - მეისონი (66. პაულინიო), ბენთალები - ლამელა (46. ჩადლი), ერიკსენი, კეინი - სოლდადო (83. ლენონი)
კრ. პალასი (4-1-4-1): სპერონი - კელი, დანი, ჰანგელანდი, უარდი - იედინაკი - მაკარტური, ბოლაზი, ლედლი, ზაჰა (66. პანჩონი) - შამახი
გაფრთხილება: ერიკსენი -
კუთხური: 2-12 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 13(2)-16(4) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 35 860

სიტი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ტურე (24-პენ.)
სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კლიში - ნავასი (78. ლამპარდი), იაია ტურე, ფერნანდო, მილნერი - ნასრი - აგუერო (7. პოსო; 63. ჯეკო)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჯაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ბეშიჩი (56. ბარკლი), ბერი - კოულმენი, მირალასი (88. ოსმანი), ეტო’ო - ლუკაკუ
გაფრთხილება: მანგალა, ფერნანდო, იაია ტურე - კოულმენი, ბერი, ბარკლი
კუთხური: 11-7 ჯარიმა: 8-11 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 12(3)-16(2) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 45 603

7 დეკემბერი
ვესტ ჰემი-სუონსი 3:1
გოლები: 0:1 ბონი (19), 1:1 კეროლი (41), 2:1 კეროლი (66), 3:1 სახო (87)
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი (79. ო’ბრაიენი), ტომკინსი, რიდი, კრსუელი - კუიატე (86. კოლინსი), სონგი, დაუნინგი - ნოლანი - კეროლი, ე. ვალენსია (46. დ. სახო)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი (86. დაიერი), ბარტლი, უილიამსი, რიჩარდსი - ბრიტონი (71. ტრემელი), კი - რუტლეჯი, სიგურდსონი, მონტერო (75. გომისი) - ბონი
გაფრთხილება: - რუტლეჯი
გაძევება: ფაბიანსკი (68)
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 11-18 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 15(7)-11(2) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 34 125

ასტონ ვილა-ლესტერი 2:1
გოლები: 0:1 ულოა (13), 1:1 კლარკი (17), 2:1 ჰატონი (71)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, კლარკი, სისოხო - კლევერლი (62. გრილიში), ვესტვუდი (44. რიჩარდსონი), კ. სანჩესი - ნ’ზოგბია, აგბონლაჰორი, ბენტეკე
არსენალი (4-4-2): კ. შმეიხელი - სიმპსონი, ვასილევსკი, მური, კონჩესკი - მაჰრეზი, ჯეიმსი, კამბიასო, შლუპი (78. ოლბრაიტონი) - ვარდი (66. ვუდი), ულოა (46. ნიუჯენტი)
გაფრთხილება: ნ’ზოგბია, სანჩესი, ჰატონი, ოლბრაიტონი - ვარდი, კამბიასო, შლუპი
გაძევება: კონჩესკი (80)
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 9-14 თამაშგარე: 6-1 კარში დარტყმა: 16(7)-10(4) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 27 692

8 დეკემბერი
საუთჰემპტონი-მანჩესტერი 00:00

ბომბარდირები: 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 9 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 8 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), პაპის სისე (ნიუკასლი)

მომდევნო ტური
13 დეკემბერი:
ბარნლი-საუთჰემპტონი, ჩელსი-ჰალი, კრ. პალასი-სტოკი, ლესტერი-სიტი, სანდერლენდი-ვესტ ჰემი, ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა, არსენალი-ნიუკასლი

14 დეკემბერი:
მანჩესტერი-ლივერპული, სუონსი-ტოტენჰემი, ევერტონი-ქპრ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული