მეორე მხრივ კი, რას ერჩით, - ამბობდა ბირმინგემელთა თავკაცი ალექს მაკლიში "სენტ ენდრიუზე" - ბარე ორი ლიდერი გაგვიწბილებია, ჰოდა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უჯობს გვიფრთხილდესო. მანჩესტერელთაგან გოლი დიმიტარ ბერბატოვმა შეაგდო. ამ ეპიზოდში ბერბატოვმა დერონ გიბსონს ბურთი ჭკვიანურად გაუთამაშა. ასე და ამგვარად, პრემიერლიგის ცხრილს ტოლი ქულებით ქალაქ მანჩესტერის ორი
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კი ის იტალიელი ყმაწვილია, მუდამ პრობლემებში რომ არის გახვეული. წარმოშობით აფრიკელს აპენინებზე რასისტები აწუხებენ, ინგლისში კი იტალია ენატრება, მაგრამ საქმეში ეს ჯეელი მართლა ყოჩაღია - ბოლო დღეებში ბრიტანულ პრესა-ტელევიზიას წუწუნით ტვინი გაუხვრიტა, სამშობლო მენატრება, აქაურობას ვერ ვეგუებიო, ოღონდ ამ წუწუნს მისთვის ხელი არ შეუშლია "ასტონ ვილას" კარში ერთბაშად სამი გოლი გაეტანა. ერთი სიტყვით, ყოჩაღ "მანჩესტერ სიტი" - რობერტო მანჩინის გუნდმა 4:0 მოიგო. ისტლენდელთა მწვრთნელმა ამ შეხვედრაში კარლოს ტევესი დაასვენა, მაგრამ გუნდს არგენტინელის არყოფნა არ უგრძვნია. ბალოტელის გოლებიც გაჰქონდა, თავდაჯერებულიც იყო და სანახაობრივიც. ერთი სიტყვით, "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" პირველი ტაიმის დასასრულსვე ყველასთვის ყველაფერი უკვე გასაგები იყო. აი, რაც შეეხება "ვილას", ამ გუნდის წარუმატებლობები (რაც ჯერარ ულიე წვრთნით, ბირმინგემელებმა 13 თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგეს) შეიძლება დიდ ტრავმიანობას დაბრალდეს.
სახელების მიხედვით თვალშისაცემი გახლდათ "ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირება. ლონდონელებმა ბოლო 24 წუთი უმცირესობაში ითამაშეს - იონ ქაბულმა პირველი ყვითელი ბარათი ჯოი ბარტონთან უხეშობისთვის მიიღო, მეორე კი ისმაელ ჩიეკ ტიოტეს მიმართულებით კისრის წაგრძელებისთვის. არა, ქაბულს ტიოტესთვის არ "ურქენია", მაგრამ, რაც გააკეთა, მსაჯს ეყო.
ამ შეხვედრაში ანგარიში აარონ ლენონმა შეაგდო, მეორე კი - გარეთ ბეილმა, რაც მისთვის ამ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, მეათე გახლდათ. ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ჯერმაინ დეფოს ადგილზე რუსი რომან პავლიუჩენკო თამაშობდა.
"ფულჰემმა" გასავარდნთა ზონას დააღწია თავი, რისთვისაც კრის ბეირდს უნდა უმადლოდეს. 28 წლის ჩრდილოირლანდიელმა პირველ 10 წუთში ორი გოლი გაიტანა, რაც "სტოკის" დასამარცხებლად საკმარისი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ამ მცველს, რაც "ფულჰემშია", გოლი არ გაუტანია. "სტოკის" კარში მან ორივეჯერ საჯარიმოს გარედან შეაგდო და უელსელ მწვრთნელს მარკ ჰიუზს წნეხი ცოტა შეუმსუბუქა. ცნობისთვის: ლონდონელებმა სტუმრად 27-ე ცდიდან მოიგეს. ბოლოს, წინა სეზონის პირველ შეხვედრაში გაემარჯვათ და ეგ იყო.
"ბლექპულმა" სანდერლენდში იმარჯვა და გახდა მეორე, ვინც 2010 წელს ასეთი რამ შეძლო. პირველი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლდათ. ორივე გოლი დი ჯეი კემპბელმა გაიტანა. სასეიროა, რომ კემპბელმა ამ ორი გოლით თავისი ყოფილი მწვრთნელი სტივ ბრუსი დაანაღვლიანა - 29 წლის თავდამსხმელმა პრემიერლიგის ფეხბურთი პირველად სწორედ ბრუსის ხელში დააჭაშნიკა. მაშინ ისინი "ბირმინგემში" იყვნენ ერთად.
და მაინც, "შავმა კატებმა" წაგებაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ - მათ ბევრი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. სტუმრებს ერთხელ ძელიც დაეხმარა.
"ვესტ ბრომვიჩი" პრემიერლიგის კიდევ ერთი გუნდია, რომელმაც სამშაბათ საღამოს შინ წააგო. იგი "ბლექბერნმა" დაამარცხა. ამ შეხვედრის გამორჩეული ფიგურა გახლდათ ნიკოლა კალინიჩი, რომელმაც ორი გოლი შეაგდო, მერე კი მოედნიდან გააგდეს. მიზეზი:
ავსტრიელი პაულ შარნერის წინააღმდეგ გადამეტებული უხეშობა. მსაჯმა 22 წლის ხორვატს ყოველგვარი ყვითლის გარეშე, პირდაპირ წითელი ბარათი ამოუღო. სხვათა შორის, "ჰაიდუკის" ყოფილ ფორვარდს ამ შეხვედრაში მესამე გოლის გატანაც შეეძლო.
"ვესტ ჰემი" ბევრს უიმედო აუტსაიდერი რომ ეგონა, მთლად ეგრე არ ყოფილა საქმე. კვირას "კრეივენ კოტეჯზე" "ფულჰემს" მოუგო, გუშინ კი "ევერტონს" უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ "ჩაქუჩებმა" ხელიდან შანსი გაუშვეს. რომ მოეგოთ, რადიკალურ ნაბიჯს გადადგამდნენ გადარჩენის გზაზე. "ჩაქუჩები" მაშინ დაწინაურდნენ, როდესაც რადოსლავ კოვაჩის "მაკრატელა" ტონი ჰიბერტმა საკუთარ კარში გადაგზავნა, მაგრამ შესვენებამდე 3 წუთით ადრე სიმას კოულმენმა გაქვითა. აი, "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში მეორე ტაიმში შესულმა კარლტონ კოულმა კი ბოლოს დიდებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.
მომდევნო ტური
1 იანვარი. ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული-ბოლტონი, მანჩესტერ სიტი-ბლექპული, სტოკი-ევერტონი, სანდერლენდი-ბლექბერნი, ტოტენჰემი-ფულჰემი, ვესტ ჰემი-ვულვერჰემპტონი, ბირმინგემი-არსენალი; 2 იანვარი. ჩელსი-ასტონ ვილა, უიგანი-ნიუკასლი.
მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა 4:0
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, კომპანი, საბალეტა - ი. ტურე (63. ჟო), დე იონგი (77. ბრიჯი), ვიეირა - ა. ჯონსონი, სილვა (58. მილნერი), ბალოტელი.
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - ლიჩაი, კოლინზი, კუელარი, უორნოკი - ოლბრაიტონი (57. დელფუენსო), ს. პეტროვი, რიო-კოკერი (81. პირესი), ბენანი (57. დელფი), დაუნინგი - აგბონლაჰორი.
გოლები: 1:0 ბელოტელი (8-პენ), 2:0 ლესკოტი (13), 3:0 ბალოტელი (27), 4:0 ბალოტელი (55-პენ)
გაფრთხილება: მილნერი - უორნოკი, ლიჩაი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 14-14; კარში დარტყმა: 13-10 (6-4); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 50%-40%
მაყურებელი: 46 716
სტოკი-ფულჰემი 0:2
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (79. უილსონი), ჰუთი, შოუკროსი, დ. კოლინზი - პენანტი, დილეპი, უაიტჰედი, ეზერინგტონი (69. თუნჩაი) - კ. ჯონსი, უოლტერსი (55. ფულერი).
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - პენტსილი, ჰანგელანდი, ჰიუზი, ბეირდი - დაფი, ს. დევისი, მერფი, ეტუჰუ - დემპსი, ე. ჯონსონი.
გოლები: 0:1 ბეირდი (4), 0:2 ბეირდი (10)
გაფრთხილება: ჰუთი - ბეირდი, დემპსი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-14; კარში დარტყმა: 17-5 (3-3); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 26 954
სანდერლენდი-ბლექპული 0:2
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ალ მუჰამადი, ა. ფერდინანდი, ონუოჰა (32. ბრამბლი), ბერდსლი - ჰენდერსონი, მეილერი (58. რიჩარდსონი), კატერმოული, უილბეკი - ბენტი, ასამოა (66. ასამოა)
ბლექპული (4-4-2): კინგსონი - ერდლი, ივეტი, კეთკერტი, კრეინი - ტეილორ-ფლეტჩერი (81. ჩერნი), ვუგანი, სილვესტრი (81. საუთერნი), ვერნი - გრენდინი (20. ფილიპსი), კემპბელი
გოლები: 0:1 კემპბელი (50), 0:2 კემპბელი (90)
გაფრთხილება: მეილერი, ბრამბლი (ორივე სანდერლენდი)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 7-5; კარში დარტყმა: 31-9 (11-4); თამაშგარე: 6-1; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 42 892
ტოტენჰემი-ნიუკასლი 2:0
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჰატონი, ქაბული, დოუსონი, ასუ-ეკოტო - ლენონი, მოდრიჩი, პალასიოსი (46. ჯენასი), ბეილი - ვან დერ ვაარტი (72. კრაუჩი), პავლიუჩენკო (67. ბასონგი)
ნიუკასლი (4-5-1): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, ტეილორი, პერჩი - რუტლიჯი, სმიტი, ტიოტე (79. ლოვენკრანდსი), ბარტონი, ხონასი (67. რეინჯერი) - ქეროლი
გოლები: 1:0 ლენონი (57), 2:0 ბეილი (81)
გაფრთხილება: პალასიოსი, ქაბული - ტიოტე, ხონასი, სმიტი, ქეროლი
გაძევება: ქაბული (ტოტენჰემი - 66)
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 9-16; კარში დარტყმა: 16-12 (8-4); თამაშგარე: 5-3; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 35 927
ვესტ ბრომვიჩი-ბლექბერნი 1:3
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - ხარა (75. ბერნსი), ტამასი, შარნერი, შორი - ტჩოი, დორანსი, მულუმბუ, მორისონი (66. კოქსი), ტომასი - ოდემვინგე.
ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი (46. ბენი) - სალგადო (52. ჰოილეტი), ნილსენი, ჰენლი, ოლსონი - მ.ბ. დიუფი, დანი, ემერტონი, პედერსენი, ე.ჰ. დიუფი (82. ბენჯანი) - კალინიჩი.
გოლები: 0:1 კალინიჩი (3), 1:1 ტომასი (17), 1:2 კალინიჩი (54), 1:3 მ.ბ. დიუფი (62)
გაფრთხილება: ხარა - სალგადო, ე.ჰ.დიუფი, ბენი
გაძევება: ტამასი (88) - კალოინიჩი (64)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-14; კარში დარტყმა: 24-7 (5-4); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 24 440
ვესტ ჰემი-ევერტონი 1:1
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - ფობერი, აპსონი, ტომკინსი, ილუნგა (34. სპექტორი) - სირსი, პარკერი, კოვაჩი, ბოა მორტე - ობინა (85. ჰაინესი), პიქვიონი (56. კ. კოული).
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ფ. ნევილი, დისტინი, ჰიბერტი, ბეინესი - კოულმენი, როდუელი (62. იაკუბუ), არტეტა (90. ბელიალეტდინოვი), პიენაარი (90. ბეკფორდი) - ფელაინი, ტ. კეჰილი.
გოლები: 1:0 ჰიბერტი (16 ს.კ.), 1:1 კოულმენი (42)
გაფრთხილება: კოვაჩი (ვესტ ჰემი)
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 12-19; კარში დარტყმა: 14-15 (0-3); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 33 442
ბირმინგემი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, ს. დენი, რ. ჯონსონი, რიჯუელი - ლარსნი (70. ჰლები), ბოიერი, ფერგიუსონი, ბიუსეჟური (83. ჟიგიჩი) - გარდნერი, ჯერომი (85. ფილიპსი).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): ვან დერ სარი - რაფაელი, ვიდიჩი, რ. ფერდინანდი, ევრა - გიბსონი (90. ერნანდესი), ქერიკი, ანდერსონი (73. ფლეტჩერი) - რუნი, გიგზი, ბერბატოვი.
გოლები: 0:1 ბერბატოვი (58), 1:1 ბოიერი (90)
გაფრთხილება: გარდნერი, ბოიერი, დენი - ანდერსონი, ვიდიჩი, გიგზი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-11; კარში დარტყმა: 11-14 (2-4); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 28 242
1. იუნაიტედი 18 10 8 0 39:17 38
2. სიტი 20 11 5 4 32:16 38
3. არსენალი 18 11 2 5 37:20 35
4. ტოტენჰემი 19 9 6 4 29:23 33
5. ჩელსი 18 9 4 5 32:15 31
6. ბოლტონი 19 7 8 4 32:25 29
7. სანდერლენდი 20 6 9 5 21:22 27
8. ბლექპული 17 7 4 6 26:29 25
9. ბლექბერნი 20 7 4 9 26:31 25
10. სტოკი 19 7 3 9 23:24 24
11. ლივერპული 17 6 4 7 21:22 22
12. ევერტონი 19 4 10 5 21:22 22
13. ნიუკასლი 19 6 4 9 28:31 22
14. ვესტ ბრომვიჩი 19 6 4 9 25:34 22
15. ასტონ ვილა 19 5 5 9 20:34 20
18. ბირმინგემი 18 3 10 5 18:21 19
16. ფულჰემი 19 3 10 6 19:23 19
17. უიგანი 18 4 7 7 15:29 19
19. ვესტ ჰემი 20 3 8 9 20:33 17
20. ვულვზი 18 4 3 11 19:32 15
ბომბარდირები: 14 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 12 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 9 -კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი); 8 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 7 - ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი); 6 - დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).
ინგლისი. ჩემპიონატი. XXIV ტური
ქოვენთრი-ქუინზ პარკი 0:2
გოლები: 0:1 ვესტვუდი (49ს.კ.), 0:2 სმიტი (61)
ბრისტოლი-კრისტალ პალასი 1:1
გოლები: 0:1 დენსი (2), 1:1 პიტმენი (90-პენ)
ბარნლი-სკანთორპი 0:2
გოლები: 0:1 ვულფორდი (14), 0:2 დეგნელი (84)
ჰალი-რედინგი 1:1
გოლები: 1:0 ჰარპერი (39), 1:1 ჩერჩი (82)
ლიდსი-პორტსმუთი 3:3
გოლები: 1:0 გრედელი (7), 2:0 ჰოუსონი (10), 2:1 ნაჯენტი (33), 3:1 ბ. ჯონსონი (62), 3:2 ო"ბრეინი (63 ს.კ.), 3:3 ო"ბრეინი (90 ს.კ.)
მილუოლი-ლესტერი 2:0
გოლები: 1:0 მორისონი (12), 2:0 პანჩიონი (25)
ნორვიჩი-შეფილდი 4:2
გოლები: 0:1 რიდი (17), 1:1 ნელსონი (20), 1:2 კრესუელი (29), 2:2 ჰულაჰანი (64-პენ), 3:2 ჰულაჰანი (84-პენ), 4:2 ჰულაჰანი (90)
პრესტონი-მიდლსბრო 1:3
გოლები: 1:0 ჯონსი (27), 1:1 ლიტა (30), 1:2 ლიტა (59), 1:3 უიტერი (61)
სუონსი-ბარნსლი 1:0
გოლები: 1:0 ისტერი (27)
უოტფორდი-კარდიფი 4:1
გოლები: 0:1 უიტინგემი (16), 1:1 გრემი (24), 2:1 სორდელი (57), 3:1 იუსტასი (64), 4:1 გრემი (84-პენ)
დონკასტერი-იფსვიჩი გადაიდო
1. ქუინზ პარკი 23 13 8 2 42:14 47
2. კარდიფი 23 12 4 7 38:26 40
3. სუონსი 24 12 4 8 29:23 40
4. ლიდსი 24 11 7 6 44:40 40
5. ნორვიჩი 23 11 6 6 39:32 39
6. რედინგი 23 8 10 5 35:25 34
7. ქოვენთრი 24 10 4 10 29:29 34
8. უოტფორდი 22 9 6 7 42:34 33
9. ბარნლი 22 8 8 6 34:29 32
10. მილუოლი 23 8 8 7 28:23 32
11. ნოტინგემი 20 7 9 4 24:17 30
12. დერბი 22 9 3 10 35:29 30
13. პორტსმუთი 22 8 6 8 32:31 30
14. დონკასტერი 21 8 6 7 33:35 30
15. ჰალი 23 7 9 7 23:26 30
16. ბარნსლი 22 8 5 9 26:32 29
17. ლესტერი 24 8 5 11 33:42 29
18. იფსვიჩი 22 8 3 11 25:30 27
19. ბრისტოლი 23 7 6 10 26:35 27
20. შეფილდი 23 7 4 12 21:35 25
21. მიდლსბრო 23 7 3 13 24:33 24
22. სკანთორპი 21 7 2 12 25:35 23
23. კრ. პალასი 23 6 4 13 25:41 22
24. პრესტონი 22 5 4 13 26:42 19
ბომბარდირები: 13 - ბოთროიდი (კარდიფი); 12 - კომონსი (დერბი), გრემი (უოტფორდი); 11 - ბეკიო (ლიდსი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 9 - ჰოლტი (ნორვიჩი), იუელუმო (ბარნლი), მორისონი (მილუოლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), მეკი (ქუინზ პარკი), კინგი (ლესტერი); 8 - ჰემილი (ბარნსლი), ლონგი (რედინგი), სინკლერი (სუონსი), ჰულაჰანი (ნორვიჩი), გრეიდელი (ლიდსი).
პირველი ლიგა. XXII ტური
მილტონი-ბურნმუთი 2:0, პლიმუთი-ნოტს ქაუნთი 1:1, საუთჰემპტონი-ჰადერსფილდი 4:1, სუინდონი-პიტერბორო 1:1. დანარჩენი თამაშები გადაიდო.
მეორე ლიგა. XXII ტური
ბარნეტი-სტოკპორტი 1:3, ჩელტენჰემი-ბრედფორდი 4:0, ჯოლინგემი-პორტ ვეილი 3:0, ოქსფორდი-მაკლსფილდი 2:1. დანარჩენი თამაშები გადაიდო.
კონფერენსი. XXIII ტური
უიმბლდონი-ისტბერნი 3:0, კემბრიჯი-მენსფილდი 1:5, ბათი-ფორესტ გრინი 2:4, ფლიტვუდი-საუთპორტი 2:0, გრიმსბი-რაშდენი კიდერმინსტერი-ნიუპორტი 2:3. დანარჩენი თამაშები გადაიდო.
.