ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: ძველი მეტოქეები, ძველ "ტრაფორდზე"

AutoSharing Option
როდესაც "მანჩესტერი"-"ლივერპულია", სატურნირო მდგომარეობა, ლიდერები და აუტსაიდერები და სხვა ყველაფერი ყველას ავიწყდება, რადგან მთავარი სწორედ ეს ისტორიული დაპირისპირებაა.

ავად თუ კარგად, "მანჩესტერ იუნაიტედს" მიჯრით 5 მატჩი აქვს მოგებული, რაც ამ წუთისთვის პრემიერლიგაში საუკეთესო სერიაა. "წითელმა ეშმაკებმა" მე-3 ადგილზე დაიდეს ბინა და "ლივერპულს" 6 ადგილითა და 7 ქულით უსწრებენ.

სხვაობა კიდევ უფრო დიდი რომ გახდეს, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები საკუთარი ქომაგების თვალწინ შეეცდებიან მეტი თავდაჯერებისთვის მე-6 მოგება მიაყოლონ და, ვინ იცის, გარდამტეხი მომენტიც სწორედ ეს იყოს.

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგას გ
ამოეთიშა და მთელი ამ ნეგატიურ ფონზე, საუკეთესო ვარიანტი ახლა ბრენდან როჯერსის გუნდისთვის სწორედ ამ მნიშვნელოვანი მატჩის მოგება, სულ მინიმუმ კი არწაგება იქნება.

"ოლდ ტრაფორდზე" წარმატება მერსისაიდელებს ფსიქოლოგიურად ძალიან მოაძლიერებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როჯერსის შესაძლო მოხსნაზე უკვე სერიოზულად საუბრობენ და ლივერპულელთა თავკაცმა რამე უნდა მოიმოქმედოს.

ამ გუნდების ბოლო 10 ურთიერთშეხვედრა რომ გავიხსენოთ, აქედან 5 "მანჩესტერს" აქვს მოგებული, 4 "ლივერპულს" და მხოლოდ 1 თამაშია ფრედ დასრულებული.

ლიდერი და მისი მდევარი
დამთავრდა "ჩელსის" წაუგებელი სერია. ჟოზე მოურინიომ "ნიუკასლთან" წააგო დაუახლოესი მდევარი, მოქმედი ჩემპიონი "სიტი" 3 ქულამდე მიიახლოვა.

ბოლო 3 ტურში "ლურჯებმა" შესაძლო 9 ქულიდან ოდენ 4 აიღეს და მოურინიო დაბღვერილია. შესაბამისად, არ გაუმართლა "ჰალს", რომელსაც ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს და 8 ტურია, არ უმარჯვია.

"ვეფხვები" უკვე გასავარდნ ზონაში არიან და ამ უიღბლო სერიის შეწყვეტაზე კი ოცნებობენ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ეს "სტემფორდ ბრიჯზე" მოხდეს.

"რომასთან" მოგებით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით კარგ ხასიათზე მყოფი "სიტი", რომელსაც ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, ზედიზედ 6 მოგება აქვს, "ლესტერ სიტის" ესტუმრება.

"მელიები" ბოლო ადგილზე არიან და ამ წუთისთვის აშკარად პრემიერლიგის ყველაზე უსუსური გუნდის იერსახე აქვთ.

როგორ წარმოგიდგენიათ, "ქალაქელები" ბოლოადგილოსანთან ქულებს დაკარგავენ? წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ მოვლენებს ბოლომდე წინ მაინც ნუ გავასწრებთ და ნუ ჩავთვლით, რომ მანჩესტერელებს მატჩი უკვე მოგებული აქვთ, თანაც "ლესტერი" თუ კი რამეს თამაშობს, პირველ რიგში საკუთარ კედლებში და ისიც გვახსოვს, რა ბედი ეწია იქ "სიტის" თანაქალაქელს.

სხვა მატჩები
ტურში ბევრი გემრიელი, მსუყე და განსაკუთრებით გამოსარჩევი მატჩია - "არსენალი"-"ნიუკასლი", "სუონსი"-"ტოტენჰემი", "სანდერლენდი"-"ვესტ ჰემი"...

ის ის იყო ვიფიქრეთ, "არსენლმა" თამაში დაასტაბილურაო, რომ "მეთოფეებმა" "სტოკთან" წააგეს. ახლა კი "მეთოფეებს" კარგადმოთამაშე "ნიუკასლთან" ელოდებათ დუელი. ამ კლუბებს შორის ბოლო 5 დაპირისპირება ლონდონელებს აქვთ მოგებული და ცხადია, საკუთარ "ემირატებზე" ამჯერადაც ფავორიტებათ ითვლებიან.

არსენ ვენგერის ბიჭები ძალიან შთამბეჭდავები იყვნენ სტამბოლში "გალათასარაისთან", თანაც გადახალისებული შემადგენლობით.

თუმცა ალან პარდიუმ, შორს რომ აღარ წავიდეთ, "ტოტენჰემი" და "ჩელსი" დაამარცხა და შეეცდება, კიდევ ერთი ლონდონური გუნდი იმსხვერპლოს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური
შაბათი. 13 დეკემბერი
ბარნლი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვარდი, ვოუკსი, შალობა - ალდერვეირელდი, შნედერლენი, უარდ-პრაუსი, გალაჰერი, როდრიგესი, კორკი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4 =4 -4 (19-20)

ჩელსი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: ფაბრეგასი -
ტრავმა: - დიამე, სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4 =2 -0 (10-2)

კრ. პალასი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიაპა, დოილი - უილსონი, არნაუტოვიჩი, დიონატანი, სიდველი, მოზესი, ოდემვინგი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6 =2 -6 (17-17)

ლესტერი-სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკაიოგო - იოვეტიჩი, ნასტასიჩი, აგუერო
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +23 =16 -27 (106-120)

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან აანჰოლტი -
ბოლო 6 მატჩი
+1 =4 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 თამაში: +24 =18 -22 (95-91)

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოლსონი - ბეიკერი, სენდეროსი, კოზაკი, ჯ. კოული, დელფი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 134 თამაში: +42 =30 -62 (184-221)

არსენალი-ნიუკასლი 21:30
დისკვალიფიკაცია: ჩემბერსი - ს. ტეილორი, სისოკო
ტრავმა: როსიცკი, ნაჩო მონრეალი, გნაბრი, არტეტა, დებიუში, იოზილი, უილშირი - ობერტანი, გუტიერესი, რ. ტეილორი, კრული, ს. დე იონგი, სანტონი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 150 თამაში: +58 =34 -58 (210-204)

კვირა. 14 დეკემბერი
მანჩესტერი-ლივერპული 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: თორპი, ჯონსი, ლინგარდი, ბლინდი - ბალოტელი, ფლენეგანი, სუსო, სტარიჯი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 158 თამაში: +61 =44 -53 (215-200)

სუონსი-ტოტენჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: ფაბიანსკი -
ტრავმა: -
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2 =1 -7 (9-15)

ორშაბათი. 15 დეკემბერი
ევერტონი-ქპრ 00:00
დისკვალიფიკაცია: ბერი - ოსტინი
ტრავმა: სტოუნსი - ტაარაბტი, სანდრო, ფორლინი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +18 =11 -15 (66-60)

ბომბარდირები:
14 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 9 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 8 - ჩარლი ოსტინი (ქპრ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული