* იუბილარი კასორლა.
* მოურინიოს მორიგი რეკორდი.
* ერიკსენის პირველი საგოლე გადაცემა.
* აზარის გოლს პლუს პასი.
* დიეგო კოშტას მე-12 გოლი.
"ოლდ ტრაფორდზე" "წითელმა ეშმაკებმა" გაილაღეს. შეგვიძლია მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებაზეც ვისაუბროთ, მანჩესტერელთა დაცვის შეცდომებზეც და დავიდ დე ხეას ბრწყინვალე "სეივზეც", მაგრამ მთლიანობაში, "იუნაიტედი" უკეთესი გახლდათ და გაანადგურა კიდეც "ლივერპული".
ბრენდან როჯერსი მინდორზე ნომინალური ფორვარდის გარეშე იყო გასული. ექსპერიმენტებს აგრძელებდა ლუი ვან გაალიც, რომელიც თითქმის ყველა შეხვედრაში გადასხვაფერებული დაცვის ხაზით თამაშობს, სახეცვლილი ტაქტიკითაც კი.
სტუმართა რიგებში ისიც გამოვარჩიოთ, რომ სიმონ მინოლე თადარიგში დარჩა. ვან გაალი ძალიან ამაყი და ბედნიერია, როჯერსი კი ცოტა დაბნეული გახლავთ. ამასობაში, მერსისაიდელებს დასცინიან კიდეც - ის დროა, გუნდებისთვის ლიგაში ადგილის შენარჩუნების სპეციალისტი ტონი პულისი დანიშნონ, სანამ გავარდნილანო.
"საუთჰემპტონი" ისევ დამარცხდა, მას ბოლო 15 შესაძლებელი ქულიდან მარტო 1 აქვს აღებული. აი, "ბარნლი" კი შესაშურ ფორმაშია და ეშლი ბარნსი მეტოქეების დაწიოკებას აგრძელებს.
"წმინდანებს" ბევრი პრობლემა შეუქმნა "ბარნლის" მეორე თავდამსხმელმა დანი ინგსმაც, რომელიც "საუთჰემპტონის" ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა, მაგრამ 10 წლის ასაკში იქიდან გაუშვეს. გარდამტეხი ამ შეხვედრაში ის ეპიზოდი გახლდათ, როდესაც დუშან ტადიჩმა პენალტი ვერ გაიტანა, მას ტომ ჰიტონმა აუღო. ამრიგად, ტადიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი ჯიმ მაგლიტონის შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში "წმინდანების" მაისურით პენალტი ვერ გაიტანა - ეს შორეულ 1997 წელს იყო მომხდარი. "ბარნლი" კი აქამდე დეკემბრის თვეში ვერ იგებდა პრემიერლიგაში და მე-9 მცდელობიდან მოახერხა წარმატების მიღწევა. შონ დაიჩი თავისი ბიჭების შემართებით გახლდათ აღფრთოვანებული.
შეცდომებზე წუწუნებდა რონალდ კუმანი: "იგივე ისტორია განმეორდა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" იყო. უკეთ ვთამაშობდით, მეტი მომენტი გვქონდა, პენალტიც ვერ გავიტანეთ, მაგრამ საბოლოოდ, მეტოქემ ჩვენი შეცდომით ისარგებლა და მოგვიგო".
იოლი გამარჯვება
"ჩელსიმ", ჯამში, ადვილად მოუგო კრიზისში მყოფ "ჰალს", მაგრამ "ვეფხვების" მწვრთნელი სტივ ბრიუსი მსაჯით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ჯერ ერთი, კრის ფოიმ ტიმ ჰადლსტოუნი გაუძევა სტუმრებს, ხოლო მასპინძლების რიგებში ტიმ კეჰილი დაინდო. საქმე ის არის, რომ ლონდონელებს ისედაც ორი მოთამაშე გაუფრთხილეს სიმულაციისთვის და კეჰილმაც აშკარად "ჩაყვინთა", მას ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა და არბიტრმა იგი აღარ გაწირა. ბრიუსი კი აღშფოთებული გახლდათ, ასეთი სამარცხვინო სიმულაცია ჯერ არ მინახავსო. ხოლო ჟოზე მოურინიომ განაცხადა, ჩემი ფეხბურთელები არ სიმულანტობენ, ტყუილად გვიგონებენო. პორტუგალიელი რეკორდსმენი გახდა იმ მხრივ, რომ 400-ქულიანი ნიშნული ყველაზე ცოტა მატჩით დაძლია პრემიერლიგაში, კერძოდ, 174 შეხვედრით, რისთვისაც მეორეზე მყოფ სერ ალექს ფერგიუსონს 191 თამაში დასჭირდა.
ედენ აზარმა გოლს პლუს პასი მიითვალა და საინტერესოა, რომ მან თავისი ბურთი თავით შეაგდო. ეს ბელგიელის კარიერაში მხოლოდ მეორე თავური გოლია. აზარს ბოლო 11 პრემიერლიგური ბურთიდან 11-ივე "სტემფორდ ბრიჯზე" აქვს გატანილი. დიეგო კოშტამ კი ჩემპიონატში მეთორმეტედ იხეირა.
ანრის გაუტოლდა
ლიდერთან 3 ქულაში დარჩა "სიტი", რომელმაც ძალების დაზოგვით და ცალი ფეხით მოიგო ლესტერშირში. ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული სერხიო აგუერო რომ ვერ იქნებოდა, მოგეხსენებათ. "ქალაქელებმა" მატჩის წინ ედინ ჯეკოც დაკარგეს, ხოლო მსვლელობისას - ვენსან კომპანი. ტრავმები მანუელ პელეგრინის გუნდს არ ეშვება, მაგრამ მანჩესტერელები მაინც ნორმალურად გამოიყურებიან. სამირ ნასრიმ ამჯერადაც მშვენიერი თამაში ჩაატარა და ლეგენდარულ ფრენკ ლამპარდს გაატანინა სოლო-რეიდის შემდეგ. ფრენკის 175 გოლი მოუგროვდა და პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-4 ადგილზე ტიერი ანრის გაუტოლდა. შეგახსენებთ, ლამპარდი ნახევარმცველია...
"მელიებს" უკვე 11 მატჩია, არ მოუგიათ, მაგრამ სტადიონზე ფანების ნაწილი ნაიჯელ პირსონის მხარდასაჭერი ბანერებით იყო მისული.
"ვესტ ჰემ იუნაიტედს" ასეთი შთამბეჭდავი და შედეგიანი სტარტი 31 წელია, არ ჰქონია. მაშინ "ჩაქუჩებში" ტრევორ ბრუკინგი, ფრენკ ლამპარდ-უფროსი და სხვანი ბრწყინავდნენ. ახლანდელი წარმატებების მთავარი შემოქმედი კი სემ ალარდაისია, რომელმაც პირდაპირ სიმულაცია უწოდა ადამ ჯონსონის ქმედებას, რის გამოც "ჩაქუჩების" კარში პენალტი დაინიშნა და "სანდერლენდი" საკუთარ "ლაითზე" დაწინაურდა კიდეც. თუმცა ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა სტიუარტ დაუნინგმა საბოლოოდ დიდ სემს ქულა მოუტანა.
მადლობა ადრიანსაც ეკუთვნის, ესპანელმა მეკარემ კონორ ვიქჰემის დარტყმისას საუცხოო "სეივი" შემოგვთავაზა და ლონდონელები გადაარჩინა. "შავ კატებს" 16 მატჩიდან 10 ფრედ აქვთ დასრულებული. გუსტავო პოიეტი თავისი ბიჭების ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილია. "ვესტ ჰემს" კი უკანასკნელი 10 მატჩიდან მარტო 1 აქვს წაგებული და მე-4 ადგილზე რჩება.
არსენი მხრეებში გაიშალა
ოლივიე ჟირუს "ნიუკასლის" კარში გოლების გატანა ყველაზე მეტად უყვარს და გამოსდის, რაც ამჯერადაც დადასტურდა. ჯორდებს ორჯერ გაუტანა სანტი კასორლამაც და თავისი 30-ე დაბადების დღე ასე აღნიშნა. მთლიანობაში, "მეთოფეებმა" ძალიან იოლად მოუგეს "ნიუკასლს", რომელმაც მხოლოდ რაღაც პერიოდი შეძლო ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა მეტოქისთვის. ალან პარდიუ, რომელიც წინა თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, ამბობდა, მეოთხე გაშვებულ გოლამდე ჯერ კიდევ თამაშში ვიყავით და ასეთი სხვაობით მარცხი არ დაგვიმსახურებიაო."კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში და ბევრი გოლის გატანა შეგვიძლია. "სტოკთან" მარცხის მერე ბიჭებს მშვენიერი რეაქცია ჰქონდათ. იმედია, ასევე გავაგრძელებთ და საშობაო-საახალწლო პერიოდს კარგად ჩავატარებთ" - თქვა არსენ ვენგერმა.
სხვა მატჩები
"მიდლენდსის დერბი" ადრეულმა წითელმა ბარათმა გააფუჭა, "ასტონ ვილას" კირან რიჩარდსონი გაუძევეს. სამაგიეროდ, გუნდს ფაბიან დელფი დაუბრუნდა, რომელიც მინდორზე მეორე ტაიმში შევიდა, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩმა" მაინც იძალა და 1-ლი ნოემბრის მერე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სიმბოლურია, რომ ბირმინგემელებს მათმა ყოფილმა ფეხბურთელმა კრეიგ გარდნერმა გაუტანა."კრისტალ პალასმა" და "სტოკმა" სწრაფი გოლები გაცვალეს და ერთმანეთს დაუზავდნენ. მარკ ჰიუზმა "სელჰარსტ პარკზე" საფარის მდგომარეობა დაიწუნა, ხოლო ნილ უონროკმა განაცხადა, შეტევაში თამაში გვაქვს გამოსასწორებელიო.
ისევ გაიტანა ჰარი კეინმა და კვლავაც შეაგდო უილფრიდ ბონიმ, მაგრამ "სუონსისა" და "ტოტენჰემის" დრამატულ და პრინციპულ დუელში გადამწყვეტი კრისტიან ერიკსენის ბურთი გამოდგა. მანვე ამ სეზონში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა.
პრემიერლიგა. XVI ტური
13 დეკემბერი
ბარნლი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ბარნსი (73)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი (74. ლაფერტი) - ბოიდი, მარნი, ჯონსი, არფილდი - ინგსი, ბარნსი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - ვანიამა, დევისი - ჰესკეტი (32. უორდ-პრაუსი), ტადიჩი, მანე (78. ლონგი) - პელე
შენიშვნა: ტადიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (60)
გაფრთხილება: ბოიდი - ჰესკეტი, მანე, პელე
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 15-11 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 7(2)-15(4) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 17 287
ჩელსი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 აზარი (7), 2:0 დიეგო კოშტა (68)
ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ფილიპე ლუიში - მატიჩი, მიკელი - ვილიანი, ოსკარი, აზარი - დიეგო კოშტა
ჰალი (4-1-3-2): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, ჩესტერი, დეივისი, რობერტსონი - დოუსონი - ლივერმორი, ჰადლსტოუნი, მეილერი - იელავიჩი, ალუკო
გაფრთხილება: ვილიანი, კეჰილი, დიეგო კოშტა - ჰადლსტოუნი, მეილერი, ბრიუსი, ჩესტერი
გაძევება: ჰადლსტოუნი (60)
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 12(3)-8(0) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 41 6626
კრ. პალასი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 აზარი (7), 2:0 დიეგო კოშტა (68)
კრ. პალასი (4-3-3): სპერონი - კელი, დანი, ჰანგელანდი, უარდი - მაკარტური (85. ბენანი), იედინაკი, ლედლი - ზაჰა (61. პანჩონი), ბოლაზი, შამახი (77. გეილი)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - კამერონი, ნ’ზონზი - უოლტერსი, ბოიანი (55. არნაუტოვიჩი), დიუფი - კრაუჩი
გაფრთხილება: შამახი, დანი -
კუთხური: 9-8 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 10(3)-7(3) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 23 038
ლესტერი-მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: 0:1 ლამპარდი (40)
ლესტერი (4-2-3-1): ჰამერი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, კოშელნი - კინგი, დრინკვოტერი (79. ნოკერტი) - მაჰრეზი, კამბიასო, შლუპი (64. ულოა) - ვარდი (73. პაუელი)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი (77. დემიკელისი), მანგალა, კლიში - იაია ტურე, ფერნანდო - ნასრი, ლამპარდი (60. მილნერი), სილვა - პოსო (74. ნავასი)
გაფრთხილება: - ნასრი, ჰარტი
კუთხური: 8-2 ჯარიმა: 15-13 თამაშგარე: 2-9 კარში დარტყმა: 7(1)-9(4) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 31 643
სანდერლენდი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 1:0 ხ. გომესი (22), 1:1 დაუნინგი (29)
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ვერხინი, ო’ში, ბრაუნი, რევეიერი - კატერმოლი - ჯონსონი (70. ალვარესი), ლარსონი, ხ. გომესი, ვიქჰემი - ალტიდორი (62. ს. ფლეტჩერი)
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრისუელი - კუიატე, სონგი, ნოლანი (81. ე. ვალენსია) - დაუნინგი - დ. სახო, კეროლი
გაფრთხილება: ხ. გომესი, ვიქჰემი - რიდი, დაუნინგი
კუთხური: 6-8 ჯარიმა: 11-18 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 13(4)-19(8) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 41 694
ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 გარდნერი (72)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი - უიზდომი, მაკოლი, ლესკოტი, პოკონიოლი - სესენიონი, დორანსი (70. ბერაჰინო), მორისონი, ვარელა - გარდნერი - ბრაუნი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, კლარკი, სისოხო (78. ვაიმანი) - კლევერლი, კ. სანჩესი (78. ვლაარი), რიჩარდსონი - ნ’ზოგბია (46. დელფი), აგბონლაჰორი, ბენტეკე
გაფრთხილება: მაკოლი, პოკონიოლი, ვარელა, გარდნერი - კლევერლი, ჰატონი
გაძევება: რიჩარდსონი (22)
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 17-12 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 13(5)-7(2) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 24 684
არსენალი-ნიუკასლი 4:1
გოლები: 1:0 ჟირუ (15), 2:0 კასორლა (54), 3:0 ჟირუ (58), 3:1 ა. პერესი (63), 4:1 კასორლა (88-პენ.)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ბელერინი, დებიუში, მერტეზაკერი, გიბსი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (90+1. მიტლენდ-ნაილზი), ფლამინი - სანჩესი (87. კოკლენი), კასორლა, უელბეკი - ჟირუ (73. პოდოლსკი)
ნიუკასლი (4-2-3-1): ალნვიკი - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე, კოლბეკი - ა. პერესი (82. არმსტრონგი), ამეობი (56. კაბელია), გუფრანი - სისე (56. რივიერი)
გაფრთხილება: ბელერინი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ტიოტე, იანმაატი
კუთხური: 9-6 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 17(4)-10(4) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 59 949
14 დეკემბერი
მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 რუნი (12), 2:0 მატა (40), 3:0 ვან პერსი (71)
მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - ჯონსი (89. მაკნეირი), კერიკი, ევანსი - ვალენსია, ფელაინი, იანგი, რუნი (78. ფალკაო) - მატა - უილსონი (71. ერერა), ვან პერსი
ლივერპული (3-4-3): ბ. ჯონსი - ჯონსონი (26. ტურე), შკრტელი, ლოვრენი - ჰენდერსონი, ჯერარდი, ალენი, მორენო (68. ლ. მარკოვიჩი) - ლალანა (46. ბალოტელი), სტერლინგი, კოუტინიო
გაფრთხილება: ფელაინი, ევანსი, ჯონსი, რუნი - ალენი, ბალოტელი, ჯერარდი
კუთხური: 2-7 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 11(6)-19(9) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 75 331
სუონსი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 კეინი (4), 1:1 ბონი (48), 1:2 ერიკსენი (89)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი (70. რიჩარდსი), ბარტლი, უილიამსი, ტეილორი - კი, ბრიტონი (55. შელვი) - რუტლეჯი, სიგურდსონი, მონტერო - ბონი (85. გომისი)
ტოტრნჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ფასიო, ვერტონგენი, დევისი - მეისონი (70. სტამბული), ბენთალები - ლამელა (83. ჩადლი), კეინი, ერიკსენი - სოლდადო (56. დემბელე)
გაფრთხილება: კი, ტეილორი, ბარტლი - უოკერი, ვერტონგენი, მეისონი, სტამბული
კუთხური: 7-9 ჯარიმა: 7-17 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 15(3)-10(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 20 650
15 დეკემბერი
ევერტონი-ქპრ 00:00
ბომბარდირები: 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 12 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 9 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 8 - ჩარლი ოსტინი (ქპრ)
მომდევნო ტური
20 დეკემბერი:
სიტი-კრ. პალასი, ასტონ ვილა-მანჩესტერი, ჰალი-სუონსი, ქპრ-ვესტ ბრომვიჩი, საუთჰემპტონი-ევერტონი, ტოტენჰემი-ბარნლი, ვესტ ჰემი-ლესტერი
21 დეკემბერი:
ნიუკასლი-სანდერლენდი, ლივერპული-არსენალი
22 დეკემბერი:
სტოკი-ჩელსი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"