"ნაპოლიც" და "ლივერპულიც" სერიოზულ პრობლემებს განიცდიან სეზონის სტარტზე. "ნაპოლი" სერია A-ში მე-7 ადგილზეა, ხოლო "ლივერპული" პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა.
გარდა ამისა, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა.
Daily Star-ი იტყობინება, რომ ახლო მომავალში ბენიტესმა შესაძლოა "ლივერპულის" თავკაცის პოსტი დაიკავოს.
შეგახსენებთ, რომ ბენიტესი "ლივერპულს" 2004-დან 2010 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.