„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 21 წლის უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი ამბობს, რომ მისი გუნდის მეკარე, 29 წლის ბრაზილიელი ეურელიო გომეში განსაკუთრებული ქების ღისია. არადა, გომეშს, ამ ბოლო დროს, გადაჭარბებით ნაქები კაცის სახელი გაუვარდა. საინტერესო ფაქტია: სამშაბათს, „ტოტენჰემმა“ „ნიუკასლთან“ 2:0 რომ მოიგო, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მეორე მატჩი, როდესაც გომეშმა მოედანი გოლის გაშვების გარეშე დატოვა.
ბეილმა თქვა: „მისი ბადალი მეკარე არასდროს მინახავს. რასაკვირველია, როგორც ყველა გოლკიპერი გომეშიც ცდება და ხანდახან, ამის გამო ჩვენს კარში გოლი გადის, მაგრამ ეს
სამაგიეროდ, გომეში ენითაღუწერელ დარტყმებს იგერიებს. ასეთ მომენტებს რომ ვუყურებთ, საკუთარი თავის რწმენა გვეუფლება და შთაგონებულებს საპირისპირო კარში გაგვაქვს გოლები. ერთი სიტყვით, ვფიქრობ გომეში ყველაზე კარგი მეკარეა. იმედია, მომავალში უფრო მეტ შეხვედრას დავასრულებთ გაშვებული გოლის გარეშე.“
.