ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტურის წინ: ფეხბურთო საახალწლოდ

AutoSharing Option
ახალი წლის პირველ დღეს ინგლისში ფეხბურთი თუ არ ითამაშეს აბა ისე როგორ იქნება და პირველები "ბრიტანიაზე" "სტოკ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მოგვილოცავენ.

"წითელ ეშმაკებს" გასვლაზე ჩატარებული 9 თამაშიდან მარტო 2 აქვთ მოგებული და ადვილი გასეირნება არც ამჯერად ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში "სტოკი" საკუთარ კედლებში ჩვეულად მრისხანე ვერ არის - წინა ტურში შინ "ვესტ ბრომვიჩთან" მოგებამდე სტოკელებს სტუმრად უფრო მეტი ქულა ჰქონდათ მოპოვებული.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს კლუბები 15-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან 13 მანჩესტერელებმა მოიგეს, მხოლოდ ერთი
დათმეს და ერთი მატჩიც ფრედ დამთავრდა. ის ერთადერთი წაგება "იუნაიტედმა" სწორედ წინა სეზონში იგემა "ბრიტანიაზე".

ტრავმებით "მანჩესტერი" მეტოქეს ვერ გააკვირვებს, სტოკელებსაც არაერთი ფეხბურთელი აკლიათ. ასეა თუ ისე, ლუი ვან გაალი ფონს გასვლას ახერხებს და უკანასკნელი 8 მატჩიდან 6 მოგება და 2 ფრე აქვს. მარკ ჰიუზი კი მიყოლებით ორი მოგებით იწონებს თავს და შეეცდება ის გუნდი კიდევ ერთხელ გაამწაროს, რომლის რიგებშიც სათამაშო კარიერის საუკეთესო წლებში გამოდიოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ "სტოკმა" ამ სეზონში უკვე მოახერხა "სიტის", "ტოტენჰემის", "ევერტონისა" და "არსენალის" დამარცხება.

1 იანვრის ტურის მთავარი მატჩი დააგვირგვინებს კიდეც მას. "უაით ჰართ ლეინზე" თავის ლიდერთა ამალას ჟოზე მოურინიო ჩაიყვანს. პორტუგალიელი ისევ შეთქმულების თეორიაზე ალაპარაკდა, იგი მსაჯებსა და "ჩელსის" კრიტიკოსებს გაუჯავრდა.

თუმცა "განსაკუთრებული" რამდენიმე მკაცრს სიტყვას თავის შეგირდებსაც ეტყოდა, რომლებიც ალბათ ამ დატვირთულმა პერიოდმა ცოტა გადაღალა. ახლა "ლურჯებს" მორიგი მძიმე თამაში აქვთ, რადგან რაც არ უნდა ვისაუბროთ მათ ფავორიტობაზე და "ტოტენჰემის" არადამაჯერებლობაზე, ფაქტია, "დეზების" წაქცევა ადვილი არ იქნება, თანაც მათ კარგი პერიოდი დაუდგათ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფრემდე მაურისიო პოჩეტინომ მიყოლებით 4-ჯერ იმარჯვა. ისე კი, "ტოტენჰემს" "ჩელსი" 2010 წლის შემდეგ, 10 მატჩია არ დაუმარცხებია - 5 წაგება, 5 ფრე.

არანაკლებ საინტერესო თამაში იქნება "სენტ მერიზე", სადაც ადგილობრივი "საუთჰემპტონი" "არსენალს" დაუხვდება, ორივე გუნდს 33-33 ქულა მოუგროვდა პირველი წრის მერე და მატჩი ბევრი მიზეზითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, თანაც ორივე კლუბი კარგ ხასიათზეა, "წმინდანებმა" ლიდერთან არ წააგეს, ხოლო "მეთოფეებმა" დერბიში აჯობეს "ვესტ ჰემს".

თუ "საუთჰემპტონმა" გრანდებთან მიწყობილი მატჩების პირველი გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა, ახლა კრიზისი დაძლია, ორჯერ იმარჯვა და "ჩელსისთან" ფრედ ითამაშა, ხოლო თუ "არსენალთან" არ წააგებს, საბოლოოდ და ძახილის ნიშნით დაგვიდასტურებს, რომ გუნდის იქამდელი წარმატებები და მძლავრი სტარტი შემთხვევითი არ ყოფილა.

ეს ერთგვარი გამოცდაა "არსენალისთვისაც", რომელიც ტრავმირებულებს რომ აღარც გადავწვდეთ, დისკვალიფიცირებული ოლივიე ჟირუს გარეშე ითამაშებს და შეეცდება წარმატებული სერია გააგრძელოს - ბოლო 9 მატჩიდან ლონდონელებს 7 მოგება აქვთ, 1 ფრე "ლივერპულთან", რომელსაც ბოლო წამებამდე უგებდნენ და 1 მარცხი.

"სანდერლენდი" ის გუნდია, რომელმაც 19 მატჩიდან 11 ფრედ დაასრულა და რომელიც ბოლო წლებში "სიტის" ტოლსწორად ეთამაშება, რის საილუსტრაციოდაც უკანასკნელი 12 ურთიერთშეხვედრის სტატისტიკის მოყვანაც კმარა - 4 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი. მიუხედავად ამისა, გუსტავო პოიეტის გუნდს ძალიან გაუჭირდება "იტიჰედიდან" თუნდაც თავისი საყვარელი ქულის წამოღება.

"სიტიმ" ისედაც დაკარგა ორი ძვირფასი ქულა "ბარნლისთან" შეხვედრაში, რომელსაც 2:0-ს იგებდა და ახლა გაბრაზებული "ქალაქელები" "შავ კატებთან" შეეცდებიან გულის მოოხებას. დიდი ალბათობით, მანუელ პელეგრინის ისევ არ ეყოლება თავდამსხმელი, მაგრამ ჩილელი ამას უკვე მიეჩვია.

უთავდამსხმელოდ თამაშს აგრძელებს ბრენდან როჯერსიც, რომლის "ლივერპულმაც" "სუონსი" გაანადგურა და ახლა ეცდება, რომ "ენფილდზე" ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე გამარჯვება მიაყოლოს. ასე რომ, "ლესტერს", რომელმაც "ჰალთან" საგარეო მოგებით ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყვიტა ძალიან რთული თამაში ელოდება. სწორედ "ვეფხვებს" ესტუმრება მეორე მერსისაიდული გუნდი "ევერტონი" და მორიგი წაგების შემთხვევაში შესაძლოა, გასავარდნ ზონასაც ერთ ნაბიჯში მიუახლოვდეს.

პრემიერლიგა. XX ტური
1 იანვარი
სტოკი-მანჩესტერი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერდსლი, დიონატანი, აირლენდი, სიდველი, მოზესი, ოდემვინგი - ანდერ ერერა, იანუზაი, დი მარია, როხო, თორპი, ბლინდი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +18 =21 -36 (88-129)

ასტონ ვილა-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეიკერი, ვესტვუდი, კოზაკი - უილიამსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +8 =6 -7 (19-15)

ჰალი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: ჰადლსტოუნი -
ტრავმა: რობერტსონი, დოუსონი, სნოდგრასი - ჯაგიელკა, ჰოვარდი, სტოუნსი, ატსუ, ჰიბერტი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1 =2 -4 (8-16)

ლივერპული-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლოვრენი, ფლენეგანი, ალენი, ჯონსონი - შმეიხელი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +1 =0 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +32 =19 -30 (128-112)

სიტი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პოსო, კომპანი, ჯეკო, აგუერო - ვან აანჰოლტი, რევეიერი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 121 თამაში: +57 =21 -43 (215-178)

ნიუკასლი-ბარნლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ამეობი, აბეიდი, აარონსი, ობერტანი, ელიოტი, კრული, ს. დე იონგი - უარდი, მ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +114 =112 -32 (43-25)

ქპრ-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იუნი, ტაარაბტი, სანდრო, ფორლინი -
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1 =1 -3 (5-12)

საუთჰემპტონი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ჟირუ
ტრავმა: ჰესკეტი, კორკი, ჯეი როდრიგესი - სანოგო, რემზი, გნაბრი, არტეტა, უილშირი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +16 =21 -38 (77-128)

ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - პოკონიოლი, ანიჩებე, ოლსონი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +25 =13 -29 (103-108)

ტოტენჰემი-ჩელსი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, უორდ-პრაუსი - დი მარია (?), რუნი (?), ბლინდი, შოუ
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 129 თამაში: +42 =32 -55 (179-192)

ბომბარდირები: 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 12 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 10 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 8 - ვილფრიდ ბონი (სუონსი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული