ლონდონის "არსენალი" მზადაა, ისკოში 64 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველით, ისკოთი არის დაინტერესებული, - იტყობინება Daily Star-ი.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ესპანელ ფეხბურთელში 64 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

22 წლის ისკოს გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი.

შეგახსენებთ, რომ ისკომ მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისური 26 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული