მიუხედავად იმისა, რომ დავიდ დე ხეა შესაშურ ფორმაშია, ვალდესი შეეცდება, 24 წლის კონკურენტს პირველი ნომრობისთვის გაეჯიბროს. აი, ანდერს ლინდეგაარდი კი, ალბათ, წასვლაზე იფიქრებს, რადგან ისედაც იშვიათად უწევდა თამაში და ახლა თითქმის არანაირი დრო აღარ ექნება.
აქვე ვთქვათ, რომ მანჩესტერელები ილქაი გიუნდოგანის დამატებას ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ. ამ ფეხბურთელს ცოტა პრობლემური
24 წლის გიუნდოგანის ფასი 15-20 მილიონი ფუნტია, რაც მანჩესტერისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან გუნდი ფულის დახარჯვას კიდევ აპირებს და ამის შესაძლებლობა აქვს კიდეც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"