"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვიქტორ ვალდესს კონტრაქტი გაუფორმა და ახლა ტიმ კრულზე ფიქრობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 32 წლის ესპანელ მეკარე ვიქტორ ვალდესთან კონტრაქტი გააფორმა. თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე "ბარსელონას" ყოფილმა გოლკიპერმა ინგლისურ კლუბთან 18-თვიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერელები "ნიუკასლიდან" ტიმ კრულის შეძენას გეგმავენ, მოლაპარაკებებს კი მას შემდეგ წარმართავენ, თუკი მადრიდის "რეალი" "იუნაიტედის" მთავარი გოლკიპერის, დავიდ დე ხეას გადაბირებას არ გადაიფიქრებს.

თუკი დე ხეა დატოვებს მანჩესტერს, "წითელი ეშმაკები" ჰოლანდიელი მეკარის დამატებას შეეცდებიან - კრულს ლუი ვან გაალი ჰოლანდიის ნაკრებიდან საკმაოდ კარგად იცნობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული