მერსისაიდელებს დაზავება არ უყვართ და ნაკლებად გამოსდით, ისინი ან იგებენ ან აგებენ. ბრენდან როჯერსს ამჯერადაც გამარჯვებაზე ეჭირება თვალი, მაგრამ რა გამოუვა ეს ძნელი სათქმელია.
"შავმა კატებმა" უკვე არაერთგზის დაამტკიცეს, რომ ბევრის გამწარება შეუძლიათ და წინა ტურში კინაღამ "სიტისაც" აართვეს ქულები.
აი, რაც შეეხება, "ლივერპულს" ამ გუნდმა "ენფილდზე" წყალწაღებულ "ლესტერთან" ვერ შეინარჩუნა 2:0, მაგრამ მერე თასზე იმარჯვა, ამ შეხვედრებში ჯამში გატანილი
"ტოტენჰემის" ჯავრი
"ჩელსის" "ნიუკასლთან" ბოლო 6 მატჩიდან 4 წაგებული აქვს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალან პარდიუს გარეშე დარჩენილი ჯორდების დამარცხება ახლა "ლურჯებისთვის" თავმოყვარეობის საკითხია. გარდა ამისა, "ჩელსიმ" 2015 წელი წაგებით დაიწყო, თანაც 5 გოლი გაუშვა და "სიტის" დაწევის საშუალება მისცა. ასე რომ, ჟოზე მოურინიო თავის ბიჭებს ისე დაგეშავს, "ნიუკასლის" ადგილას ამჟამად ალბათ, არავის ენდომებოდა ყოფნა.
ვიტყოდით "სიტის" ძალიან რთული მატჩი ელოდება "გუდისონ პარკზეო" და ისიც ვიცით, რომ ზოგადად პრემიერლიგაში იოლი თამაშები არ არსებობს, მაგრამ "ევერტონის" ამჟამინდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ... ძნელი სათქმელია, რას უნდა ველოდოთ რობერტო მარტინესის გუნდისაგან.
სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ მანუელ პელეგრინის შეგირდები 3 ქულისთვის ითამაშებენ და "სიტი" ამჟამად ალბათ პრემიერლიგაში "ტოტენჰემთან" ერთად ყველაზე კარგ ხასიათზე და ფორმაში მყოფი კლუბია. და კიდევ ერთხელ - ეს იმის ფონზე, რომ მანჩესტერელებს თავდამსხმელები აკლიათ.
პარდიუ ახალ როლში
"ტოტენჰემი" ვახსენეთ და "ტოტენჰემი" იყოს... "დეზები" "კრისტალ პალასს" სტუმრობენ. სწორედ ამ გუნდის სათავეში მივიდა პარდიუ და "არწივები" მის ხელში ახალ ცხოვრებას იწყებენ. ამ სეზონში პარდიუმ ერთხელ უკვე მოუგო მაურისიო პოჩეტინოს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამის მეორედ გაკეთებას, ქულები მას ნამდვილად სჭირდება, რადგან "პალასი" გასავარდნ ზონაშია. სულ სხვა მიზნებით, მაგრამ ასევე ესაჭიროება გამარჯვება სტუმარ გუნდს, "ტოტენჰემი" სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება მე-4 ადგილზე მყოფ "საუთჰემპტონს" და 3-ით მესამეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს", რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან...
სიტყვამ მოიტანა და ტურის ცენტრალური მატჩიც ალბათ სწორედ "ოლდ ტრაფორდზეა", სადაც "წითელ ეშმაკებს" "წმინდანები" შეეჭიდებიან.
ალბათ, გახსოვთ "სენტ მერიზე" გამართული თამაში, რომელშიდაც "საუთჰემპტონს" ძალიან არ გაუმართლა, თამაშის მიმდინარეობის მხრივ წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა. თუმცა ბოლო პერიოდში რონალდ კუმანმა გვიჩვენა, რომ მის სიმპათიურ კლუბს გრანდებთანაც შეუძლია ჭიდილი და ახლა ამის კიდევ ერთგზის დამტკიცებას თანამემამულის, ლუი ვან გაალის წინააღმდეგ შეეცდება.
ამ უკანასკნელს ნელ-ნელა უბრუნდებიან ტრავმირებულები, ხოლო ახლახან დაბრუნებულები ფორმაში შედიან. თუნდაც ანხელ დი მარიამ სათასო შეხვედრაში გაიტანა და პრემიერლიგაშიც ენდომება გოლის გემოს გახსენება.
მსაჯთა მტრების დუელი
სატურნირო კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და თან სანახაობრივად კარგ თამაშს ველოდებით უელსში. "ლიბერთი სტედიუმზე" გარი მონკის "სუონსის" სემ ალარდაისის "ვესტ ჰემი" სტუმრობს. ამ ორ მწვრთნელს მიმდინარე სეზონში ის საერთო აქვს, რომ ისინი ალბათ ყველაზე ხშირად რჩებიან ხოლმე მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი.
საინტერესოა, ვინ როგორ გუნებაგანწყობილებაზე იქნება არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ.
ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება "ტარფ მურზე", სადაც შონ დაიჩის "ბარნლი" "ქუინზ პარკ რინჯერსთან" 3 ქულის მოპოვებას შეეცდება და თუ ამას შეძლებს, მეტოქესაც გადაასწრებს.
ჰარი რედნაპის გუნდს ჯერჯერობით ყველა საგარეო მატჩი წაგებული აქვს - ცხრიდან ცხრა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ქუინზ პარკის" მთავარმეგოლე ჩარლი ოსტინი "ლოფტუს როუდის" ბინადრებში სწორედ რომ "ბარნლიდან" გადავიდა და საინტერესოა, გაუტანს თუ არა თავის ექსგუნდს.
არსენის ვენდეტა
"სტოკი" და "არსენალი" პირველი წრის ეგიდით ერთურთს დეკემბრის დასაწყისში შეხვდნენ და ალბათ გახსოვთ, რომ სტოკელებმა "მეთოფეებს" პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მერე ორი ბურთი კი გაუშვეს და ქომაგები ანერვიულეს, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მაინც მოიპოვეს და არსენ ვენგერს სატურნირო მდგომარეობაზე ზრუნვის გარდა, ვენდეტაც უნდა ამოძრავებდეს.ბოლოს კი ბოლოადგილოსანზეც ვთქვათ ორი სიტყვა. "ლესტერმა" უკანასკნელ პერიოდში თითქოს ცოტა მოუმატა, მაგრამ თუ "მელიები" "ასტონ ვილას" დამარცხებას ვერ შეძლებენ, შესაძლოა, უკვე ისე ღრმად ჩაეფლან ჭაობში, რომ ამოსვლისთვის მერე ვეღარც იბრძოლონ.
ერთი სიტყვით, ნაიჯელ პირსონს ბირმინგემელების წინააღმდეგ ერთგვარი გადამწყვეტი ბრძოლა აქვს.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური
შაბათი. 10 იანვარი
სანდერლენდი-ლივერპული 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრიდკატი, რევეიერი - ლალანა, ფლენეგანი, ჯოუნსი, ალენი, გ. ჯონსონი, სტარიჯი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 147 თამაში: +50 =32 -65 (211-242)
ბარნლი-ქპრ 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უარდი, ლონგი - იუნი, ტაარაბტი, ფორლენი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5 =1 -3 (12-8)
ჩელსი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: - სისე
ტრავმა: - აბეიდი, ამეობი, აარონსი, ს. დე იონგი, ს. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 127 თამაში: +50 =34 -43 (183-165)
ევერტონი-სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტოუნსი, ატსუ, პიენაარი, ჰოვარდი - პოსო, ჯეკო, აგუერო, ნასტასიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 163 თამაში: +61 =40 -62 (223-228)
ლესტერი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: - დელფი
ტრავმა: კინგი, შმეიხელი, ბაკაიოგო - ვლაარი, ბეიკერი, კოზაკი, სენდეროსი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 თამაში: +31 =21 -25 (153-138)
სუონსი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: შელვი -
ტრავმა: მონტერო -
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +1 =2 -6 (8-16)
ვესტ ბრომვიჩი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პოკონიოლი, ანიჩებე - დოუსონი, დიამე, სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0 =3 -2 (3-8)
კრ. პალასი-ტოტენჰემი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილიამსი -
ბოლო 6 მატჩი
+0 =4 -2 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +5 =10 -14 (25-43)
კვირა. 11 იანვარი
არსენალი-სტოკი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უელბეკი, სანოგო, რემზი, დიაბი, გნაბრი, უილშირი - ბოიანი, დიონატანი, აირლენდი, მოუზესი, ოდემვინგი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +43 =20 -24 (134-82)
მანჩესტერი-საუთჰემპტონი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვალენსია, როხო, თორპი, ბლინდი - ჰესკეტი, კლაინი, კორკი, ჯეი როდრიგესი, მანე
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +42 =18 -15 (138-87)
ბომბარდირები:
14 - სერხიო აგუერო (სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი); 12 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 10 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 9 - ვილფრიდ ბონი (სუონსი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"