ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური: კუმანმა ვან გაალს დუელი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
* "ასტონ ვილას" პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი (11).

* მესუთ იოზილმა (არსენალი) ოქტომბრის მერე პირველად ითამაშა.

* "საუთჰემპტონმა" პრემიერლიგაში "ოლდ ტრეფორდზე" 27-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო.

რემი კაბელიას თამადობით, "ნიუკასლი" კი გამოიყურებოდა კარგად "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ პირველ ტაიმში, მაგრამ... ჯერ ოსკარმა შეაგდო, მერე კი მეორე ნახევარში ლონდონელებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე და დიეგო კოშტამ ერთი კოხტა გოლიც დაამატა, ოსკარისვე პასით, რითაც ამ წუთისთვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ჩელსის" საკუთარ კედლებში 100%-იანი მაჩვენებელი დარჩა - 10-დან 10 მოგება. ჯორდების დროებითი მწვრთნელი
ჯონ კარვერი კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით, პირველი ტაიმით და სიამაყით ამბობდა, ბევრს რომ ეგონა, დაცვაში "ავტობუსს დავაყენებდით", მსგავსი არაფერი გვიქნია და პირიქით, ძელსაც გავარტყით და სხვა შანსებიც გვქონდაო. ჟოზე მოურინიომ კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ასისტენტი სტივ ჰოლანდი გაუშვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩელსი" ისევ წინ გაიქცა, რადგან "მანჩესტერ სიტიმ" 2 ქულა დაკარგა. თუმცა, დაკარგა თუ ერთი ქულა მოიპოვა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან მწვავე მომენტი "ევერტონს" უფრო მეტი ჰქონდა.

პოზიტიური გახლდათ ის, რომ მინდორს დაუბრუნდა სერხიო აგუერო. ეს ერთგვარად სიმბოლურიც იყო, რადგან კუნი სწორედ "ევერტონთან" მატჩის დებიუტში დაშავდა და 6 დეკემბრის მერე აღარ უთამაშია. არგენტინელს, ალბათ, რაღაც პერიოდი დასჭირდება ფორმის აღსადგენად.

ამ მძიმე შეხვედრაში "ქალაქელებმა" დაწინაურება მაინც მოახერხეს, როდესაც ფერნანდინიომ შეძლო ნაწვალები გოლის გატანა, მაგრამ აქტიურმა ნეისმიტმა მალევე გაათანაბრა. ამ ეპიზოდში ჯო ჰარტი შეცდა, მაგრამ იქამდე მეკარემ რამდენჯერმე იხსნა "სიტი".

რობერტო მარტინესი გახარებული გახლდათ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოტენციალი დიდი გვაქვს და თამაში უნდა გამოვასწოროთო. მანუელ პელეგრინი კი მოკლე და კონკრეტული კომენტარით შემოიფარგლა - ბრძოლა უნდა გავაგრძელოთო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პარდიუს დებიუტი
ოთხეულში შესვლის შანსი ხელიდან გაუშვა "ტოტენჰემმა", რომელიც სეზონში მეორედ დაამარცხა ალან პარდიუმ, ახლა უკვე "კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელის რანგში. შეუჩერებელმა ჰარი კეინმა მორიგი გოლი კი შეაგდო (ბოლო 8 შეხვედრაში მის აქტივში 7 ბურთია), მაგრამ "დეზებს" ეს არ ეყოთ, "არწივებმა" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს და გასავარდნ ზონას დააღწიეს თავი.

პარდიუს, რომელმაც "პალასთან" სამწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, მიმდინარე პრემიერლიგაში ყველა მწვრთნელზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული მას მერე, რაც მისი გუნდები აგებდნენ. მაურისიო პოჩეტინოს თქმის არ იყოს, გარდამტეხი პენალტის ეპიზოდი გახლდათ, რომელიც მისი აზრით, ძალიან საკამათო სიტუაციაში დაინიშნა.

"ტოტენჰემის" წინააღმდეგ არბიტრებმა უკვე 6 პენალტი დადეს, რაც ორჯერ მეტია, ნებისმიერ სხვა გუნდთან შედარებით.

ლაზარ მარკოვიჩმა ფაბიო ბორინის პასით პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და კინაღამ მეორეც დაამატა ულამაზესი დარტყმით. ახალგაზრდა სერბმა, ალბათ, თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა "ლივერპულში" გადასვლის მერე და გუნდს "სანდერლენდთან" მოაგებინა. "შავ კატებს" კი ჩემპიონატების უკანასკნელ 11 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება რჩებათ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ავად გამხდარი სემ ალარდაისის ნაცვლად, "ლიბერთი სთედიუმზე" "ვესტ ჰემი" მისმა ასისტენტმა ნილ მაკდონალდმა ჩაიყვანა. ანგარიში ბაფეტიმბი გომისის დარტყმის შემდეგ გათანაბრდა. მარკ ნოუბლს გუნდის გადარჩენა კი უნდოდა, მაგრამ ავტოგოლი გამოუვიდა. გომისმა კი წარმატება საფრანგეთის დროშის ფრიალით აღნიშნა და ტერორისტული თავდასხმის შედეგად საფრანგეთში მოკლული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგო.

ტონი პულისი ვესტბრომვიჩულ კარიერას მოგებითვე აგრძელებს. თასზე შთამბეჭდავი ტრიუმფის მერე მან "ალბიონს" გამარჯვება "ჰალთან" პრინციპულ შეხვედრაში მოუტანა. ერთადერთი გოლი ადვილი გამოსაცნობია, რომ საიდო ბერაჰინომ გაიტანა.

კვირის მატჩები
კვირას კი ორი მატჩი გაიმართა, "არსენალმა" უჩვეულოდ მშვიდად მოუგო "სტოკს". ალექსის სანჩესი ისევ გამოირჩეოდა და დუბლი გაახერხა. ცოტა ხანი ითამაშა მესუთ იოზილმა, მაგრამ კვლავაც დაშავდა მატიე დებიუში, მან მხარი დაიზიანა. სტოკელთა რიგებში კი "ლევერკუზენიდან" ნათხოვარი ფილიპ ვოლშაიდის დებიუტი შედგა. "მეთოფეები" მე-5 ადგილზე გადავიდნენ და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთ ქულაში არიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"წითელი ეშმაკები" მესამე საფეხურიდან "წმინდანებმა" ჩამოაბრძანეს და იქ თავად აინაცვლეს. "ოლდ ტრაფორდზე" გამართულმა შეხვედრამ, სანახაობრივი კუთხით, მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა, მაგრამ კარგი ტაქტიკური დუელი და დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. საინტერესოა, რომ მანჩესტერელებს მეტოქის კარში ზუსტად არც ერთხელ არ დაურტყამთ, ხოლო "საუთჰემპტონმა" ერთხელ დაარტყა და გაიტანა...

ორი ჰოლანდიელი მწვრთნელის დუელში რონალდ კუმანმა ლუი ვან გაალს აჯობა - მისმა ფრთხილმა, ცბიერმა და ეშმაკურმა მიდგომამ გაჭრა. სტუმრები მეორე ნომრად თამაშობდნენ და 63-ე წუთზე კუმანმა პასიური ახალწვეულის, ელჯერო ელიას ნაცვლად მინდორზე დუშან ტადიჩი შემოაპარა. სერბმა ყველაფერი გააკეთა, რომ პრემიერლიგაში მე-8 საგოლე გადაცემა გაეფორმებინა, როდესაც გრაციანო პელეს მშვენივრად უპასა, მაგრამ იტალიელმა ძელს გაარტყა, სამაგიეროდ, ბურთი თავად ტადიჩს დაუბრუნდა.

ხუან მატას სამი შანსი კი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და "მანჩესტერს", ზოგადად, ფანტაზია აკლდა, "იუნაიტედს" 11-თამაშიანი დაუმარცხებელი სერია შეუწყდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXI ტური
10 იანვარი
სანდერლენდი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 მარკოვიჩი (9)
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ვერხინი, ო’ში, ბრაუნი, ვან აანჰოლტი - ბრიდკატი - ა. ჯონსონი (86. მანდრონი), ლარსონი, ხ. გომესი, ჯაკერინი (77. ბაკლი) - ვიქჰემი (77. გრემი)
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე - ჯანი, შკრტელი, მ. სახო - მარკოვიჩი, ჰენდერსონი, ლუკასი, მორენო - ჯერარდი (46. ლოვრენი), კოუტინიო - ბორინი (67. ბალოტელი)
გაფრთხილება: ვერხინი, ბრიდკატი, ბრიდკატი - ბორინი, კოუტინიო, ჰენდერსონი, ლოვრენი
გაძევება: ბრიდკატი (49)
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 5(1)-21(4) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 45 369

ვესტ ბრომვიჩი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 ბერაჰინო (78)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - უიზდომი, მაკოლი, ლესკოტი, ბერდი - ბრანტი, იაკობი, მორისონი, სესენიონი (76. გარდნერი) - ბერაჰინო, იდეიე ბრაუნი (73. ანიჩებე)
ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი - ჩესტერი, ბრიუსი, დეივისი, ფიგეროა - ელმოჰამადი, ლივერმორი, ქუინი (78. ჰადლსტოუნი), მეილერი - იელავიჩი (33. ბერდი), ა. ერნანდესი (39. ტ. ინსი)
გაფრთხილება: იაკობი -
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 5-13 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 9(3)-12(2) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 24 818

კრ. პალასი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 კეინი (49), 1:1 გეილი (69-პენ.), 2:1 პანჩონი (80)
კრ. პალასი (4-1-4-1): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, კელი - ლედლი - მაკარტური, ბენანი (46. გედიურა), პანჩონი, გეილი (87. ფ. კემპბელი) - მარეი (74. ზაჰა)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი - სტამბული (75. სოლდადო), დემბელე - თაუნსენდი (69. კაპუ), ერიკსენი, შადლი - კეინი
გაფრთხილება: ბენანი, დანი, პანჩონი, კემპბელი, გედიურა - თაუნსენდი, სტამბული, ფასიო
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 9-14 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 21(7)-9(5) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 24 193

ევერტონი-სიტი 1:1
გოლები: 0:1 ფერნანდინიო (74), 1:1 ნეისმიტი (78)
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბეშიჩI, ბერი - მაკგიდი (77. მირალასი), ბაკლი, ნეისმიტი - ლუკაკუ
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კლიში - ფერნანდინიო (82. ლამპარდი), ფერნანდო - ნასრი (90+2. კოლაროვი), ნავასი, სილვა - იოვეტიჩი (67. აგუერო)
გაფრთხილება: სტოუნსი - მანგალა, ფერნანდინიო
კუთხური: 4-9 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 10(4)-18(2) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 39 499

სუონსი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0:1 ე. კეროლი (43), 1:1 ნოუბლი (74-ს.კ-ში)
სოუნსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - ბრიტონი, ტ. კეროლი - დაიერი (62. ემნესი), სიგურდსონი (74. ოლივეირა), რუტლეჯი (62. ბეროუ) - გომისი
ვესტ ჰემი (4-1-3-2): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრისუელი - კოლინსი - ნოუბლი, ნოლანი (82. პოიეტი), დაუნინგი - ე. ვალენსია (71. ამალფიტანო), კეროლი
გაფრთხილება: - პოიეტი
კუთხური: 4-8 ჯარიმა: 9-7 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 19(3)-10(4) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 20 745

ლესტერი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 კონჩესკი (45+1)
ლესტერი (4-4-2): ჰამერი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, კონჩესკი - ოლბრაიტონი (72. ლოურენსი), ჰამონდი (75. კინგი), ჯეიმსი, ნოკერტი - ნიუჯენტი, ულოა (72. ვარდი)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, კლარკი, სისოხო (89. ნ’ზოგბია) - კლევერლი, კ. სანჩესი (76. რიჩარდსონი), ვესტვუდი - ჯ. კოული (72. ვაიმანი), აგბონლაჰორი, ბენტეკე
გაფრთხილება: მაკოლი, პოკონიოლი, ვარელა, გარდნერი - კლევერლი, ჰატონი
გაძევება: ჯეიმსი (90+3), კლარკი (90+4)
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 18-6 თამაშგარე: 2-6 კარში დარტყმა: 11(3)-11(1) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 31 728

ჩელსი-ნიუკასლი 2:0
გოლები: 1:0 ოსკარი (43), 2:0 დიეგო კოშტა (59)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა (37. ფილიპე ლუიში) - ფაბრეგასი, მატიჩი - ვილიანი, ოსკარი (79. რამირესი), აზარი - დიეგო კოშტა (84. რემი)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, დამეტი - ანიტა, კოლბეკი - კაბელია, სისოკო (84. რივიერი), გუფრანი (63. ამეობი) - ა. პერესი
გაფრთხილება: მატიჩი, ოსკარი - უილიამსონი, კოლბეკი, დამეტი
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 7-0 კარში დარტყმა: 8(4)-10(4) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 41 612

ბარნლი-ქპრ 2:1
გოლები: 1:0 არფილდი (12), 1:1 ოსტინი (33-პენ.), 2:1 ინგსი (37)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი, მარნი, ჯოუნსი, არფილდი - ბარნსი (73. ვოუკსი) - ინგსი
ქპრ (4-4-1-1): გრინი - ისლა, დანი, კოლკერი, ჰილი (75. ტრაორე) - ვარგასი (76. სარატე), ჰენრი (69. ზამორა), ბარტონი, ფერი - ტაარაბტი - ოსტინი
გაფრთხილება: მარნი, ბარნსი - ბარტონი, ტრაორე
კუთხური: 10-6 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 18(7)-17(7) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 17 523

11 იანვარი
არსენალი-სტოკი 3:0
გოლები: 1:0 კოშელნი (6), 2:0 სანჩესი (33), 3:0 სანჩესი (49)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - დებიუში (13. ბელერინი), მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - როსიცკი, კოკლენი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68. უოლკოტი), კასორლა, სანჩესი - ჟირუ (73. იოზილი)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კამერონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი (46. მუნიესა) - ნ’ზონზი (46. სიდველი), უელანი - არნაუტოვიჩი, ბოიანი (73. აირლენდი), უოლტერსი - კრაუჩი
გაფრთხილება: - ვოლშაიდი, კამერონი, კრაუჩი
კუთხური: 9-1 ჯარიმა: 11-11 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 14(6)-7(2) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 59 956

მანჩესტერი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 ტადიჩი (69)
მანჩესტერი (3-1-4-2): დე ხეა - ჯოუნსი, სმოლინგი, ბლინდი - კერიკი - ვალენსია, შოუ (64. ბლეკეტი), მატა, რუნი - ვან პერსი (61. ერერა), დი მარია (72. ფელაინი)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი (21. გარდოში), ბერტრანი - შნედერლენი, ვანიამა, დევისი (80. რიდი) - ელია (63. ტადიჩი), უორდ-პრაუსი, პელე
გაფრთხილება: ვან პერსი, კერიკი - ბერტრანი, ტადიჩი, პელე
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 10(0)-9(1) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 75 395

ბომბარდირები: 15 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ) 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 9 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უილფრიდ ბონი (სუონსი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)

მომდევნო ტური
17 იანვარი:
ასტონ ვილა-ლივერპული, ბარნლი-კრ. პალასი, ლესტერი-სტოკი, ქპრ-მანჩესტერი, სუონსი-ჩელსი, ტოტენჰემი-სანდერლენდი, ნიუკასლი-საუთჰემპტონი

18 იანვარი:
ვესტ ჰემი-ჰალი, სიტი-არსენალი

19 იანვარი:
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული