ლონდონის "ტოტენჰემმა" 6 ფეხბურთელის გასხვისება გადაწყვიტა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემმა" გადაწყვიტა, მორგან შნედერლენი თანაქალაქელი "არსენალისა" და სხვა მსურველებისთვის დატოვოს და თავად "ევერტონის" ჯეიმს მაკარტიზე გადაერთოს. რამდენად ისურვებენ მერსისაიდელები 24 წლის ირლანდიელის გაშვებას, ეს ჯერ საიდუმლოა.

გავრცელებული ინფორმაციით, "დეზებმა" 6 ფეხბურთელის გასხვისება გადაწყვიტეს. საუბარია 27 წლის აარონ ლენონზე, რომელიც "კრისტალ პალასს", "ვესტ ბრომვიჩსა" და "ევერტონს" სურთ.

"ტოტენჰემი" მზად ყოფილა, რომ ანდროს თაუნსენდსაც გამოემშვიდობოს და სარფიან წინადადებებს ელოდება. თუ ამ ცნობებს ვენდობით, ჩემოდნების ჩალაგება უნდა დაიწყონ ეტიენ კაპუმ, კაილ ნოტონმა, ემანუელ ადებაიორმა და იუნეს ქაბულმაც.

პირველი "ნაპოლის" სურს, მეორე -
"კრისტალ პალასსა" და "ვესტ ბრომვიჩს", მესამე "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშს" უნდათ და მეოთხესაც "ბეშიქთაშს" უკავშირებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული