მანჩესტერი მანჩესტერის ტყავს დახევს [VIDEO]

AutoSharing Option

მექსიკელმა ვარსკვლავბიჭუნამ ხავიერ ერნანდესმა ამ სეზონში უკვე მერამდენედ მოუტანა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ნანატრი ქულები - ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია. მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შესულმა მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე შეაგდო ის გოლი, რომელმაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ლიდერად დატოვა, თუმცა „იუნაიტედის“ გამარჯვებას ხინჯი ჰქონდა: გარი ნევილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გასაძევებელიც იყო და პენალტიც უნდა დანიშნულიყო. მასპინძელთა სამწუხაროდ, ეს აშკარა რამ „ჰოუთორმზე“ ერთადერთმა კაცმა ვერ დაინახა და ის მაინცდამაინც მსაჯი კრის ფოი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მანჩესტერელების პირველი გოლი უეინ რუნიმ შეაგდო

- ცხრათვიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, პენალტის დაუხმარებლად გაიტანა - თუმცა, ბოლოს მოედანი საეჭვო კოჭლობით დატოვა.

„რთული თამაში გამოდგა. მოედანი საშინლად მოყინული იყო, - თქვა მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა - დღევანდელ გამარჯვებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩავატარეთ. ტრავმების გამო ორი ფეხბურთელის შეცვლა მოგვიხდა“.

ჟურნალისტებმა, რასაკვირველია, ნევილის ეპიზოდზეც ჰკითხეს. ფერგიმ უპასუხა: „გარის ძალიან გაუმართლა, მოედანზე რომ დატოვეს. რასაკვირველია, პენალტი იყო. თავიდან, გავიფიქრე, იქნებ მაინც ბურთს გაკრა ფეხი-მეთქი, მაგრამ ჩანაწერი რომ ვნახე, სალაპარაკო არაფერია“.

კიდევ ერთი კითხვა რუნის ეხებოდა. „იუნაიტედის“ მწვრთნელმა ბრძანა: „ასეთია უეინი. ხანდახან კაცს გეგონება, რომ რამდენიმე კვირა გამოტოვა და თამაშს არის მოწყურებული. ვფიქრობ, დღეს მან უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენა“.

„მანჩესტერ სიტიმ“ კი „ნადირის სუნი იგრძნო“ და მწევარივით მოსდევს თანაქალაქელს - ახალი წელი ისტლენდელებმა „ბლექპულის“ ძლევით დაიწყეს. მეორე მხრივ, ამ შეხვედრას თავისი დრამაც ჰქონდა: კარლოს ტევესმა პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მარტო პენალტს ვინ ჩივის - ორი ისეთი მომენტი გაუშვა ხელიდან, რომ მაყურებელი სახტად დარჩა. ერთ ეპიზოდში ტევესმა მეკარეც კი მოატყუა და დაუცველი კართან პირისპირ დარჩენილი დაეცა. ამ შეხვედრაში ვერ ითამაშა წინა ტურში ჰეთ-თრიკის ავტორმა მარიო ბალოტელიმ, რომელსაც მუხლი სტკიოდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე რობერტო მანჩინის ასისტენტი დევიდ პლატი წარსდგა. მან თქვა: „დღეს ერთი სერიოზული წუნი გვქონდა - აშკარა საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მომდევნო შეხვედრებში ეს ნაკლი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

 

ტევესმა პენალტი ჯონსონის გოლიდან სამ წუთში ვერ გაიტანა. ამას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჰქონდა მნიშვნელობა. პირველ გოლს მეორეც რომ მიჰყოლოდა, გუნდი სხვანაირად ითამაშებდა“.

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“, რომელშიც ინგლისური ფეხბურთის ვეტერანს, დევიდ ბექჰემს სურს გადასვლა, ლონდონურ დერბიში „ფულჰემს“ აჯობა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გარეთ ბეილმა გაიტანა. ეს ამბავი პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოხდა, როდესაც რაფაელ ვან დერ ვაარტმა ჯარიმა დაარტყა, უელსელმა კი ბურთს წაკრა და ხახამშრალი მარკ შვარცერის კარში შეაგდო. „სფურზმა“ სხვა მომენტებიც გაუშვა ხელიდან, თუმცა ერთ ეპიზოდში თავადაც გადარჩა - მაიკლ დოუსონმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

„არსენალმა“ „ბირმინგემს“ სტუმრად მოუგო 3:0 - ლონდონელები მანჩესტერის ორ გუნდს კვალში უდგანან.

„ძალიან მიხარია, რომ ფიზიკურად ასეთი მძლავრი ფეხბურთი ვაჩვენეთ - თქვა მატჩის შემდეგ „მეთოფეთა“ თავკაცმა არსენ ვენგერმა - გარდა ამისა, დავრწმუნდი, რომ ჩემი გუნდი საჩემპიონო გამოწვევისთვის მენტალურადაც მზად არის“.

„ლივერპულმა“ „ბოლტონს“ ჯო კოულის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:1 მოუგო.

„მე კლუბის ახალ მეპატრონეებს ველაპარაკე და მათ მითხრეს, რომ წინა ტურში „ვულვზთან“ განცდილი მარცხის გამო მითანაგრძნობენ. რამდენადაც მივხვდი ისინი მხარს მიჭერენ და ეს ძალიან მახარებს“ - თქვა „ბოლტონთან“ მოგების მერე გამოცოცხლებულმა როი ჰოჯსონმა.

„ვესტ ჰემმა“ 2:0 მოიგო და, როგორც იქნა, ეს ლონდონის გუნდი გასავარდნთა ზონას აცდა. სამაგიეროდ, ცხრილის ფსკერზე დაეშვა ამ შეხვედრაში დამარცხებული „ვულვერჰემპტონი“.

„სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსიმ“ და „ასტონ ვილამ“ ტრილერი მოაწყვეს, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებში. თავიდან „ჩელსი“ დაწინაურდა - ფრენკ ლამპარდმა პენალტი გაიტანა - მერე კი ბირმინგემელებმა გაიტანეს ორი გოლი და ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ფერიც დააკარგინეს, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 6 წუთი რომ დარჩა, დიდიე დროგბამ და ჯონ ტერიმ კვლავ „ლურჯები“ დააწინაურეს, ოღონდ თუ გაიფიქრეს კიდეც მოვიგეთო, ძალიან შემცდარან - მსაჯის წამატებულ დროში კირეან კლარკმა გოლი შეაგდო და თამაში ფრედ დაასრულა. 

მომდევნო ტური
4 იანვარი: ბლექპული-ბირმინგემი, ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-სტოკი; 5 იანვარი: არსენალი-მანჩესტერ სიტი, ასტონ ვილა-სანდერლენდი, ნიუკასლი-ვესტ ჰემი, ვულვერჰემპტონი-ჩელსი, ბლექბერნი-ლივერპული, ბოლტონი-უიგანი, ევერტონი-ტოტენჰემი. 


ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 [ვიდეო]
მანჩესტერ სიტი (4-5-1): კერსონი - რიდი (64. ზუივერლონი), შარნერი, იბანიესი (71. ტჩოი), მ. ჩეხი - მორისონი, დორანსი, მულუმბუ (90. ფორჩუნი), ბრანტი, ტომასი - ოდემვინგე.
ასტონ ვილა (4-4-2): კუშჩაკი - გ. ნევილი (71. ფაბიო). ვიდიჩი, რ. ფერდინანდი, ევრა - ანდერსონი, ქერიკი, ობერტანი (61. გიბსონი), დ. ფლეტჩერი - რუნი, ბერბატოვი (61. ერნანდესი).   
გოლები: 0:1 რუნი (3), 1:1 მორისონი (14), 1:2 ერნანდესი (75)
ვერ გაიტანა პენალტი: ოდემვინგე (63-ვესტ ბრომვიჩი)
გაფრთხილება: ბრანრი - ერნანდესი, ფაბიო, ვიდიჩი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-15; კარში დარტყმა: 21-6 (3-4); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 48%-52% 
მაყურებელი: 25 499

ლივერპული-ბოლტონი 2:1

ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი (89. კირიაკოსი), შკრტელი, აურელიო - კუიტი, ლუკასი, მეირელეში (21. ჯერარდი), მაქსი როდრიგესი - ჯ. კოული (82. ნგოგი), ტორესი.
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რიკეტსი, ნაითი, გ. კეჰილი, ალონსო - როდრიგო (70. კლასნიჩი), მ. დევისი, მუამბა, ტეილორი (82. მ. პეტროვი) - კ. დევისი, ელმანდერი.
გოლები: 0:1 კ. დევისი (43), 1:1 ტორესი (49), 2:1 ჯ. კოული (90)
გაფრთხილება: აურელიო, ლუკასი - ალონსო, ტეილორი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 13-16; კარში დარტყმა: 26-15 (5-4); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 35 400 

მანჩესტერ სიტი-ბლექპული 1:0 [ვიდეო]

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - ბოატენგი, ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი (58. საბალეტა) - ი. ტურე (85. ვიეირა), დე იონგი, ბერი - ა. ჯონსონი, სილვა (64. მილნერი), ტევესი.  
ბლექპული (4-3-3): კინგსონი - ერდლი, ივეტი, კეთკერტი, კრეინი - ადამი, სილვესტი (45. ფილიპსი), ვუგანი - ტეილორ-ფლეტჩერი (74. ორმეროდი), ვერნი (83. ჩერნი), კემპბელი.
გოლი: 1:0 ა. ჯონსონი (34)
ვერ გაიტანა პენალტი: ტევესი (36-მანჩესტერ სიტი)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 11-10; კარში დარტყმა: 22-9 (3-5); თამაშგარე: 6-2; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 47 296 

სტოკი-ევერტონი 2:0

სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, ჰიგინბიტემი, შოუკროსი, კოლინზი - პენანტი (59. თუნჩაი), დილეპი, უაიტჰედი, ეზერინგტონი (80. უილანი) - ფულერი (84. უოლტერსი), კ. ჯონსი.
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ფ. ნევილი (66. ენიჩიბე), დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, არტეტა (66. ოსმანი), ტ. კეჰილი, ფელაინი, პიენაარი - საა (80. ბეკფორდი).
გოლები: 1:0 კ. ჯონსი (23), 2:0 ჯეგიელკა (69 ს.კ.)
გაფრთხილება: კოლინზი, ბეგოვიჩი, უაიტჰედი, დილეპი - ტ. კეჰილი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 13-10; კარში დარტყმა: 8-15 (1-2); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 27 418 

სანდერლენდი-ბლექბერნი 3:0

სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ბერდსლი, ა. ფერდინანდი, ბრამბლი, რიჩარდსონი - ალ მუჰამადი (86. ანხელერი), მეილერი, ჰენდერსონი, მოლბრანკი - ბენტი (82. ასამოა), უილბეკი (69. ზენდენი).
ბლექბერნი (4-4-2): ბანი - ჰენლი (45. მვარუვარი), ჟივე, ნილსენი, ოლსონი - ე. ჰ დიუფი, პედერსენი, ემერტონი, ჰოილეტი (78. მორისი) - დანი (85. გულონი), მ.ბ. დიუფი.
გოლები: 1:0 უილბეკი (11), 2:0 ბენტი (19), 3:0 ასამოა (89)
გაფრთხილება: ა. ფერდინანდი - დანი, მ.ბ. დიუფი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 13-9; კარში დარტყმა: 14-11 (4-0); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 36 242 

ტოტენჰემი-ფულჰემი 1:0

ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჰატონი (27. ჩორლუკა), დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო - ლენონი, მოდრიჩი, პალასიოსი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (83. ჯენასი), პავლიუჩენკო (67. პავლიუჩენკო).
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - პენტსილი, ჰანგელანდი, ჰიუზი, ბეირდი - დაფი (82. გერა), მერფი, ეტუჰუ, ს. დევისი - დემპსი, ენ. ჯონსონი.
გოლი: 1:0 ბეილი (42)
გაფრთხილება: დოუსონი, ასუ-ეკოტო - პენტსილი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 12-11; კარში დარტყმა: 15-14 (5-2); თამაშგარე: 2-2;  ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 35 603 

ვესტ ჰემი-ვულვერჰემპტონი 2:0

ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - ბენ-ჰაიმი, აპსონი, ტომკინსი, გებიდონი - სირსი, პარკერი, კოვაჩი, სტანისლასი (70. ნობლი) - პიქვიონი, კოული.  
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - ზუბარი, ბერა, სტირმენი, ელოკობი (75. ს. ფლეტჩერი) - ჰანტი (75. ედუარდსი), ფოული, მილიაში (87. მ. ბენტი), უორდი, ჯერვისი - ებანკს-ბლეიკი.
გოლები: 1:0 ზუბარი (51 ს.კ.), 2:0 სირსი (79)
გაფრთხილება: სტირმენი (ვულვერჰემპტონი)
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 10-15; კარში დარტყმა: 13-16 (7-3); თამაშგარე: 5-0;  ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 33 550 

ბირმინგემი-არსენალი 0:3 [ვიდეო]

ბირმინგემი (4-5-1): ფოსტერი - კარი, ს. დანი, რ. ჯონსონი, რიჯუელი - ლარსონი, ბიუსეჟური (59. ჰლები), ბოიერი (69. ჟიგიჩი), გარდნერი, ფერგიუსონი - ჯერომი (80. ფილიპსი).
არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი - სანია, კოშელნი, ჯურუ, კლიში - უოლკოტი (79. არშავინი), უილშერი (79. დენილსონი), სონგი, ნასრი - ფაბრეგასი, ვან პერსი.
გოლები: 0:1 ვან პერსი (13), 0:2 ნასრი (58), 0:3 რ. ჯონსონი (65. ს.კ.)
გაფრთხილება: რ. ჯონსონი, რიჯუელი, ს. დანი - ჯურუ 
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 8-9; კარში დარტყმა: 6-19 (1-11); თამაშგარე: 6-0; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 24 341 

ჩელსი-ასტონ ვილა 3:3 [ვიდეო]

ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ფერეირა (57. ბოსინგვა), ტერი, ბრუმა, ე. კოული - რამირესი (73. კალუ), ესიენი, ლემპარდი - ანელკა (78. სტარიჯი), მალუდა, დროგბა. 
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - კუელარი, დანი, კოლინზი, კლარკი - დაუნინგი, რიო-კოკერი, ს. პეტროვი, ე. იანგი, აგბონლაჰორი (85. ოლბრაიტონი) - ჰესკი.
გოლები: 1:0 ლემპარდი (23-პენ), 1:1 ე. იანგი (41-პენ), 1:2 ჰესკი (47), 2:2 დროგბა (84), 3:2 ტერი (89), 3:3 კლარკი (90)
გაფრთხილება: რამირესი, ტერი - ს. პეტროვი, ფრიდელი, კოლინზი, რიო-კოკერი, აგბონლაჰორი, კლარკი, ჰესკი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 20-13; კარში დარტყმა: 21-17 (7-5); თამაშგარე: 0-1;  ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 41 222 

უიგანი-ნიუკასლი 0:1

უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი - სტამი (84. მაკმანამანი), ალკარასი, კოლდუელი, გოჰური - გომესი (60. ბოსელი), უოტსონი, ტომასი (45. მაკარტური), კლივერლი - დიამე, როდალეგა.
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - სიმპსონი, კოლოჩინი, ტეილორი, სანჩესი - ბარტონი, ნოლანი (86. სმიტი), ტიოტე, ხონასი - ამეობი (77. ბესტი), ლოვენკრანდსი (70. რუტლიჯი). 
გოლი: 0:1 ამეობი (19)
გაფრთხილება: უოტსონი, კოლდუელი - სიმპსონი, ბარტონი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 15-16; კარში დარტყმა: 9-15 (2-4); თამაშგარე: 1-3;  ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 15 277


1. მანჩესტერი 19 11 8 0 41:18 41
2. სიტი 21 12 5 4 33:16 41
3. არსენალი 20 12 3 5 42:22 39
4. ტოტენჰემი 20 10 6 4 30:23 36
5. ჩელსი 20 10 5 5 36:18 35
6. სანდერლენდი 21 7 9 5 24:22 30
7. ბოლტონი 21 7 8 6 33:28 29
8. სტოკი 20 8 3 9 25:24 27
9. ლივერპული 19 7 4 8 23:24 25
10. ბლექპული 18 7 4 7 26:30 25
11. ნიუკასლი 20 7 4 9 29:31 25
12. ბლექბერნი 21 7 4 10 26:34 25
13. ევერტონი 20 4 10 6 21:24 22
14. ვესტ ბრომვიჩი 20 6 4 10 26:36 22
15. ასტონ ვილა 20 5 6 9 23:37 21
16. ვესტ ჰემი 21 4 8 9 22:33 20
17. უიგანი 20 4 8 8 17:32 20
18. ფულჰემი 20 3 10 7 19:24 19
19. ბირმინგემი 19 3 10 6 18:24 19
20. ვულვზი 20 5 3 12 20:34 18  

ბომბარდირები: 14 – ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 12 – ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 9 –კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი); 8 - ბენტი (სანდერლენდი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), მალუდა (ჩელსი); 7 – ბეილი (ტოტენჰემი), დევისი (ბოლტონი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი); 6 –კალუ (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ასამოა (სანდერლენდი).


ინგლისი. ჩემპიონატი. XXV ტური
ლიდსი-მიდლსბრო 1:1
გოლები: 0:1 უიტერი (20), 1:1 ბეკიო (90)

მილუოლი-კრისტალ პალასი 3:0
გოლები: 1:0 პანჩიონი (8), 2:0 პანჩიონი (65), 3:0 პანჩიონი (71)

ბრისტოლი-კარდიფი 3:0
გოლები: 1:0 პიტმენი (3), 2:0 ჯონსონი (39), 3:0 კემპბელ-რაისი (55)

ბარნლი-შეფილდი 4:2
გოლები: 0:1 იეტსი (9), 1:1 იგლზი (29), 2:1 იუელუმო (45), 3:1 როდრიგესი (45), 3:2 ევანსი (47), 4:2 ტომპსონი (85)

ქოვენთრი-იფსვიჩი 1:1
გოლები: 0:1 ფელონი (44), 1:1 ისტვუდი (48)

დონკასტერი-სკანტორპი 3:0
გოლები: 1:0 შარპი (26), 2:0 ჰეიტერი (38), 3:0 მილსი (45)

ჰალი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 ვასელი (11)

ნორვიჩი-ქუინზ პარკი 1:0
გოლი: 1:0 მარტინი (10)

ნოტინგემი-ბარნსლი 2:2
გოლები: 0:1 ჰილი (17), 0:2 გრეი (50), 1:2 მაკგუგანი (68), 2:2 ტაისონი (80)

პრესტონი-დერბი 1:2
გოლები: 0:1 პორტერი (70), 0:2 პორტერი (84), 1:2 დევიდსონი (90)

სუონსი-რედინგი 1:0
გოლი: 1:0 პრეტლი (65)

უოტფორდი-პორტსმუთი 3:0
გოლები: 1:0 ტეილორი (42), 2:0 სორდელი (52), 3:0 გრემი (69)

1. ქუინზ პარკი 24 13 8 3 42:15 47        
2. სუონსი 25 13 4 8 30:23 43        
3. ნორვიჩი 24 12 6 6 40:32 42        
4. ლიდსი 25 11 8 6 45:41 41        
5. კარდიფი 24 12 4 8 38:29 40        
6. უოტფორდი 23 10 6 7 45:34 36        
7. მილუოლი 24 9 8 7 31:23 35        
8. ბარნლი 23 9 8 6 38:31 35        
9. ქოვენთრი 25 10 5 10 30:30 35        
10. ნოტინგემი 22 8 10 4 31:21 34        
11. რედინგი 24 8 10 6 35:26 34        
12. დერბი 24 10 3 11 39:35 33        
13. დონკასტერი 22 9 6 7 36:35 33        
14. ლესტერი 25 9 5 11 34:42 32        
15. პორტსმუთი 23 8 6 9 32:34 30        
16. ჰალი 24 7 9 8 23:27 30        
17. ბრისტოლ სიტი 24 8 6 10 29:35 30        
18. ბარნსლი 23 8 6 9 28:34 30        
19. იფსვიჩი 23 8 4 11 26:31 28        
20. მიდლსბრო 24 7 4 13 25:34 25        
21. შეფილდ იუნ. 24 7 4 13 23:39 25        
22. სკანთორპი 22 7 2 13 25:38 23        
23. კრ. პალასი 24 6 4 14 25:44 22        
24. პრესტონი 23 5 4 14 27:44 19 

ბომბარდირები: 13 – ბოთროიდი (კარდიფი), კომონსი (დერბი), გრემი (უოტფორდი); 12 – ბეკიო (ლიდსი); 11 - ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 10 - იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი); 9 - ჰოლტი (ნორვიჩი), მორისონი (მილუოლი), მეკი (ქუინზ პარკი), კინგი (ლესტერი);  8 – ჰემილი (ბარნსლი), ლონგი (რედინგი), სინკლერი (სუონსი), ჰულაჰანი (ნორვიჩი), გრეიდელი (ლიდსი), ჰეიტერი (დონკასტერი).


პირველი ლიგა. XXIII ტური
ბრაიტონი-ლეიტონი 5:0, ბრენტფორდი-დაგენჰემი 2:1, კერლისლი-ჰადერსფილდი 2:2, კოლჩესტერი-ჩარლტონი 3:3, ჰარტლპული-ოლდჰემი 4:2, მილტონი-ბრისტოლი 2:0, პლიმუთი-იეოვილი 0:0, როჩდეილი-ტრანმერი 3:2, საუთჰემპტონი-ექსეტერი 4:0, სუინდონი-ბურნმუთი 1:2, უოლსოლი-ნოთს ქაუნთი 0:3. შეფილდ უენსდი-პიტერბორო გადაიდო.

მეორე ლიგა. XXIII ტური
ბერნეტი-ოლდერშოტი 1:2, ბარტონი-შრუსბერი 0:0, ბერი-მაკლსფილდი 2:2, ჩელტენჰემი-უაიკომბი 1:2, ჩესტერფილდი-სტოკპორტი 4:1, ქრუ-ნორთემპტონი 2:0, ჯილინგემი-სტივენიჯი 1:0, ჰერეფორდი-თორგუეი 2:2, ლინკოლნი-ბრედფორდი 1:2, მორკეიმბი-ეკრინგტონი 1:2, ოქსფორდი-საუთენდი 0:2, როტერჰემი-პორტ ვეილი 5:0.

კონფერენსი. XXIV ტური
უიმბლდონი-ჰეიესი 3:1, ელტრინჩემი-ვრექსჰემი 0:0, ბეროუ-საუთპორტი 1:1, კემბრიჯი-ჰისტონი 0:0, ქროული-ისტბერნი 3:1, ფლიტვუდი-დარლინგტონი 1:0, გეიტსჰედი-იორკი 0:3, გრიმსბი-მენსფილდი 7:2, კეტერინგი-ტემუორთი 0:1, კიდერმინსტერი-ფორესტ გრინი 1:0, ლუტონი-რაშდენი 3:0, ნიუპორტი-ბათი 1:2.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული