"ასტონ ვილა" კარლეს ხილით შეივსო

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილამ" "ვალენსიადან" კარლეს ხილი შეიძინა. ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი დიდი ხნის განმავლობაში "ელჩეში" იყო განათხოვრებული.

ინგლისურ გუნდს 22 წლის ნახევარმცველი 3,2 მილიონი გირვანქა დაუჯდა. მან "ვილა პარკის" ბინადრებთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ასტონ ვილას" იმედი აქვს, რომ ხილი კლუბს შეტევაში ფანტაზიას გაუღვივებს, პოლ ლამბერტის ბიჭებს 21 თამაშში მხოლოდ 11 გოლი აქვთ გატანილი.

"კრეატიული მოთამაშე აუცილებლად გვჭირდებოდა. ეს ახლა ექსტრაელემენტი იქნება ჩვენს შემადგენლობაში. თანაც, მას შეუძლია თამაში როგორც ფლანგებზე, ასევე თავდამსხმელთა უკან. იგი ჯერჯერობით მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ უკვე
აქვს გარკვეული გამოცდილება და ვფიქრობ, ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვეცდებით, მას მაქსიმალურად დავეხმაროთ გახსნაში. ხილი შანსებს ქმნის და თავადაც იტანს. ზუსტად ეს გვჭირდება" - თქვა ლამბერტმა.

"ვილას" სკოტ სინკლერსაც უკავშირებენ, რომელსაც "სიტის" შემადგენლობაში თამაშის შანსი არ აქვს. ბირმინგემელთა მწვრთნელმა ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. უბრალოდ, ერთხელაც აღნიშნა და დაამატა, ერთადერთი, რაც გვაკლია, კრეატიულობაა და ამაზე ვიმუშავებთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული