"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას 50 მილიონ გირვანქაზე იაფად არ გაყიდის

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას 50 მილიონ გირვანქაზე იაფად არ გაყიდის.

"წითელმა ეშმაკებმა" ეს ფასი 24 წლის გოლკიპერს მადრიდის "რეალისთვის" დაადეს. მოგეხსენებათ, რომ გავრცელებული ცნობებით, ისინი "სამეფო გუნდს" მეორე ვარიანტსაც სთავაზობენ - 40 მილიონი გირვანქა და დავიდ დე ხეა გარეთ ბეილის სანაცვლოდ...

აღვნიშნოთ ისიც, რომ მანჩესტერელები მზად არიან, ჟერარდ პიკეს სანაცვლოდ 15 მილიონი გადაიხადონ.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს თავიანთი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება ძალიან უნდათ და ახლა თითქმის ყველაფერი იმაზეა დამოკდებული, რამდენად გადაწყვეტს კატალონიური გრანდი პიკესთან განშორებას.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული