21 იანვარს, ლონდონის "ტოტენჰემმა" ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "შეფილდ იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ინგლისის დედაქალაქში გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე, პენალტიდან ენდროს თაუნსენდმა გაიტანა.
ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 28 იანვარს, შეფილდში შედგება, ტურნირის მეორე ფინალისტის ვინაობა კი "ლივერპული"-"ჩელსის" წყვილში უნდა გაირკვეს.