რაზე მიგვანიშნებს ჟოზე მოურინიო? - ლონდონის "ჩელსის" კლასი აკლია

AutoSharing Option
ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ლონდონის "ჩელსის" ძლიერ შემადგენლობაზე და უდიდეს პოტენციალზე, მაგრამ ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ მის გუნდს საკმარისი რესურსი და სიღრმე არ აქვს იმისთვის, რომ სტაბილურად მაღალ, სასურველ დონეზე გააგრძელოს თამაში და ჩემპიონობა მშვიდად მოიპოვოს.

"განსაკუთრებული" ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ასოციაციის თასზე "ბრედფორდთან" 2:4-ით წაგებულმა მატჩმა დააყენა. ამ შეხვედრაში მოურინიომ 9 ცვლილება გააკეთა იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომლითაც გუნდი "ლივერპულთან" ლიგის თასზე ათამაშა. მან მიგვანიშნა, რომ იმ ოდენობით მაღალი ხარისხის მოთამაშეები არ ჰყავს, რამდენიც მას სჭირდება.

"ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს, მაგრამ
ვფიქრობ, ადვილი გასაგები და მისახვედრია, თითქმის ყველა შეხვედრას ერთი და იგივე ფეხბურთელებით რატომ ვატარებ და რატომ ვერიდები ცვლილებებს. ამის მერე, ალბათ, უკეთ მიხვდებით" - აღნიშნა მოურინიომ.

ამასობაში, "ჩელსის" საფრანგეთში სკაუტები ჰყოლია გაგზავნილი იმისთვის, რომ ისინი აბდუალე დუკურეს უკეთ დაკვირვებოდნენ. "ლურჯები" საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებისა და "რენის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენაზე ფიქრობენ. ეს პოტენციური ტრანსფერი "სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრებს დაახლოებით 4 მილიონი გირვანქა უნდა დაუჯდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული