ბოიერის ექვსი

AutoSharing Option
არსენალელი ბაკარი სანიას წინააღმდეგ ორჯერ უხეშობის გამო "ბირმინგემის" ნახევარმცველი ლი ბოიერი შეიძლება ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. საინტერესოა, რომ მსაჯ პიტერ უოლტონს ხსენებული ინციდენტებიდან არც ერთი არ დაუნახავს, თუმცა სატელევიზიო ჩანაწერში ყველაფერი ცხადად ჩანს. ერთი სიტყვით, ბოიერს სანიასთან "ვაჟკაცობა" შეიძლება ერთბაშად ორ წითელ ბარათად შეუფასონ. ცნობისათვის: ლი ბოიერი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე უხვყვითლიანი ფეხბურთელია. ის 98-ჯერ გააფრთხილეს.

ჟურნალისტებმა კომენტარისთვის "მეთოფეთა" თავკაცს არსენ ვენგერს მიმართეს. მწვრთნელმა ბრძანა: "არ მინდა ამ საკითხზე ვილაპარაკო, რადგან ჩანაწერი არ მინახავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული