ფერგი აგენტებს უტევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი კვლავ აგენტებს უტევს. კაცი, რომლის ვაჟი ჯეისონი ერთიხანობა სწორედ აგენტობით შოულობდა ფულს, ამ პროფესიის ხალხზე მას მერე განრისხდა, რაც უეინ რუნის წარომადგენელმა პოლ სტრეტფორდმა ფორვარდს თავგზა აუბნია და ოქტომბერში კინაღამ "მანჩესტერ სიტიში" გააქცია. დღეს, ფერგიუსონი აცხადებს, რომ ბევრი აგენტისგან მას ენით აღუწერელი შეთავაზებები მოუსმენია.

"ერთმა, ჰონორარის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი მომთხოვა. მეორემ, თავდამსხმელის აგენტმა, მითხრა, რომ მისი კლიენტისთვის ყოველი გოლის შემდეგ პრემია უნდა გამომეწერა.

გაოცებულმა მივაშურე "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორატს და ვთხოვე ამ კაცისთვის აეხსნათ, რომ
გოლის გატანა მისი კლიენტის პირდაპირი მოვალეობა იყო და ამაში პრემიები არ ეკუთვნოდა. საშინლად ვღიზიანდები, როდესაც მწვრთნელები მირეკავენ და ხოტბას ასხამენ თავიანთ ფეხბურთელებს, რომლებიც "იუნაიტედის" რეზერვშიც კი ვერ მოხვდებოდნენ. არადა, ასეთი ფეხბურთელებისთვის ისინი წელიწადში მილიონ ფუნტს ითხოვენ.

ჩემთან, "იუნაიტედში", ყველა ფეხბურთელი იმსახურებს იმ გასამრჯელოს, რომელსაც იღებს.

ეს ბიჭები, ხომ ყოველკვირა 75 ათასი ადამიანის წინაშე გამოდიან და ნამდვილ სანახაობას ქმნიან. საერთოდ კი, პრემიერლიგაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ქვეყნის ფულს ხვეტავს და რატომ, კაცმა არ იცის".



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული