"მანჩესტერ იუნაიტედი" გარეთ ბეილს არ ეშვება და 150 მლნ ევროს ჩამოდის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" გარეთ ბეილის შეძენის განზრახვაზე ხელის აღებას არ აპირებს და მზადაა, მის სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" 150 მლნ ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ გამოცემა AS წერს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბში" იციან ინგლისური გრანდის გაზრახვის შესახებ, თუმცა პოზიციას არ ცვლიან: უელსის ნაკრების ნახევარმცველი არ იყიდება!

მეორე მხრივ კი, ესპანელები დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერის, დავიდ დე ხეას გადაბირებით და დიდი ალბათობით, ინგლისელები იმ შემთხვევაში მოისურვებენ ესპანელი მეკარის დათმობას, თუკი სატრანსფერო ოპერაციაში ბეილიც იქნება ჩართული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული