წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბში" იციან ინგლისური გრანდის გაზრახვის შესახებ, თუმცა პოზიციას არ ცვლიან: უელსის ნაკრების ნახევარმცველი არ იყიდება!
მეორე მხრივ კი, ესპანელები დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერის, დავიდ დე ხეას გადაბირებით და დიდი ალბათობით, ინგლისელები იმ შემთხვევაში მოისურვებენ ესპანელი მეკარის დათმობას, თუკი სატრანსფერო ოპერაციაში ბეილიც იქნება ჩართული.