ბექჰემი იგვიანებს

AutoSharing Option
ჰერი რედნაპი შიშობს, რომ "ლოს ანჯელეს გელექსი" დევიდ ბექჰემს "ტოტენჰემში" გადასვლის საშუალებას არ მისცემს. მოგეხსენებათ, ამერიკის ლიგაში სეზონი დასრულდა და ნაღდი ევროპული ფეხბურთის თამაში რომ არ დაავიწყდეს, ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს სამი თვით "სფურზში" სურს გადასვლა. რედნაპმა თქვა:

"ბოლო რამდენიმე დღეა ამ საქმეზე არაფერი მსმენია. არადა, ძალიან მინდა ბექჰემი სამი თვით მაინც გადმოვიყვანო. ის "ტოტენჰემში" ძალიან დაგვეხმარებოდა. დევიდი უმაღლესი დონის პროფესიონალი, ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდებულ მაგალითს მისცემდა. და, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნებოდა ყველაფერი ამთავითვე რომ გაგვერკვია. მე ზუსტად
უნდა ვიცოდე მოდის ის "სფურზში" თუ არა. გუნდს მის გარეშე თუ ავაწყობ, მერე ვეღარ ვიტყვი, უი, თერმე დევიდი მოდის და ახლა ყველაფერი ისევ ყირაზე უნდა დავაყენო, მეთქი. ერთი სიტყვით, "გელექსისგან" ყველაფერზე ამომწურავი პასუხი უნდა გავიგო და იმის მიხედვით დავგეგმო მომავალი"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული