პრემიერლიგა. XXIV ტურის წინ: ორი დიდი დერბი

AutoSharing Option
პრემიერლიგაში ტური არ გავა ისე, რომ მინიმუმ ერთი განსაკუთერებულად დამაინტრიგებელი მატჩი არ იყოს, ახლა კი ერთბაშად ორია ასეთი: ყველაფერი "უაით ჰართ ლეინზე" ყველაზე ისტორიული და "პირველი" ლონდონური დერბით დაიწყება.

შაბათსვე, დღის ბოლო და ტკბილ ლუკმად მერსისაიდული დერბი გველოდება "გუდისონ პარკზე".

ლონდონური დერბი
"ტოტენჰემი" კარგ ხასიათზეა, მშვენიერ ფორმაში მყოფი კრისტიან ერიკსენი შეუჩერებელია და გუნდის ლიდერად ქცეული ჰარი კეინიც არ აპირებს გაჩერებას. ახალი კონტრაქტით გამხნევებული კეინი, ერიკსენთან ერთად, თანაგუნდელების აყოლიებას შეეცდება და "დეზები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "მეთოფეებმა" "იარაღი დაყარონ" და კაპიტულაცია გამოაცხადონ.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდი თანაქალაქელს 2 ქულით ჩამორჩება.

გუნება-განწყობილება არც "არსენალს" დაეწუნება, რომელსაც ზედიზედ 5 მოგება აქვს და აქედან 4 მატჩში გოლიც კი არ გაუშვია. მართალია, "მეთოფეებს" "ტოტენჰემის" დარად სრული შემადგენლობა არ ჰყავთ განკარგულებაში, მაგრამ შედარებაც არ არის ცოტა ხსნის წინანდელ პერიოდთან, ახლა არსენ ვენგერის ლაზარეთი შეთხელებულია.

პირველი წრის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, იქამდე კი ეს გუნდები ზედიზედ 7 შეხვედრა არ დაზავებულან, აქედან 5-ჯერ გამარჯვება "არსენალს" დარჩა და მხოლოდ ორჯერ იძალა "ტოტენჰემმა", რომელსაც "მეთოფეები" 4 დუელია, აღარ დაუმარცხებია.

მერსისაიდური დერბი
"ევერტონს" 13 მატჩიდან ერთადერთში ემარჯვა და 8-თამაშიანი მოუგებელი სერიით გახლდათ, რომლის შეწყვეტაც წინა ტურში ეღირსა "კრისტალ პალასთან" რომელუ ლუკაკუს ადრეული გოლით. ასეა თუ ისე, რობერტო მარტინესის გუნდს მიმდინარე სოზონი პრემიერლიგაში ნამდვილად ჩაუვარდა და ევროპალიგაზე წარმატებით თუ მოახდენს კომპენსირებას.

"ევერტონი" ყველანაირად ეცდება გულშემატკივრებს გოლი მოფხანოს და თანაქალაქელი გაამწაროს და საქმე გაუფუჭოს "ლივერპულს".

თუმცა "ევერტონს" 9 მატჩია, თანაქალაქელები არ წაუქცევია: 4 წაგება, 5 ფრე.

ბრენდან როჯერსის გუნდს კი აშკარა პროგრესი აქვს. ძირითად დროში "ენფილდის" ბინადრებს 13 შეხვედრაა, არ წაუგიათ, "მანჩესტერთან" 0:3-ის მერე და ბოლო 19 შეხვედრაში ოდენ ერთხელ დამარცხდნენ, სწორედ "იუნაიტედთან" და პლუს ერთხელ "ჩელსისთან" დამატებით დროში.

როჯერსი ყოველდღიურად აღფრთოვანებით საუბრობს ფილიპე კოუტინიოზე და ბოლოს თქვა, მას ლუის სუარესის დონეზე შეუძლია ასვლაო. რაჰიმ სტერლინგი ისევ ფორმაშია, ცოტა მოუმატა ფაბიო ბორინიმ, მშვენიერია ლაზარ მარკოვიჩი, ძალიან კარგად ათამაშდა ცოტა ხნის წინ ტრავმამოშუშებული ემრე ჯანი, დაბრუნდა დანიელ სტარიჯი...

სხვა მატჩები
არაფერი დაეწუნება "ასტონ ვილა"-"ჩელსისა" და "ვესტ ჰემი"-"მანჩესტერის" დაპირისპირებებსაც.

ბირმინგემელები რა დღეშიც არიან, კი ხედავთ და ხუან კუადრადოთი გაძლიერებული ლიდერი "ვილა პარკზე" რომ 3 ქულისთვის ითამაშებს ამას თქმაც არ უნდა, მაგრამ ჯერ ასეც ნუ გავასწრებთ მოვლენებს და ბოლომდე ნუ გადავხაზავთ პოლ ლამბერტის გუნდს.

"ვესტ ჰემზე" ის ვთქვათ, რომ "ჩაქუჩები" ფიფამ გააფრთხილა და 71 ათასი გირვანქით დასაჯა. ეს კიდევ მსუბუქი სასჯელია.

ამ გადაწყვეტილებამ "ბრისტოლს" დაწყვიტა გული. საქმე ისაა, რომ "ვესტ ჰემი" შეიძლებოდა ასოციაციის თასიდან მოეკვეთათ ან გადათამაშება მაინც დაენიშნათ, თან დიაფრა სახოს დისკვალიფიკაცია მიეღო, რადგან გუნდმა სახო მხრის ტრავმის მიზეზით არ გაუშვა აფრიკის ერთა თასზე, სადღაც ორ-სამ კვირაში კი თასზე ათამაშა და სენეგალელმაც "ბრისტოლს" გამარჯვების გოლი გაუტანა.

მოკლედ, სანერვიულომ ჩაიარა და 25 წლის ფორვარდი ახლა "წითელი ეშმაკების" კარს შეუტევს.

სათასო ბატალია ამ ეტაპისთვის ლუი ვან გალმაც მოილია და გადათამაშებაში მოუგო "კემბრიჯს", მერე კი აღნიშნა კარგ ფორმაში შევდივართო. ამის დამტკიცება ჰოლანდიელის გუნდს "ბოლეინ გრაუნდზე" მოუწევს.

ვან გაალის თანამემამულე და მეზობელი რონალდ კუმანი თავის "წმინდანებთან" ერთად "ლოფტუს როუდზე" ჩადის და ჰარი რედნაპის გარეშე დარჩენილ ქპრ-სთან მოუწევს პაექრობა.

სანამ "ქუინზ პარკმა" მყარად გაიდგა ფესვები გასავარდნ ზონაში, ქულები უნდა მოიპოვოს და სად თუ არა საშინაო შეხვედრაში. თუმცა ფილიპ ჯურიჩიჩით მოძლიერებულ "სოტონს" სხვა გეგმები აქვს.

"სიტი" კიდევ ერთ აუტსაიდერ "ჰალს" უმასპინძლებს და წესით, ცალი ფეხით მოუგებს, სტივ ბრიუსის ბიჭებს "ვეფხვობის" არაფერი სცხიათ და აბსოლუტურად დეზორიენტირებულნი არიან.

სწორედ ნახსენებ "ჰალთან" საგარეო ჭიდილში მოიპოვა ჯონ კარვერმა "ნიუკასლის" მწვრთნელის ამპლუაში სადებიუტო გამარჯვება, მაგრამ ახლა პირველი საშინაო მოგება აქვს დაგეგმილი "სტოკის" წინააღმდეგ.

"სანდერლენდი", რომელმაც სულ ცოტათი ამოისუნთქა, თავისზე ათი ქულით წინ და ათეულში მყოფ "სუონსის" სტუმრობს.

უელსური გუნდის რიგებში ახლა ერთგვარი რეკონსტრუქცია-რეორგანიზაციაა და წინა ტურში "საუთჰემპტონთან" ტრიუმფის ერთერთ მთავარ შემოქმედსა და გმირს, "თეთრი გედების" კაპიტანს, ეშლი უილიამსს სჯერა, რომ გარი მონკი ამ პროცესს ღირსეულად გაართმევს თავს - დაახლოებით ერთი წელია, რაც მწვრთნელობა დაიწყო და ხედავთ უკვე რა კარგად მუშაობს, თითქოს ზურგს უკან მრავლწლიანი გამოცდილება ჰქონდეს, მასთან ერთად წარმატებების მიღწევა შეგვიძლიაო.

აუტსაიდერების ჯახებიც არ გვაკლია, "ტარფ მურზე" და "კინგ პოუერ სტედიუმზე" "ექვსქულიანი" მატჩებია - "ბარნლი"-"ვესტ ბრომვიჩი" და "ლესტერი-"კრისტალ პალასი".

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური
შაბათი. 7 თებერვალი
ტოტენჰემი-არსენალი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - სანჩესი, დიაბი, უელბეკი, უილშირი, არტეტა, დებიუში
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 155 თამაში: +49 =42 -64 (211-243)

ასტონ ვილა-ჩელსი 19:00
დისკვალიფიკაცია: - დიეგო კოშტა
ტრავმა: ჯ. კოული, ვლაარი, კოზაკი, სენდეროსი " ობი მიკელი, ფაბრეგასი, ფილიპე ლუიში
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 135 თამაში: +51 =32 -52 (201-206)

ლესტერი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკაიოგო - ჯ. უილიამსი, ტომასი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3 =4 -4 (10-11)

სიტი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანგალა, ნასრი - ჩესტერი, როსენიორი, სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4 =2 -1 (17-8)

ქპრ-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ბერტრანი
ტრავმა: ფორლინი, ტაარაბტი - შნედერლენი, მაიუკა, ჯეი როდრიგესი, გალაჰერი, ლონგი, ვანიამა
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +13 =8 -14 (50-54)

სუონსი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: სიგურდსონი -
ტრავმა: რუტლეჯი - კატერმოლი, უიქჰემი, როდუელი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5 =5 -1 (16-6)

ევერტონი-ლივერპული 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიენაარი, ოსმანი - ჯოუნსი, ფლენეგანი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 191 თამაში: +57 =61 -73 (224-264)

კვირა. 8 თებერვალი
ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 16:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უარდი, ლონგი - მულუმბუ, მაიჰილი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +36 =17 -34 (144-143)

ნიუკასლი-სტოკი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დამეტი, აარონსი, ელიოტი, ს. ტეილორი - პიტერსი, ოდემვინგი, დიონატანი, ბოიანი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 69 თამაში: +31 =16 -22 (113-83)

ვესტ ჰემი-მანჩესტერი 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯენკინსონი, ტომკინსი, სახო - კერიკი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 105 თამაში: +30 =23 -52 (135-204)

ბომბარდირები:
17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული