ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსი" დამ-შვიდდა, მაგრამ შოუ უნდა გაგრძელდეს [VIDEO]

AutoSharing Option
* 21 წლის ჰარი კეინმა ამ სეზონში უკვე 22 გოლი გაიტანა, აქედან 12 პრემიერლიგაში.

* სტივენ ჯერარდმა უკანასკნელად ითამაშა ლივერპულურ დერბიში.

საქმენი საგმირონი ჰარი კეინისანი
ლონდონის მთავარ დერბიში ალექსის სანჩესის გარეშე მოთამაშე "არსენალი" ამ გუნდისთვის დამახასიათებელი სტილის ლამაზი კომბინაციის შემდეგ მესუთ იოზილმა დააწინაურა და "მეთოფეებმა" ტაიმი მოიგეს. ნახევარი საქმე გაკეთებული გახლდათ.

თუმცა "დეზები" უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც ტაბლოზე ან აისახებოდა, ან არა, რომ არა ჰარი კეინი. 21 წლის თავდამსხმელმა ჯერ დამატებაზე ივარგა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე "მეთოფეთა" მცველებს დაუსხლტა და
თავურით მოაგებინა "დეზებს", რითაც მათ "არსენალს" გადაასწრეს და მე-5 ადგილზე დაიდეს ბინა.

21 წლის თავდამსხმელს ამ სეზონში უკვე 22 გოლი დაუგროვდა, უშუალოდ პრემიერლიგაში კი - 12. ასე აღნიშნა მან გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება - როგორც იცით, კეინმა "ტოტენჰემს" მომავალი 2020 წლამდე დაუკავშირა.

არსენ ვენგერს საიუბილეო თარიღების ჩაშხამება დასჩემდა და აი, პრემიერლიგაში "მეთოფეების" დამრიგებლის მე-700 შეხვედრაც წააგო. მაურისიო პოჩეტინო "დეზების" მე-11 მწვრთნელია, რომლის წინააღმდეგაც ფრანგს ამ პერიოდის განმავლობაში მოუხდა ჭიდილი. ვენგერი ამბობდა, გოლები ძალიან მარტივად გავუშვით და ასე უყურადღებოდ არ უნდა გვეთამაშაო. პოჩეტინომ კი მისი გუნდის თამაშს "უბრალოდ, ბრწყინვალე" უწოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯერარდის ბოლო მერსისაიდული
224-ე მერსისაიდული დერბი ასეთივე დაძაბული გამოდგა, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი და უგოლო, ცოტა მოსაწყენიც. ფეხბურთელთა შორის შეხლა-შემოხლა და უხეშობა არ მოგვკლებია.

"ლივერპული" ფრთხილი გახლდათ, "ევერტონიც" - ფრეზე ყაბულს მყოფი. ვთქვათ ისიც, რომ სტივენ ჯერარდი თავის 33-ე და უკანასკნელ დერბიში იღებდა მონაწილეობას. 19 წლის ჯორდან აიბმა კი "ლივერპულის" მაისურით თავისი მეორე მატჩი ჩაატარა სასტარტოში და ხარიხას გაარტყა ბურთი.

ბრენდან როჯერსმა იგი აქო და ადიდა. მის ბიჭებს უკანასკნელი 17 მერსისაიდული დერბიდან მხოლოდ 1 აქვთ წაგებული და პრემიერლიგაში უკვე 8 შეხვედრაა, არ დამარცხებულან.

"ევერტონმა" კი, რომელმაც მეტოქეს კარში ზუსტად პირველად 87-ე წუთზე დაურტყა, ბოლო 8 შეხვედრიდან მარტოოდენ ერთი მოიგო. რობერტო მარტინესი შედეგით კმაყოფილი დარჩა და ახლა შემდეგი ტურისთვის ემზადება - წინ ლიდერ "ჩელსისთან" მატჩია.

მოუს გატეხილი ნავსი და გაუტეხავი იხტიბარი
უცნაური რამეა ცხოვრება და ფეხბურთიც ხომ ცხოვრებაა. "ეტიჰადზე" საფინალო სასტვენის მერე "ჰალის" ფეხბურთელებმა თავში ხელი წაიშინეს და ისინი დამწუხრებულნი იყვნენ - დამწუხრებულნი არა იმით, რომ მორიგი თამაში წააგეს, არამედ იმით, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონს ვერ მოუგეს.

არადა, მატჩის წინ "ვეფხვებისთვის" ქულა რომ შეგვეთავაზებინა, სრულიად "ჰალი" სიხარულით მოაწერდა ხელს. სტივ ბრიუსის ბიჭებს დასანანად საქმე მართლაც ჰქონდათ, რადგან 90-ე წუთამდე იგებდნენ, 3 ქულამდე სულ ცოტა დააკლდათ. ამაში დამნაშავე შეცვლაზე შესული ჯეიმს მილნერია, რომელმაც უზადოდ შეასრულა საჯარიმო და "ქალაქელებს" ქულა გადაურჩინა.

იქამდე "სიტის" ერთადერთი რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც სამირ ნასრის "დახატული" პასის მერე, თითქოს, სერხიო აგუერომაც არაფერი დააკლო და ეფექტურად გაჰქონდა, მაგრამ ხარიხა შეაზანზარა.

მანუელ პელეგრინიმ აღიარა კიდეც, ფანტაზია გვაკლდა და კარგად ვერ ვუტევდითო. "ვეფხვები" კი ამ სეზონში პირველად არ უშვებენ დასანან გოლს მატჩის მიწურულს. სხვათა შორის, მათ რიგებში ახალწვეული დამე ნ’დოის დებიუტიც შედგა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სიტიმ" ერთხელ უკვე აღმოფხვრა 8-ქულიანი ჩამორჩენა, მაგრამ ახლა ისევ წინ გაუშვა "ჩელსი" და შეძლებს მეორედაც ლონდონელებთან დაწევას? ძნელი სათქმელია. სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა, რადგან ჟოზე მოურინიომ ბოლოს და ბოლოს, ნავსი გატეხა და "ვილა პარკზე" მოიგო. თუმცა იხტიბარს არ იტეხს და 7 ქულა არაფერიაო, ამბობს.

გამარჯვება "ჩელსის" ბრანისლავ ივანოვიჩმა მოუტანა. სერბი მცველისთვის ეს მე-5 ბურთია ბირმინგემელთა კარში, რაც ძალიან კარგი შედეგია. მოუ ისევ დიეგო კოშტასა და სესკ ფაბრეგასის გარეშე გახლდათ, ახალწვეულ ხუან კუადრადოს კი მან 10 წუთი უბოძა. ხოლო "ვილა" იმით მაინც უნდა იყოს კმაყოფილი, რომ 11-საათიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სადი(ყ)ო და სად არა...
ჰარი რედნაპს ადელ ტაარაბტის თავქარიანობა და ზედმეტი წონა არ მოსწონდა და მას მინდორს აღარ აკარებდა. დროებითმა მწვრთნელებმა კი მაროკოელი პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნეს, მაგრამ "ქუინზ პარკს" ვერც მან უშველა, ვერც ჩარლი ოსტინმა და ვერც ვინმე სხვამ. ქპრ ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა და ბოლო 10 თამაშში 9 წაგება აქვს. "საუთჰემპტონს" "ლოფტუს როუდზე" სადიო მანემ მაშინ მოაგებინა, როდესაც მატჩი უკვე ყველას ფრედ ეგონა დასრულებული.

20 დეკემბრის მერე მოუგებელი ქპრ ბოლო ადგილზე მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ იქ "ლესტერია", რომელსაც ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. "მელიები" ამჯერად "კრისტალ პალასთან" დამარცხდნენ. "არწივებს" ალან პარდიუს ხელმძღვანელობით სტუმრად ჯერ არ წაუგიათ.

"სუონსიმ" და "სანდერლენდმა" კი ქულა გაიყვეს. "ლიბერთიზე" "შავი კატები" ჯერმინ დეფოს მშვენიერი სოლო-გოლით იგებდნენ, მაგრამ აზიის თასიდან დაბრუნებულმა კიმ თავურით გაათანაბრა.

როგორც იქნა, "ვესტ ბრომვიჩს" სარეკორდო შენაძენი იდეიე ბრაუნი რაღაცაში გამოადგა, ნიგერიელი ტონი პულისმა მოგვიანებით შეუშვა მინდორზე და მანაც ანგარიში გაათანაბრა. არადა, "ბარნლი" 2:0-ს იგებდა.

"სენტ ჯეიმს პარკზე" ჯონ კარვერი პირველ საშინაო გამარჯვებასთან ახლოს გახლდათ, მაგრამ მისმა ბიჭებმა კარგი შანსები გაანიავეს და "კაჭკაჭები" ამისთვის ბოლო წუთზე დაისაჯნენ კიდეც. ნიუკასლში აშკარად ფრისთვის ჩასული მარკ ჰიუზი არ შემცდარა, როდესაც 82-ე წუთზე პეტერ კრაუჩი გამოიყვანა, ახმახმა ფორვარდმა მეტოქეს თავური უთავაზა და "სტოკს" ქულა გამოუწერა.

გოლი, რომელიც უნდა ნახო - აი, ასეთი ბრწყინვალე ბურთი შეაგდო შეიხუ კუიატემ "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში. "ვესტ ჰემი" იგებდა და ეს სემ ალარდაისის პირველი გამარჯვება იქნებოდა "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ მერვე მცდელობიდან, მაგრამ სად იყო და სად არა... დეილი ბლინდმა კოხტა დარტყმით, ვინ იცის, როგორი ძვირფასი ქულა გადაურჩინა "მანჩესტერს", რომელიც ისევ ლუი ვან გაალის ტაქტიკურ ქსელშია ახლართული, ქაოსურად და გაუგებრად ბურთაობს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისე, რომ არა დავიდ დე ხეა და ასევე, "ჩაქუჩების" მეკარე ადრიანი, ამ მატჩში ბევრად მეტი გოლი გავიდოდა. "ბოლეინ გრაუნდზე" შემდგარი შოუს ბოლო ელემენტი ის გახლდათ, რომ ლუკ შოუ გააძევეს, მაგრამ შოუ უნდა გაგრძელდეს...

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური
7 თებერვალი
ტოტენჰემი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 იოზილი (11), 1:1 კეინი (56), 2:1 კეინი (86)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - მეისონი (90+5. პაულინიო), ბენთალები - ლამელა (90. სტამბული), დემბელე (75. შადლი), ერიკსენი - კეინი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, კოკლენი (89. აკპომი) - კასორლა (68. როსიცკი), უელბეკი (78. უოლკოტი), იოზილი - ჟირუ
გაფრთხილება: კეინი, მეისონი, ბენთალები - მონრეალი, უელბეკი, კოშელნი, ჟირუ, რემზი
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 5(1)-21(4) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 45 369

ასტონ ვილა-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 აზარი (8), 1:1 ოკორე (48), 1:2 ივანოვიჩი (66)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, კლარკი, სისოხო - კლევერლი (74. ს. სინკლერი), ვესტვუდი, დელფი - ვაიმანი (80. ჯ. კოული), აგბონლაჰორი (68. ბენტეკე), ხილი
ჩელსი (4-4-2): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - ვილიანი (80. კუადრადო), ოსკარი (73. ობი მიკელი), აზარი - დროგბა (64. რემი)
გაფრთხილება: კლევერლი, ვესტვუდი, ოკორე - რამირესი, ივანოვიჩი
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 8-7 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 8(1)-12(5) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 24 818

ლესტერი-კრ. პალასი 0:1
გოლი: 0:1 ლედლი (55)
ლესტერი (4-4-2): შვარცერი -სიმპსონი (79. ვარდი), მორგანი, ვასილევსკი, კოშელნი - მაჰრეზი, კამბიასო, ჯეიმსი, შლუპი (66. ოლბრაიტონი) - ნიუჯენტი (71. კრამარიჩი), ულოა
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - უარდი, დანი (46. ჰანგელანდი), დელანი, კელი - პანჩონი, მაკარტური, ლედლი, ზაჰა - მატჩი (46. იაია სანოგო) - გეილი (78. გედიურა)
გაფრთხილება: შლუპი, სიმპსონი, ულოა, კოშელნი - კელი
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 15-6 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 19(5)-14(2) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 24 193

სიტი-ჰალი 1:1
გოლები: 0:1 მეილერი (35), 1:1 მილნერი (90+2)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ნასრი, ფერნანდო (46. ნავასი), ფენანდინიო, სილვა (74. იოვეტიჩი) - აგუერო, ჯეკო (66. მილნერი)
ჰალი (3-4-2-1): მაკგრეგორი - დოუსონი, ბრიუსი, მაკშეინი - მეილერი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ელმოჰამადი - რამირესი (76. ნ’დოი), ბრედი (90+1. ქუინი) - ალუკო (67. რობერტსონი)
გაფრთხილება: ნასრი, ფერნანდინიო - ელმოჰამადი, დოუსონი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი
კუთხური: 13-1 ჯარიმა: 9-8 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 18(5)-7(3) ბურთის ფლობა: 74%-26%
მაყურებელი: 39 499

ქპრ-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 მანე (90+3)
ქპრ (4-4-2): გრინი - ტრაორე (73. ისლა), დანი (83. ვარგასი), ჰილი, კოლკერი - ფილიპსი, ონუოჰა, ბარტონი, ფერი - ტაარაბტი (63. სარატე), ოსტინი
საუთჰემპტონი (4-4-2): ფორსტერი - კლაინი, იოშიდა, ფონტე, ტარგეტი (26. გარდოში) - ვანიამა (61. შნედერლენი), დევისი, მანე, უორდ-პრაუსი - ელია (80. ტადიჩი), პელე
გაფრთხილება: ბარტონი, ჰილი - შნედერლენი, ფორსტერი
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 13-16 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 12(3)-16(5) ბურთის ფლობა: 45%-65%
მაყურებელი: 20 745

სუონსი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 დეფო (42), 1:1 კი (66)
სუონსი (4-4-2): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი (67. რანხელი) - კი, კორკი - ბეროუ (46. მონტერო), შელვი (79. ოლივეირა), დაიერი - გომისი
სანდერლენდი (4-4-1-1): პანტილიმონი - რევეიერი, ვერხინი, ოში, ვან აანჰოლტი - ალვარესი (65. ჯონსონი), ლარსონი, ბრიდკატი, გომესი - გრემი (76. ს. ფლეტჩერი) - დეფო
გაფრთხილება: კორკი, დაიერი, ნოტონი - ბრიდკატი, ლარსონი, გომესი, ს. ფლეტჩერი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 16(7)-4(1) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 31 728

ევერტონი-ლივერპული 0:0
ევერტონი (4-3-3): რობლესი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ოვიედო - მაკარტი, ბერი, ბეშიჩი (86. აკარასი) - მირალასი (60. ლენონი), ნეისმიტი (85. ბარკლი), ლუკაკუ
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე - ჯანი, შკრტელი, სახო - აიბი, ჰენდერსონი, ლუკასი (16. ალენი), მორენო - ჯერარდი, კოუტინიო (56. სტარიჯი) - სტერლინგი (82. ლამბერტი)
გაფრთხილება: მაკარტი, ოვიედო, ნეისმიტი, ბეშიჩი - ჰენდერსონი
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 11-7 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 6(1)-17(6) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 41 612

8 თებერვალი
ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 2:2
გოლები: 1:0 ბარნსი (11), 2:0 ინგსი (32), 2:1 ბრანტი (45+1), 2:2 იდეიე ბრაუნი (67)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი, მარნი (46. კაითლი), ჯოუნსი, არფილდი - ბარნსი - ინგსი
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი - მაკოლი, დოუსონი, ლესკოტი, ბერდი (46. იდეიე ბრაუნი) - დ. ფლეტჩერი, იაკობი, ბრანტი - მაკმანამანი (82. მორისონი), სესენიონი, ანიჩებე (18. ბერაჰინო)
გაფრთხილება: - ბერდი, იაკობი, იდეიე ბრაუნი, დოუსონი
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 10-15 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 12(5)-12(5) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 17 523

ნიუკასლი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 კოლბეკი (74), 1:1 კრაუჩი (90)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - ჯანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, ჰაიდარა - ანიტა (65. სისე), კოლბეკი - კაბელია (69. ობერტანი), სისოკო, სემი ამეობი (86. აბეიდი) - ა. პერესი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, ვოლშაიდი, მუნიესა, უილსონი (51. კამერონი) - ნ’ზონზი, უელანი - დიუფი, აირლენდი (82. კრაუჩი), მოზესი - უოლტერსი
გაფრთხილება: სემი ამეობი, კოლბეკი - მოზესი, აირლენდი, უელანი, მუნიესა
კუთხური: 5-8 ჯარიმა: 14-17 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 9(3)-7(3) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 59 956

ვესტ ჰემი-მანჩესტერი 1:1
გოლები: 1:0 კუიატე (49), 1:1 ბლინდი (90+2)
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი, კუიატე, ტომკინსი, კრისუელი - ნოუბლი, სონგი, ნოლანი - დაუნინგი - დ. სახო, ე. ვალენსია (84. ჯერვისი)
მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა - ა. ვალენსია, ჯოუნსი, როხო, შოუ - იანუზაი (72. ფელაინი), ბლინდი, რუნი - დი მარია - ვან პერსი, ფალკაო (90+5. სმოლინგი)
გაფრთხილება: სონგი, ადრიანი - როხო, შოუ, რუნი, შოუ
გაძევება: შოუ (90+3)
კუთხური: 9-9 ჯარიმა: 7-13 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 13(6)-18(6) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 75 395

ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
10 თებერვალი:
არსენალი-ლესტერი, ჰალი-ასტონ ვილა, სანდერლენდი-ქპრ, ლივერპული-ტოტენჰემი

11 თებერვალი:
მანჩესტერი-ბარნლი, ჩელსი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი, სტოკი-სიტი, კრ. პალასი-ნიუკასლი, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული