"ლივერპულის" თავკაცი როი ჰოჯსონი ფულს ითხოვს, რათა იანვარში ახალი ფეხბურთელები შეიძინოს. მწვრთნელმა კარგად იცის, რომ შესაძლოა თანამდებობიდან მოხსნან - მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე არიან, მაგრამ მათ გარდა 25 ქულა კიდევ სამ გუნდს აქვს. გარდა ამისა, "წითლებსა" და ბოლო ადგილზე მყოფ, "ვულვერჰემპტონს" შორის სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა. თუმცა, ჰოჯსონს მიაჩნია, რომ კლუბის მესვეურებს მისთვის გუნდის გადასახალისებლად მეტი დრო და ფული უნდა მიეცათ. დღეს იგი რაფა ბენიტესისგან "მემკვიდრეობით" მიღებულ შემადგენლობასთან მუშაობს.
"იმედი მაქვს, რომ
დადგება დღე, როდესაც გუნდში ჩემს შეხედულებებს გავატარებ და ფეხბურთელებსაც ჩემი მოსაზრებით შევარჩევ, - თქვა ჰოჯსონმა. - რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ რაც "ლივერპულის" მწვრთნელი ვარ, სატრანსფერო ბაზარზე არ მიაქტიურია.
აქ, ფეხბურთელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ისინი მხარში მიდგანან, მაგრამ რაც გინდათ თქვით, "ენფილდზე" ბოლო წლებში სულ ერთი და იგივე შემადგენლობა ტრიალებს".
.