პრემიერლიგა. XXV ტური: "ჩელსი", "სიტი" და "იუნაიტედი" დამწკრივდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის ორი დღეზე გაწერილი XXV ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

მორიგი გამარჯვება იზეიმა სატურნირო ცხრილის ლიდერმა "ჩელსიმ", რომელმაც ლონდონში "ევერტონი" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ვილიანის ერთადერთი გოლით დაამარცხა - 1:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო "ჩელსის" მდევარმა "მანჩესტერ სიტიმაც", რომელმაც სტუმრად "სტოკ სიტი" გაანადგურა - 4:1. "ქალაქელთა" შორის დუბლი სერხიო აგუერომ შეასრულა, თითოჯერ კი მასპინძელთა კარი ჯეიმს მილნერმა და სამირ ნასრიმ დალაშქრეს. პრესტიჟის გოლი "სტოკის" რიგებში პიტერ კრაუჩმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დამაჯერებლად იმარჯვა მეორე მანჩესტერულმა კლუბმაც. "იუნაიტედმა" "ბარნლი" მიიღო და მეტოქეს ანგარიშით
3:1 სძლია. უკვე მე-12 წუთისთვის მეტოქეებმა ერთმანეთს თითოჯერ გაუტანეს - კრის სმოლინგის გოლს სტუმრებმა დენი ინსგას ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

"იუნაიტედი" წინ შესვენებამდე სმოლინგის დუბლით გავიდა, 82-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში პენალტით რობინ ვან-პერსიმ დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუნაიტედმა" ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე აინაცვლა, რადგან შინ ქულები "საუთჰემპტონმა" დაკარგა. რონალდ კუმანის გუნდი "ვესტ ჰემთან" უგოლო ფრეს დასჯერდა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური
ჩელსი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ვილიანი (89)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - კუადრადო (70. ფაბრეგასი), ვილიანი (90+2. კეჰილი), აზარი - რემი (70. დროგბა)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგელკა, ოვიედო - ბეშიჩი (46. მაკარტი), ბერი - ლენონი (74. მირალასი), ნეისმიტი, ბარკლი (74. გიბსონი) - ლუკაკუ
გაფრთხილება: ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, რამირესი - ბეშიჩი, ბერი, კოულმენი, ბერი, მაკარტი
გაძევება: ბერი (88)
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 21(7)-7(4) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 41 592

მანჩესტერი-ბარნლი 3:1
გოლები: 1:0 სმოლინგი (6), 1:1 ინგსი (12), 2:1 სმოლინგი (45+3), 3:1 ვან პერსი (82-პენ.)
მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა - მაკნეირი, ჯოუნსი (5. სმოლინგი), ევანსი, როხო - რუნი, ბლინდი (39. ერერა), დი მარია - იანუზაი - ვან პერსი, ფალკაო (74. უილსონი)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯოუნსი, კაითლი (86. ვოუკსი) - ბარნსი (90+2. იუტკევიჩი) - ინგსი
გაფრთხილება: რუნი, ფალკაო, უილსონი, დი მარია - კაითლი, მი, არფილდი
კუთხური: 5-8 ჯარიმა: 15-8 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 11(7)-13(3) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 75 356

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 0:0
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, გარდოში, იოშიდა - რიდი (67. უორდ-პრაუსი), ვანიამა, დევისი - მანე (81. ჯურიჩიჩი), ელია (63. ტადიჩი), პელე
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ჯენკინსონი, კუიატე, ტომკინსი, სუელი - ამალფიტანო, სონგი, დაუნინგი - სახო (55. კეროლი), კოული (63. იასკელაინენი), ე. ვალენსია (46. ჯერვისი)
გაფრთხილება: მანე, ფონტე - კოული
გაძევება: ადრიანი (61)
კუთხური: 8-2 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 21(7)-4(1) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 31 241

სტოკი-სიტი 1:4
გოლები: 0:1 აგუერო (33), 1:1 კრაუჩი (38), 1:2 მილნერი (55), 1:3 აგუერო (70-პენ.), 1:4 ნასრი (76)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კამერონი, ვოლშაიდი, მუნიესა, ბერდსლი - ნ"ზონზი (90+4. შენტონი), უელანი (85. ადამი) - არნაუტოვიჩი, დიუფი, მოზესი (80. სიდველი) - კრაუჩი
სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი - ნასრი (86. ნავასი), ფერნანდო, ფერნანდინიო, სილვა (80. ლამპარდი) - მილნერი - აგუერო (73. ჯეკო)
გაფრთხილება: არნაუტოვიჩი - აგუერო, მილნერი
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 6-11 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 17(5)-14(8) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 27 011

კრ. პალასი-ნიუკასლი 1:1
გოლები: 0:1 სისე (42), 1:1 ფ. კემპბელი (71)
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - უარდი, ჰანგელანდი, დელანი, კელი (68. ბოლაზი) - პანჩონი, მაკარტური, ლედლი, ზაჰა - შამახი (66. გეილი) - იაია სანოგო (26 ფ. კემპბელი)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, ჰაიდარა - სისოკო, კოლბეკი - გუფრანი, კაბელია (86. დამეტი), ა. პერესი (90+1. რივიერი) - სისე (78. აბეიდი)
გაფრთხილება: მაკარტური - იანმაატი, კოლბეკი
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 6-0 კარში დარტყმა: 7(3)-5(1) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 25 118

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 იდეიე ბრაუნი (60), 2:0 ბერაჰინო (74)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკოლი, ლესკოტი, ბრანტი - იაკობი, ფლეტჩერი - მორისონი (85. გარდნერი), მაკმანამანი (57. სესენიონი), ბერაჰინო - იდიე ბრაუნი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, კი - დაიერი (63. რუტლეჯი), შელვი (62. ოლივეირა), მონტერო - გომისი
გაფრთხილება: მაკმანამანი, იდეიე ბრაუნი - ტეილორი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 11(4)-10(3) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 23 516

ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი).

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXV ტური: როგორც იქნა, მარიო ბალოტელიმ გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული