ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ "პრესტონის" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა. ახალგაზრდა ბექჰემი ადრე "პრესტონში" იჯარის წესით გამოდიოდა.
ეს ამბავი "პრესტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ასოციაციის მერვედფინალური მატჩის წინ გაჟღერდა. შეგახსენებთ, რომ "პრესტონი" მესამე დივიზიონში გამოდის და 16 თებერვალს "იუნაიტედს" ჩვენი დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.
საქმე იმაშია, რომ "პრესტონის" სტადიონის დირექტორი პოლ ბრედლი დღემდე ინახავს 20 წლის ბექჰემის მიერ ხელმოწერილ კონტრაქტს ნაკლებად ცნობილ კლუბთან.
"დევიდ ბექჰემი აქ იჯარის წესით თამაშობდა. მისი კონტრაქტი
ინგლისელი ფეხბურთელის ხელფასი იმ დროისთვის კვირაში 614 დოლარი იყო და ამას დამატებული 77 დოლარი სასტარტო შემადგენლობაში დაწყებისთვის თითოეულ მატჩში.
"პრესტონმა" ბექჰემი "მანჩესტერ იუნაიტედისგან" 1995 წელს აიყვანა. იჯარის პერიოდში ინგლისელმა ფეხბურთელმა 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ ბექჰემი, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დროს, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა. შემდეგ მას უთამაშია მადრიდის "რეალში", "ლოს ანჯელეს გელაქსში", "მილანსა" და პსჟ-ში.
ბექჰემმა კარიერა 2013 წელს დაასრულა.