პაულო დიბალა ლონდონის "არსენალში"?

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" პაულო დიბალას შეძენას აპირებს.

21 წლის არგენტინელი, რომელიც საუცხოო სეზონს ატარებს, "პალერმოსთან" მოქმედი კონტრაქტით 2016 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, მაგრამ სიცილიელების პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ მიგვანიშნა, რომ დიბალას დროზე ადრე გაყიდვაზე თანახმა იქნება, რასაკვირველია, სოლიდური კომპენსაციის სანაცვლოდ.

საუბარი 40 მილიონ ევროზეა და, როგორც ამბობენ, "მეთოფეები" მზად არიან, ამდენი გადაიხადონ.

არსენ ვენგერის გუნდის კონკურენტები ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული