მერსისისაიდელებს დიდი პროგრესი აქვთ და ჯიქურად მიიწევენ ჩემპიონთა ლიგის ზონისკენ, ანუ იქ, სადაც ახლა რონალდ კუმანის გუნდი იმყოფება. გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა და ბრენდან როჯერსს აუცილებლად მოსაგები აქვს - ერთი, რომ სხვაობა შეამციროს და მეორე, რომ სხვა კონკურენტებს არ მისცეს უფრო წინ
"საუთჰემპტონი" ფრის შემთხვევაში, დაგეშილ ლივერპულელებს დისტანციაზე კი დაიტოვებს, მაგრამ სამაგიეროდ, "არსენალს" უბოძებს გადასწრების შანსს და "ტოტეჰემს" - წამოწევის.
"ლივერპულს" "სენტ მერიზე" დიდი ხნის განმავლობაში მოგება არ გამოსდიოდა, მაგრამ წინა სეზონში 3:0 იმარჯვა და მოიგო პირველ წრეში "ენფილდზეც" (2:1).
როჯერსი რაჰიმ სტერლინგის მომჯობინებას ელოდება, რაც საეჭვოა. თუმცა შემადგენლობის კუთხით, ბევრად მეტი პრობლემა აქვს "საუთჰემპტონს".
დამატებითი ინტრიგაა ექსწმინდანების, რიკი ლამბერტისა და ადამ ლალანას ფაქტორი. ლალანა "სენტ მერიზე" პირველად დაბრუნდება სხვა გუნდის მაისურით. 25 მილიონ გირვანქად ნაყიდი 26 წლის ფეხბურთელი "წმინდანების" კაპიტანი გახლდათ.
ის უარყოფს, რომ ულტიმატუმი წაუყენა თავის ყოფილ გუნდს, მაგრამ ადასტურებს, რომ დიდად სასიამოვნო სიტუაციაში არ წამოსულა "საუთჰემპტონიდან".
"იმდენად სულელი და მიამიტი არ ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე - ჩემი ტრანსფერის შემდეგ, რამდენიმე ადამიანს პირში ცუდი გემო დარჩებოდა. გული მწყდება, რომ ასე წამოვედი, არასასიამოვნო სიტუაცია იყო. თუმცა ხმები იმის შესახებ, რომ ულტიმატუმი წამოვაყენე და ვთქვი აღარ ვითამაშებ-თქო, სრული სიცრუეა.
არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება გახლდათ, როდესაც "ლივერპულის" ინტერესის შესახებ შევიტყვე, გუნდს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, ეს ჩემი არჩევანი გახლდათ, მაგრამ არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა", - განაცხადა ლალანამ.
ლონდონის დერბი
არანაკლები თამაშია "უაით ჰართ ლეინზე". "ტოტენჰემი" ბრწყინვალე ფორმაშია და ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემის" ძლევას შეეცდება. თუ ეს მოხდა, კიდევ უფრო მკაფიოდ და ალბათ საბოლოოდ გაესმება ხაზი პირველ შვიდეულს და დანარჩენ გუნდებს შორის. სემ ალარდაისი გვარიანი დანაკლისით იქნება, მაგრამ სტიუარტ დაუნინგი კბილებს ილესავს, "ჩაქუჩების" ლიდერმა მაურისიო პოჩეტინოს ბიჭების გასაგონად ცოტა, გამაღიზიანებელი განცხადებებიც გააკეთა. "დეზებს", რაც მთავარია, ჰარი კეინი და კრისტიან ერიკსენი ჰყავთ მზადყოფნაში და ზოგადადაც, ტრავმირებული არავინაა. ამ გუნდების უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში ზავი არ ყოფილა, მათ სამ-სამი მოგება გაიყვეს.
"ბარნლი" - იოლი ლუკმა?
ლიდერი "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" ბევრის აზრით, ადვილ გამარჯვებას მოიპოვებს "ბარნლისთან", მაგრამ ეჭვი გვაქვს, ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. შონ დაიჩის ბიჭებმა წინა ტურში "ოლდ ტრაფორდზე" კი წააგეს, მაგრამ მეტოქეზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, რაც თავად ლუი ვან გაალმა აღიარა. თან "ჩელსი" "პარი სენ-ჟერმენთან" საგარეო მძიმე ფრის მერე, ფიქრებით საპასუხო მატჩზე იქნება და ენერგიის დაზოგვას მოინდომებს, რითი სარგებლობასაც შეეცდებიან დენი ინგსი და კომპანია.
მოსაგები თამაში
მეორეადგილოსანი "სიტი", რომელიც თავის მხრივ, "ბარსელონასთან" ურთულესი დუელისთვის ემზადება, შეეცდება "ნიუკასლი" დაამარცხოს. შეეცდება კი არა, უნდა დაამარცხოს. ველოდებით უილფრიდ ბონისაც. ისე, ეს გუნდები ამ სეზონში ლიგის თასზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჯერ კიდევ ალან პარდიუს "კაჭკაჭებმა" 0:2 მოიგეს.
სხვა მატჩები
მრავალნაკრიტიკებ ვან გაალს ძალიან რთული გასვლა აქვს "ლიბერთი სტედიუმზე". უელსელებს მანჩესტერში ბოლო ორი სტუმრობა მოგებული აქვთ (პირველ წრეში და სათასო შეხვედრა) და "წითელ ეშმაკებს" შურისძიებაც ჰმართებთ. აბა ვნახოთ, ამჯერად, რა ტაქტიკით და შემადგენლობით ითამაშებს ჰოლანდიელი.
"პრესტონთან" სათასო მატჩის დარად დააყენებს თუ არა მარუან ფელაინის ძირითადში და ისევ წინ წაწევს თუ არა უეინ რუნის, რომელმაც პრესტონელებთან სკანდალური პენალტით შეწყვიტა უგოლო სერია. "სუონსის" კი გილფი სიგურდსონი დაუბრუნდა, რაც მნიშვნელოვანია.
არსენ ვენგერი თავისი ამალით ჩადის "სელჰარსტ პარკზე" იმ "კრისტალ პალასთან" სათამაშოდ, რომელიც ზედიზედ ჰყავს დამარცხებული და ვისთანაც 1994 წლის მერე არ წაუგია. ფრანგის საფიქრალი ამჟამად ის არის ნახევარდაცვაში ვინ დააყენოს, მას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია. პარდიუ კი თბილ დახვედრას არავის მოუწყობს.
საინტერესო იქნება აუტსაიდერების მატჩებიც. გასავარდნი ზონიდან ძლივს ამოსული "ჰალი" და "ქუინზ პარკი" ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას, გამარჯვებას აქ ოქროს ფასი ექნება. საინტერესოა, როგორი დებიუტი გამოუვა ტიმ შერვუდსაც. მისი "ასტონ ვილა" ტურს "სტოკთან" საშინაო პაექრობით ხსნის.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური
შაბათი. 21 თებერვალი
ასტონ ვილა-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: - კამერონი
ტრავმა: კოზაკი - შოუკროსი, პიტერსი, აირლენდი, ოდემვინგი, ბოიანი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 თამაში: +46 =24 -27 (171-113)
ჩელსი-ბარნლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოსკარი (?), ობი მიკელი - მარნი, ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +22 =13 -32 (87-116)
კრ. პალასი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანი, ტომასი, უილიამსი - რემზი, დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უილშირი, არტეტა, დებიუში
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +2 =8 -19 (23-63)
ჰალი-ქპრ 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩესტერი, როსენიორი, სნოდგრასი - ოსტინი (?), ონუოჰა, ფერი, ფორლინი, დანი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (1-0)
სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯოუნსი, როდუელი, ბაკლი, კატერმოლი - ანიჩებე, მულუმბუ
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 121 თამაში: +47 =29 -45 (222-192)
სუონსი-მანჩესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: ბერტრანი -
ტრავმა: ლონგი, ჯეი როდრიგესი, გალაჰერი, მაიუკა - კოლინსი, პოიეტი, დემელი, ჰენრი, რიდი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +2 =2 -7 (8-16)
სიტი-ნიუკასლი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ტიოტე, ელიოტი, აარონსი, ს. დე იონგი, ს. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 137 თამაში: +52 =33 -52 (192-187)
კვირა. 22 თებერვალი
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 16:00
დისკვალიფიკაცია: - ამალფიტანო
ტრავმა: - ნოლანი, კოლინსი, დემელი, პოიეტი, ჰენრი, რიდი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +1 =4 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 103 თამაში: +44 =23 -36 (160-147)
ევერტონი-ლესტერი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეინსი, ჰიბერტი, პიენაარი, ოსმანი - მური, ვუდი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +34 =29 -28 (170-142)
საუთჰემპტონი-ლივერპული 20:15
დისკვალიფიკაცია: ბერტრანი -
ტრავმა: შნედერლენი, ისგროვი, გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, ლონგი, მაიუკა - ლუკასი, სტერლინგი, ჯოუნსი, ფლენეგანი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +20 =18 -37 (84-116)
ბომბარდირები:
17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 10 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"