ტიერი ანრი ლონდონის "არსენალში" ბრუნდება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის განცხადებით, გუნდს ტიერი ანრი უბრუნდება.

ანრი "მეთოფეებში" მწვრთნელად იმუშავებს. მას ურთიერთობა იმ ბავშვებთან ექნება, რომლებმაც გუნდის მომავალი უნდა შექმნან.

"ტიერი ანრი სამწვრთნელო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამს. კარგია, რომ "არსენალის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს სწორედ ის გაწვრთნის.

მივესალმებით ნებისმიერი ჩვენი ყოფილი მოთამაშის დაბრუნებას. ბედნიერები ვართ, რომ ანრი ჩვენთანაა", - თქვა ვენგერმა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული