ლონდონის "ჩელსი" ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

მხარეები ახალი 4-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ზაფხულში გეგმავენ, - იტყობინება The Times-ი.

აღსანიშნავია, რომ მოურინიოს კონტრაქტი 2017 წლამდე არის გათვალისწინებული, თუმცა ახალი კონტრაქტის მიხედვით, ის კიდევ ორი წლით გაიზრდება.

"ჩელსი" ინგლისურ პრემიერლიგაში 25 ტურის შემდეგ 59 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

გარდა ამისა, ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში აგრძელებენ ასპარეზობას, ხოლო პირველ მარტს, ინგლისური ლიგის თასის ფინალში ლონდონის "ტოტენჰემს" შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული