სქოულზი: "ბარსელონასთან" მატჩში იმის იმედად ვიყავი, რომ მესი ჩემგან შორს იქნებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა აღიარა, რომ "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესისთან თამაშის დროს ცდილობდა, არგენტინელისგან თავი შორს დაეჭირა.

"არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ "ბარსელონასთან" მატჩების დროს მოედანზე დიდი ხანი იმის იმედად ვიყავი, რომ მესი ჩემგან რაც შეიძლება შორს იქნებოდა.

მოუხელთებელი არის სიტყვა, რომელიც თავში მომდის, როცა მესის თამაშის სტილზე ვფიქრობ.

თქვენ გგონიათ, რომ მას ხედავთ, მაგრამ წამიც და ის უკვე წავიდა, რომ ბურთით სხვა ადგილას გაჩნდეს", - თქვა სქოულზმა.

მომზადებულია manchestereveningnews.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სქოულზი დიდი ფეხბურთელი იყო და ნებისმიერ დონეზე ითამაშებდა ნებისმიერ დროს. მესის აღიარებაც დასტურია მისი მაღალი დონის. ბოდიშს ვიხდი მესხის გულშემატკივრებთან მაგრამ დოინჯით და ერთი ორი ფინტით ფეხბურთს დღეს ვერ ითამაშებ. ის დრო წავიდა
Ме.
23:13 22-02-2015
0
შენ მიხეილ მესხის თამაში რომ, გენახა უფრო სხვანაირად აჭიკჭიკდებოდი......შეიძლება სათამაშოდაცარ გასულიყავი მოედანზე .....
ნუგზარი-1
12:31 21-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული